imedi /  04 იანვარი 2020, 14:26 / სანდო წყარო

თონეში ნაპოვნი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

„ახალი სიცოცხლე“

გურჯაანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ისინი მკურნალობას თბილისში განაგრძობენ.

ექიმის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტებს კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან. პაციენტები კონტაქტურები არიან, მომხდარის მიზეზებზე საუბარი შეუძლიათ. სავარაუდოდ, ეს CO-თი ინტოქსიკაციაა“, - აცხადებს ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი კაჭახიძე.

გურჯაანში მდებარე ერთ-ერთ თონეში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში 3 იანვარს იპოვეს. წინასწარი ვერსიით, 60 და 35 წლის კაცები ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. 

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

04 მარტი 2021, 20:01

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერილს ავრცელებს, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს სერგო ჩიხლაძეს მიმართავს. მისი თქმით, სერგო ჩიხლაძე თანდათან კარგავს რეალობის შეგრძნებას და სულ უფრო და უფრო ღრმად ტოპავს, მის მიერვე გამოგონილი ბოროტი ფანტაზიების სამყაროში.

არჩილ თალაკვაძე
დავიდ სასოლი

04 მარტი 2021, 20:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. დავიდ სასოლიმ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძალისხმევით პოლიტიკური დიალოგის განახლების საჭიროებას და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები დაძაბულობის შემცირებას შეძლებენ.

04 მარტი 2021, 19:57

საზოგადოება

5 მარტიდან მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

5 მარტიდან გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, კერძოდ გურიის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტით მოძრაობა ნოზაძის ქუჩიდან გამარჯვების ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბორის ჯონსონი

04 მარტი 2021, 19:55

მსოფლიო

ბორის ჯონსონი: შეძრწუნებული ვარ მიანმარში ძალადობის ესკალაციით და დემოკრატიული პროტესტის მონაწილეების მკვლელობით

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შეძრწუნებულია მიანმარში ძალადობის ესკალაციით და დემოკრატიული პროტესტის მონაწილეების მკვლელობით.

04 მარტი 2021, 19:42

მსოფლიო

თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

04 მარტი 2021, 19:41

საზოგადოება

წყალმომარაგების მაგისტრალის მილის დაზიანების გამო, თბილისში წყალმომარაგება რამდენიმე რაიონსა და ქუჩას შეუწყდება

დღეს, 4 მარტს, ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩა N15-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული დადაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ხვალ, 5 მარტს განხორციელდება.

04 მარტი 2021, 19:30

ეკონომიკა

აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21,4%-ით გაიზარდა და 3,93 მილიონ დოლარს მიაღწია

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა და 3.93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მონაცემებით, 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა. იმპორტის შემცირების პირობებში, საქართველო წინსვლას და იმპორტის ზრდას აგრძელებს, - აღნიშნულია ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) ინფორმაციაში.

04 მარტი 2021, 19:09

საზოგადოება

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი რამდენიმე ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების შესაქმნელად დასრულდა

რამდენიმე ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების შესაქმნელად, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკონკურსო წინადადებების მიღება გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების, ასევე, ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზების შექმნას ითვალისწინებდა.

04 მარტი 2021, 19:05

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, უნგრეთის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმს ამკაცრებს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, უნგრეთის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმს ამკაცრებს. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა.

04 მარტი 2021, 19:00

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოადგილეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლი იენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, პანდემიით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს, სადაც ჩინური კომპანიები მუშაობენ.

04 მარტი 2021, 18:58

საზოგადოება

პარლამენტის გენდერული და ბავშვთა უფლებების საბჭოები: შემზარავია ბავშვებზე ნებისმიერი ფორმის, მათ შორის - სექსუალური ხასიათის ძალადობა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრები გმობენ 13 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

04 მარტი 2021, 18:56

ტაბლოიდი

„მანგუსტების სარეცხი“ - სოციალურ ქსელში თბილისის ზოოპარკში გადაღებული სახალისო ვიდეო ვრცელდება

„მანგუსტების სარეცხი“ - სოციალურ ქსელში თბილისის ზოოპარკში გადაღებული, მანგუსტების სახალისო ვიდეო ვრცელდება, სადაც ვოლიერში გაჭიმულ თოკზე ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები ხორცია ჩამოკიდებული. როგორც Imedinews-ს თბილისის ზოოპარკის წარმომადგენელმა ია სამადაშვილმა განუცხადა, ხშირად ცხოველებთან „ენრიჩმენტი“ ტარდება, რაც ვოლიერში გარემო პირობების გამდიდრებას გულისხმობს.

