imedi /  20 დეკემბერი 2019, 17:04 / სანდო წყარო

საქართველოში C ჰეპატიტის სკრინინგით აქტიური ინფექცია 81 300 პაციენტს დაუდასტურდა

c ჰეპატიტი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის ინფორმაციით, 2019 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით C ჰეპატიტის სკრინინგი 1769 206 ადამიანმა გაიარა. დადებითი პასუხი დაუფიქსირდა 145,505 (8.22%) მოქალაქეს. პროგრამის დაწყებიდან, 2015 წლიდან, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით სკრინინგით დადებითი პასუხის მქონე 122 629 მოქალაქიდან აქტიური ინფექცია 81 300-ს დაუდასტურდა.

„თუ წინა წლებში ბარიერებად ფინანსურ ან გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას ვასახელებდით, დღეს ეს არ შეიძლება რეალურ ბარიერს წარმოადგენდეს, რადგან 2018 წლიდან დავიწყეთ დეცენტრალიზაციის პროექტი და პრაქტიკულად 700-ზე მეტ ობიექტზე არის ხელმისაწვდომი სკრინინგული კველევა, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, იუსტიციის სახლებში, მობილური ბრიგადებით და სხვა. რაც შეეხება ფინანსურ ბარიერს, ესეც ვერ იქნება რეალური, რადგან დღეისათვის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის არა მხოლოდ სკრინინგი, მთლიანად დიაგნოსტიკური კომპონენტი უფასოა,“ - აცხადებს ეკა ადამია, ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის, პროგრამების სამმართველოს უფროსი.

მისი თქმით, სკრინინგით დადებითი პაციენტებიდან დაახლოებით 24 000 არ მისულა კონფირმაციული კვლევის ჩასატარებლად. უფრო მეტიც, კონფირმაციით დადებითი პაციენტებიდან (ვინც დაზუსტებით იცის რომ დაავადებულია ც ჰეპატიტით) 17 000 ადამიანს არ დაუწყია მკურნალობა.

„ამ პაციენტების მოსაზიდად სამინისტრო დამატებით ახორციელებს მიდევნების პროგრამას, ვუკავშირდებით პაციენტებს დამატებით, თუმცა ტექნიკურად არის ისეთი პრობლემები, რომ ტელეფონები არ არის ზუსტი, ან გამოცვლილი აქვთ და ვერ ხერხდება დაკავშირება. აღნიშნულის მიუხედავად, დაახლოებით 20%-ის მოზიდვა და ჩართვა განხორციელდა“- აცხადებს ეკა ადამია.

დღეს ტელეკომპანია „იმედი“ იყო C ჰეპატიტის სკრინინგის პრომო აქციის მონაწილე. ნანიკო ხაზარაძე და ნიკა წულუკიძე მეტროსადგურ „დიდუბესთან“ და სპორტის სასახლესთან არიგებდნენ საინფორმაციო ფლაერებს. გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანებმა კი საინფორმაციო ფლაერები ვაგზლის მოედანზე დაარიგეს. 

ყველა სიახლე

მიხეილ სადრაძე

20 იანვარი 2021, 14:33

სამართალი

პროკურორი: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა. პროკურორის განცხადებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის საქმის გამოძიების პროცესში მოიპოვეს და მის დემონსტრირებას საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

მიხეილ სარჯველაძე

20 იანვარი 2021, 14:32

სამართალი

რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება

საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.

პენიტენციური სამსახური

20 იანვარი 2021, 14:28

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენის განცხადების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები.

ვიქტორ დოლიძე

20 იანვარი 2021, 14:17

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძის თქმით, ნატოს ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ საქართველო ალიანსში წევრობისთვის მზადაა

„ბატონი ბლინკენის განცხადება არ არის შემთხვევითი. დიახ, საქართველოს შეუძლია მეტი წვლილი შეიტანოს კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში. დიახ, საქართველოს შეუძლია სწორედ ალიანსის ღირებულებებზე დაფუძნებით განამტკიცოს თავისი პირადი სტაბილურობა, მომავალი, კეთილდღეობა და ამავე დროს განამტკიცოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები“, - განაცხადა დოლიძემ.

კახა კუჭავა

20 იანვარი 2021, 14:12

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ენტონი ბლინკენის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს აშშ-სგან კვლავ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, ენტონი ბლინკენის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს, ისევე როგორც აქამდე, აშშ-სგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება.

20 იანვარი 2021, 14:11

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13.6-მა მილიონმა ადამიანმა გაიარა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13.6-მა მილიონმა ადამიანმა გაიარა.

20 იანვარი 2021, 14:01

თემა

მართალია თუ არა, რომ D ვიტამინის მიღება კოვიდინფიცირების შემთხვევაში სასარგებლოა?

ბლოგებითა და საინფორმაციო საშუალებებით ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ D ვიტამინი COVID-19-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკვე გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ეს საკითხია გამოკვლეული. რა არის სინამდვილეში ცნობილი ახალი კორონავირუსისა და ორგანიზმში D ვიტამინის დონის ურთიერთკავშირის შესახებ? ღირს თუ არა ამ პრეპარატის დამატებით მიღება?

