მმართველი პარტიის საარჩევნო შეთავაზება არასამთავრობოებისთვის მიუღებელია
ფოტო: Shutterstock.com
15 არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ მმართველი გუნდის წინადადებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელიც 150 საპარლამენტო მანდატიდან 50 მაჟორიტარული და 100 პროპორციული წესით განაწილებას ითვალისწინებს.
როგორც განცხადებაში წერია, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელი მათთვის მიუღებელი და არასერიოზულია.
„ქართული ოცნება“ აღნიშნულ შემოთავაზებას პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლის ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ „ოპტიმალურ კომპრომისულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს. სინამდვილეში, დღეს გაჟღერებული შემოთავაზებით მმართველი გუნდი კიდევ უფრო შორს წავიდა და დაადატურა სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც გააუქმოს. ეს ინიციატივა არა კომპრომისის მიღწევას და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, არამედ სრულად პროპორციულ მოდელთან დაკავშირებით უკვე არსებული იმ რეგულაციის გაუარესებას იწვევს, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყანაში დიდი ხანია პოლიტიკური კონსესუსი არსებობს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაცხადებული ინიცატივა სრულად მიუღებელი და არასერიოზულია.
აღსანიშნავია, რომ მოცემული ინიციატივა კონსტიტუციის დღეს არსებულ რედაქციასთან შეუსაბამოა და საჭიროებს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას. აქამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე. წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული საარჩევნო სისტემა სწორედ იმის გამო დაიწუნა, რომ თითქოს ის კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი იყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების რესურსი აქვს, მართებული იქნებოდა, რომ ეს რესურსი გამოყენებულიყო პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ან იმ ცვლილებისთვის, რაც „ქართული ოცნების“ აზრით ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული მოდელს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანდა.
სინამდვილეში, მმართველი პარტიის 20 დეკემბრის ინიციატივა ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც მხოლოდ მის ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოერგება და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ პარტიის ყოფნას ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდი ხნით. ამ ფონზე, კიდევ უფრო აშკარაა, რომ პროპორციული სისტემის დაპირების შეუსრულებლობა მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს და მის თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს. 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებამ არამარტო ქვეყნის შიგნით შექმნა არასტაბილური პოლიტიკური გარემო, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის იმიჯი მის ფარგლებს გარეთ, სააერთაშორისო პარტნიორების თვალში.
მიუხედავად ამისა „ქართული ოცნება“ მის მიერ შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად და კრიზისული სიტუაციის განსამუხტად პოლიტიკურ ნებას არ ავლენს. აქამდე, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციურ პარტიებთან გამართული ყველა შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა და მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის არცერთ ვერსიას.
მაშინ, როცა არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, დღეს გაჟღერებული შემოთავაზება და პარლამენტის
რიტორიკა პროპორციულ საარჩევნო მოდელებში ევროპასა და ისრაელში კრიზისების რისკებზე, წარმოადგენს საზოგადოების დაცინვას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესის უგულებელყოფას,
სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იაზრებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის მოსახლეობისა და მისი მომავლის წინაშე და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოტივირებულია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესით. მნიშვნელოვანია, რომ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესში განხილული საარჩევნო სისტემის მოდელი იყოს არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და არსებითად აუმჯობესებდეს საარჩევნო გარემოს.
მოვუწოდებთ, მმართველ გუნდს კარგად გაიაზროს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და საზოგადოების მოთხოვნისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილების შესაბამისად, შეასრულოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირება" -წერია 15 არასამთავრობო ორგანოზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50 მანდატამდე შემცირდება.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება. მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ.
ყველა სიახლე
13 ივნისი 2026, 09:51
მსოფლიო
Bloomberg: ირანი სამხედრო პოტენციალის აღდგენისთვის საჭირო რაკეტებს, სავარაუდოდ, რუსეთისგან იღებდა
ირანმა რვაკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების დროს საკუთარი სარაკეტო არსენალი აღადგინა და, სავარაუდოდ, ახალი შეიარაღება რუსეთისგან მიიღო. ინფორმაციას Bloomberg-ი დასავლეთის დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 ივნისი 2026, 09:17
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად სცემეს და აწამეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანსა და ირაკლი კოდუასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც კოდუას „სოდ“-ის (სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის) ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა.