ანდრია ბასილაია

04 მარტი 2021, 18:51

ეკონომიკა

თბილისის მერის მოადგილემ განმარტა, რას ითვალისწინებს სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა

მომდევნო დღეებში დაიწყება აპლიკაციის მიღების პროცესი და ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში იქნება ეს კომპენსაციები გაცემული, რათა რესტორნებმა შეძლონ ოპერირება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო კრიტერიუმები დაკავშირებული იქნება რესტორნების ბრუნვასა და სკამების რაოდენობასთან. მისივე თქმით, სუბსიდიების მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს, დაახლოებით, 400 რესტორანი დააკმაყოფილებს.

04 მარტი 2021, 18:47

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

04 მარტი 2021, 18:46

ეკონომიკა

აფბამ ესკოს იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბამ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო) 2016-2021 წლის განმავლობაში იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა.

ანდრია ბასილაია

04 მარტი 2021, 18:38

ეკონომიკა

ანდრია ბასილაია: პანდემიის პირობებში ბიზნესის გადასარჩენად მუნიციპალიტეტმა ყველა არსებული ინსტრუმენტი გამოიყენა

პანდემიის პირობებში ბიზნესის გადასარჩენად ყველა ის ინსტრუმენტი, რაც იყო დამოკიდებული მუნიციპალიტეტზე, ჩვენ გამოვიყენეთ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ისაუბრა. „ჩვენ მოვუხსენით საიჯარო გადასახადები იმ ბიზნესებს, რომელთაც ჰქონდათ მუნიციპალიტეტისგან ნაქირავები ფართები. ჩვენ შევთავაზეთ მუნიციპალიტეტის ფართობთ სარგებლობა, რათა შეძლონ რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრებისთვის ემასპინძლათ. ასევე განვიხილეთ რამდენიმე ინდივიდუალური ვალდებულების გადადება, რომლის საჭიროებაც დადგა პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში და გავაგრძელებთ ამ კომუნიკაციაშა და ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ენტონი ფაუჩი

04 მარტი 2021, 18:36

COVID19

ენტონი ფაუჩი: შეზღუდვების გაუქმების თაობაზე ზოგიერთი შტატის გადაწყვეტილება გაუგებარია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შეზღუდვების გაუქმების თაობაზე ზოგიერთი შტატის გადაწყვეტილება გაუგებარია.

დავით ზალკალიანი

04 მარტი 2021, 18:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

დავით ჯავახაძე

04 მარტი 2021, 18:24

ეკონომიკა

დავით ჯავახაძე: ანაკლიის პროექტს აქვს გეოპოლიტიკური კომპონენტი, ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი დასავლური კომპანიის მოზიდვა იქნება

პანდემია ეკონომიკის ნებისმიერი დარგისთვის გამოწვევაა და საქართველოს გამონაკლისი არ არის. მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კვლავ საკმარისი ინტერესია პროექტთან მიმართებაში, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ განაცხადა.

დავით ჯავახაძე

04 მარტი 2021, 18:14

ეკონომიკა

დავით ჯავახაძე: ადრეც და ახლაც სახელმწიფო მზადაა, ყველანაირად გვერდში დაუდგეს ანაკლიის პორტის ინვესტორს

პირველ რიგში, მიუღებელია ბრალდება, თითქოს, სახელმწიფო ხელს უშლიდა ამ პროექტს, პირიქით, ამ პროექტის ისტორია სულ სხვა რამეზე მეტყველებს, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ადრეც და ახლაც მზად არის რომ ყველანაირად გვერდში დაუდგეს ინვესტორს.