imedi /  17 დეკემბერი 2019, 22:58 / სანდო წყარო

პრეზიდენტი: ასეთი ტრაგედიების ასარიდებლად ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ და შევცვალოთ

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები". ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას Facebook-ზე.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 15 წლის "ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა საზოგადოებისთვის".

 

 

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდეს დღეს, 20:10 საათზე გაუჩერდა გული. 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 23:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო რეფორმა არის ის საკითხი, რომელზეც მზად ვართ, პარლამენტში ოპოზიციასთან ვიმუშაოთ

მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს – აშშ-ის და ევროკავშიორის ელჩებს. თავისთავად ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს შორის ინდივიდუალური კონსულტაციები ეხმარება პოზიციების დაახლოებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძე

22 იანვარი 2021, 22:56

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: ისტორიული გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის

ის, რასაც საქართველომ 21 იანვარს მიაღწია, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ კითხვას, რა შეიცვალა გიგა ოთხოზორიასა და საქართველოს სხვა ოჯახის წევრებისთვის, ასევე წეროვანში მცხოვრები დევნილებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ.

გოჩა ლორთქიფანიძე

22 იანვარი 2021, 22:42

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია

სტრასბურგის გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. მისივე განცხადებით, ის რაც სტრასბურგმა გამოაქვეყნა, არის იურიდიული ენა და შესაბამისად, ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

22 იანვარი 2021, 22:40

COVID19

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანისა და ქუთაისის დაწესებულებებში 7 პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ. ამჯერად ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან, მოცემული დაწესებულება არის დიდი ზომის, ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარდა N8 დაწესებულების ნაწილში, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

რაული

22 იანვარი 2021, 22:32

სპორტი

AS: ზინედინ ზიდანის გათავისუფლების შემთხვევაში მადრიდის „რეალს“ რაული გაწვრთნის

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის გათავისუფლების შემთხვევაში მის ადგილს რაული დაიკავებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი წერს.

ბილ გეითსი

22 იანვარი 2021, 22:09

COVID19

ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

22 იანვარი 2021, 22:06

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით. შეხვედრის მთავარი თემები იყო ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

კორონავირუსი

22 იანვარი 2021, 22:03

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 451 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 112-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

22 იანვარი 2021, 21:58

COVID19

ჯანმოს დირექტორი: COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით ვაქცინების მიწოდება თებერვალში შეიძლება დაიწყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით ვაქცინების მიწოდება თებერვალში შეიძლება დაიწყოს.

22 იანვარი 2021, 21:49

რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში თხევადი აირით დახმარების პროგრამა იწყება

თელავის მუნიციპალიტეტის თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებსა და სოფელ ლეჩურში მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების პროგრამა იწყება. ახალი პროექტის მიხედვით, დახმარება ყოველთვიურად ტალონების სახით გაიცემა. ოჯახი მიმწოდებელი კომპანიისგან ყოველთვე, ერთჯერადად, 8 კგ. ოდენობის თხევად აირს უფასოდ მიიღებს.

მაია ცქიტიშვილი

22 იანვარი 2021, 21:44

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა განახლდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც

დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც თითეული გადაწყვეტილება არის რთული, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე იმყოფება ბიზნესი, მათ აქვთ პასუხისმგებლობა დასაქმებული პერსონალის წინაშე , ასევე უმეტესობას აქვს სესხები, გეგმები და რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულია, როდესაც ვერ ვგეგმავთ მომავალს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასრტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვლადიმერ მილოვი

22 იანვარი 2021, 21:40

პოლიტიკა

ვლადიმერ მილოვი: ალექსეი ნავალნი რუსულ აგრესიას 2008 წელსაც გმობდა და დღესაც გმობს

მეც და ალექსეი ნავალნიც, ჩვენ ყველა, პრინციპულად ვართ იმ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელმა, ვლადიმერ მილოვმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

22 იანვარი 2021, 21:35

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 42 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 400 ადამიანი გარდაიცვალა.

22 იანვარი 2021, 21:34

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ველით, რომ რუსული მხარე სრულად შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენით ნაკისრ ვალდებულებებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ აგვისტოს ომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რაც საქართველოში პოლონეთის საელჩომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

22 იანვარი 2021, 21:32

ეკონომიკა

პურის ფასის შესანარჩუნებლად მთავრობა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიას 15 ლარამდე ზრდის

ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიას 10-დან 15 ლარამდე ზრდის. სუბსიდირება ჯამურად 20 ათას ტონა ფქვილზე მოხდება. შედეგად მასობრივი მოხმარების პური არ გაძვირდება. ცვლილება პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. პროგრამა დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ბორის ჯონსონი

22 იანვარი 2021, 21:26

COVID19

ბორის ჯონსონი: კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო მომაკვდინებელი შეიძლება იყოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი უფრო მომაკვდინებელი შეიძლება იყოს.

22 იანვარი 2021, 21:10

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირებისას, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირების შემთხვევაში, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განმარტა, თუ რატომ შენარჩუნდა შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე. მისი თქმით 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა ზამთრის კურორტებზე ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან სტუმრად ნაკლებად იარონ. „ძალიან მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ზამთრის კურორტებზე რა ვითარებაა. ძალიან ცოტა ქვეყანაა ისეთი, სადაც ზამთრის კურორტები ოპერირებს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

22 იანვარი 2021, 21:09

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: სახმელეთო საზღვართან შედარებით, საჰაერო მიმოსვლისას ინფექციის კონტროლის ბევრად მეტი საშუალება არსებობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ იხსნება მხოლოდ საჰაერო საზღვარი. „რუსთავი 2“-ის ეთერში ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად ცქიტიშვილმა მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მაღალი დინამიკა დაასახელა.

22 იანვარი 2021, 21:00

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 5 967 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 967 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 149 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მაია ცქიტიშვილი

22 იანვარი 2021, 20:59

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რატომ არის სარესტორნო ბიზნესის გახსნა ყველაზე რისკისშემცველი კორონავირუსის გავრცელების მხრივ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ბიზნესის იმ წარმომადგენლებს უპასუხა, რომლებიც შეზღუდვებთან დაკავშირებით დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან. მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საბჭომ მიიღო, მძიმე მისაღები იყო და ისიც აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგად ესმის, თუ რა გამოწვევებისა და კრიზისის წინაშე დგას ესა თუ ის ბიზნესი.