13 ივნისი 2026, 09:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ივნისს საქართველოში
13 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
13 ივნისი 2026, 08:45
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, აშშ-მა და ვენესუელამ ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ვენესუელელი ნარკობარონი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი მოკლეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ვენესუელის ხელისუფლებასთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებულია დაჯგუფება Tren de Aragua (TdA)-ს დამფუძნებელი და ლიდერი ჰექტორ რუსტენფორდ გერერო ფლორესი, მეტსახელად ნინიო გერერო.
13 ივნისი 2026, 08:24
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში პირველი დუბლი დაფიქსირდა
აშშ, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დუბლი დაფიქსირდა. ორი გატანილი გოლის ავტორი აშშ-ის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ფოლარინ ბალოგანი გახდა.
13 ივნისი 2026, 08:04
პოლიტიკა
ღია ეთერი - რევოლუციის 5 მცდელობა 4 წელიწადში - ვინ ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების გზით ქვეყნის სათავეში მოქცევას, როგორ რეაგირებს სამართალდამცავი სისტემა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ღია ეთერში ერთმანეთის პირისპირ - ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია და პოლიტეკონომისტი ბექა ნაცვლიშვილი.
13 ივნისი 2026, 08:00
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა
13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.
13 ივნისი 2026, 01:50
სპორტი
კანადამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, კანადის ეროვნული ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა. ტორონტოში გამართული B ჯგუფის შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.
13 ივნისი 2026, 01:43
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვულ საკითხსა და სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბირთვულ საკითხსა და სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
13 ივნისი 2026, 00:49
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა
მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა.
13 ივნისი 2026, 00:46
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე
როგორც დობორჯგინიძე აღნიშნავს, „ნაცებმა“ ხმა უნდა ჩაიკმინდონ პოლიციის ძალადობაზე. „ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ არ ვიცი, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე”- წერს დობორჯგინიძე.
13 ივნისი 2026, 00:13
სამართალი
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულია ბრალდებულის სახით“.
13 ივნისი 2026, 00:08
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჰორმუზის სრუტე ომამდელ რეჟიმს აღარ დაუბრუნდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მართვა ომამდელ ფორმატს აღარ დაუბრუნდება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სტრატეგიული სანაოსნო გზა თეირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი ინსტრუმენტია და იგი ამჟამად ირანისა და ომანის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება.
13 ივნისი 2026, 00:04
სამართალი
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
„გავრცელდა "ტვ პირველის" ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა", - აცხადებენ პროკურატურაში.
12 ივნისი 2026, 23:48
მსოფლიო
პეტერ მადიარი: თუ უკრაინა დადგენილ ვადებში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, იგი ვერ შეძლებს წინ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განმარტა, რომ უკრაინისთვის პირველი კლასტერის გახსნას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც კიევმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის გეგმაში ცვლილებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმებული რედაქციით შეიტანა.
12 ივნისი 2026, 23:39
მსოფლიო
CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების რამდენიმე პუნქტი და დოკუმენტი წარმოაჩინა, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნების მიღწევა, - წერს CNN-ი.
12 ივნისი 2026, 23:06
მსოფლიო
ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა
ევროპის საბჭო ბელგიას მოუწოდებს, გადაჭრას ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა - ნათქვამია პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
12 ივნისი 2026, 23:04
პოლიტიკა
გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა - ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც
„ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, ეს რეჟიმი არის სასასრულებელი, ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელი დააჯდა თავზე ამ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ წინააღმდეგობაში ვიყავით, ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს,” - აღნიშნა გიგა ლემონჯავამ.
12 ივნისი 2026, 22:56
მსოფლიო
აბას არაღჩი: ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან
ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ისე ახლოსაა გაფორმებასთან, როგორც არასდროს - მის საბოლოო გაფორმებამდე, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
12 ივნისი 2026, 22:20
კულტურა
„დინამო არენაზე“ კანიე უესტის კონცერტი მიმდინარეობს. VIDEO
„დინამო არენაზე“ გრემის 24 ჯილდოს მფლობელი და მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტის გრანდიოზული სანახაობა მიმდინარეობს.