ალეკო ელისაშვილი

20 იანვარი 2021, 13:56

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს

„ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოს ინტერესებით, ხალხის ინტერესებით და ჩვენი სინდისის კარნახით. რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, რომ ერთმანეთს აშანტაჟებდნენ, სულ გარიგებებში მონაწილეობდნენ, სულ ფულს იღებდნენ, ჰგონიათ, რომ ყველა ასე ცხოვრობს. რუსული გამოთქმა რომ არის, ყველა თავისი გარყვნილების მიხედვით ზომავს სხვასო, ჩვენ მაგ საზომებით არ გვიცხოვრია. სხვანაირად ვცხოვრობდით, სხვანაირი მიზნები გვაქვს პოლიტიკაში და ამ მიზნებს ვემსახურებით - ეს არის ქვეყნის და ხალხის სამსახური და ჩვენი სინდისის კარნახი. დანარჩენი, რომ ვერ ჩამოყალიბებულან, იმ თავგზააბნეულმა ხალხმა, ვისაც რა ჭუჭყი მოსდის თავში, ერთმანეთს უზიარონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

20 იანვარი 2021, 13:55

ეკონომიკა

ტერმინალებით ფულის გადარიცხვისას მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

20 იანვარი 2021, 13:40

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 21 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 597 პაციენტი გარდაიცვალა.

ალეკო ელისაშვილი

20 იანვარი 2021, 13:36

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: „ქართულ ოცნებას“ იმას თუ გამოვგლეჯთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევალთ პარლამენტში

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს. „ჩვენ ისედაც ვიცოდით რასაც ვაპირებდით. გვინდოდა დანარჩენებთან ამოგვეწურა რესურსი. არ უნდათ, ნუ უნდათ. ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთ. „ქართულ ოცნებას“ იმას თუ გამოვგლეჯთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევალთ პარლამენტში“, - ეს განცხადება ელისაშვილმა „ქრონიკასთან“ გააკეთა.

20 იანვარი 2021, 13:28

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 2 550 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 168 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 550 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ლაშა ნაცვლიშვილი

20 იანვარი 2021, 13:19

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი - კაცია და მეორე - ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება

„ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი - კაცია და მეორე - ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება - დასავლეთი ნავალნის პუტინთან ბრძოლაში რეალურ და ეფექტურ მოკავშირედ განიხილავს და მხარდაჭერის სრული პაკეტით უზრუნველყოფს (ციხის გზაზე ესკორტირების ჩათვლით), ხოლო მარგინალი და ჯვარდასმული მიშა იმდენად კიდია დასავლეთს, რომ სულ არ აინტერესებს, სად ჩავა და სად ჩაჯდება. პ.ს. როცა პუტინს დასჭირდა პროამერიკელი პოროშენკოს დასანგრევად, კი ნახეთ, პოლონეთის საზღვრის გარღვევისას, რას ნიშნავს “ცენტრის” მხარდაჭერა. ხოდა, დააპარალელეთ ახლა, არ გაგიჭირდებათ“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

20 იანვარი 2021, 13:17

COVID19

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 725 025 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 93 882 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 93 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის მაქსიმალური მაჩვენებელია.

20 იანვარი 2021, 13:15

საზოგადოება

„ბილაინი“ მის აბონენტ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს შეღავათიან ინტერნეტპაკეტს - „დისტანციური სწავლების პაკეტი“

საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრმა - ბილაინმა, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რის საფუძველზეც ბილაინის აბონენტები - საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე (ივნისი) შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

კახა კუჭავა

20 იანვარი 2021, 13:12

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ არიან ერთიანები, თუმცა, ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა მოჩვენებითია

„რეალურად გვესმის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და მათთვის ყურადსაღები გზავნილები, რომ მათ მიიღონ თავიანთი მანდატები, შემოვიდნენ პარლამენტში, დაიწყონ მუშაობა და ქუჩის მაგივრად პარლამენტში გააკეთონ ოპონირება. ამას ზოგი ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი არა, რაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში, წარმოადგენს დაძაბულობის მიზეზს ალბათ ოპოზიციაში. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს“, - აღნიშნა კუჭავამ.

იოსებ არჩვაძე

20 იანვარი 2021, 13:00

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: გლობალური ექსპორტის ვარდნის ფონზე, ადგილობრივი ექსპორტი 3.5 %-ით გაიზარდა, რაც გლობალურ ბაზრებზე ადგილობრივი პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას ადასტურებს

იოსებ არჩვაძის განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის რაოდენობრივ ზრდასთან ერთად უდავო წარმატებად უნდა ჩაითვალოს მისი დივერსიფიცირება ქვეყნების მიხედვით. - ექსპორტით პირველ სამ ადგილზე მყოფი ქვეყნების (ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი) წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ნახევარზე ნაკლებია ((48.9%), ხოლო პირველ ადგილზე მყოფი ჩინეთის წილი - მხოლოდ 19.1 პროცენტი.

20 იანვარი 2021, 12:57

საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სამშვიდობო მისია

20 იანვარი 2021, 12:53

თავდაცვა

მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო.

ჯეკ მა

20 იანვარი 2021, 12:53

მსოფლიო

ჩინეთის ხელისუფლებასთან კონფლიქტის შემდეგ Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა საჯაროდ პირველად გამოჩნდა

მა მასწავლებლებისთვის გამართულ საქველმოქმედო ონლაინ-ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან ასევე მოინახულა სკოლა, რომელიც მისი საქველმოქმედო ფონდის დახმარებით აშენდა.