პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ილია II
ფოტო: საპატრიარქო
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილია მეორის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე გავრცელდა, რომელსაც imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ.
„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, მოგმართავთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო!
აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი“, დღეს იშვა ის, „ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).
ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.
მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის მადიდებელი ერის წიაღში, წმინდა დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.
დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს – კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:
იხარებდით და აკურთხებდით შემოქმედს ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და ყოველი სულდგმულნი, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი, ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.
ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში – სიხარული; გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…
შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული – წმინდა მარიამი.
გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);
გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;
გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.
უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა განმავლობაში მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილს და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.
ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც, საპყრობილეთა შინა მყოფთ – თავისუფლების სიხარული, უსამართლოთ – სამართალი, მშიერთ – პური, შიშველთ – სამოსელი, უპავართ – სარჩო-საბადებელი, კეთილად მუშაკთ – ღირსი სასყიდელი…
ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო, ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე, მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.
განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.
აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ „შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“, სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.
გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა – მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.
არ განგვეშორო, დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას, კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:
დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო! (ეს.9,5)
დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ! (ეს. 37,16)
დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო! (ეზ. 37.3)
გაკურთხებთ და აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა, დედათა შორის კურთხეულს (ლუკა 1.42).
და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.
„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“ (გრ. ღვთისმეტყევლი),
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი"
ყველა სიახლე
13 აგვისტო 2026, 21:04
ეკონომიკა
ექსპორტისა და საგარეო ვაჭრობის რეკორდი - რას აჩვენებს ბოლო 6 თვის მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ექსპორტისა და საგარეო ვაჭრობის რეკორდი. ბოლო 6 თვის მონაცემები ეკონომიკური გუნდისთვის სწორი პოლიტიკის დადასტურება და ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველია.
13 აგვისტო 2026, 20:44
სამართალი
გახსნილი ნარკოდანაშაულები და 135 დაკავებული - საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაკავებულია 135 ადამიანი. ნარკოდანაშაულთან ბრძოლას უწყება კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად განიხილავს. გივი კუჭავას სიუჟეტი
13 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
დაკვეთა თუ ტრენდს აყოლა - შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლევან მაჭავარიანი სახელმწიფო ანსამბლ სუხიშვილების სასცენო მოღვაწეობის მიმართ პატივისცემას ადასტურებს, თუმცა აფასებს ანსამბლის დირექტორის განცხადებას რუსეთში კონცერტის გამართვის თაობაზე.
13 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. კოორდინირებული კამპანია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, რუსოფობიის გაღვივებას მოიცავს, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად განმარტა.
13 აგვისტო 2026, 20:18
პოლიტიკა
დე ფაქტო რეჟიმი გია ბარამიძის განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებს - ბარამიძე იმავეს იმეორებს და „იმედს“ ედავება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველებისთვის ტყვეთა დახვრეტის დაბრალება აფხაზეთის ომის მებრძოლებისთვის, შეურაცხყოფასთან ერთად, ღალატია. სწორედ ღალატის და საბოტაჟის საკითხებზე მუშაობს გამოძიება.
13 აგვისტო 2026, 20:14
პოლიტიკა
ბიზნესის ჰუმანური აქტი, ოპოზიციის შეფასებით, აგრესორის დახმარებაა. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ პრემიერ-მინისტრის განმარტება ცნობილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესის ჰუმანური აქტი, ოპოზიციის შეფასებით, აგრესორის დახმარებაა. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ პრემიერ-მინისტრის განმარტება ცნობილია.
13 აგვისტო 2026, 20:07
მსოფლიო
ევროკომისია: უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ევროკავშირის უპირობო პრიორიტეტია
ევროკავშირში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას უპირობო პრიორიტეტად მიიჩნევენ. ევროკომისიის წარმომადგენლის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, კაია კალასი იმ წევრი ქვეყნების მთავრობებს მიმართავს, რომლებსაც საწყობებში Patriot-ის სისტემის რაკეტები აქვთ, უმოკლეს ვადებში გადასცენ ისინი უკრაინას.
13 აგვისტო 2026, 19:57
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000-მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა „ფიზიკური წყვეტისგან“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი სწორად აფასებს ტრაქტატის მნიშვნელობას.
13 აგვისტო 2026, 19:52
რეგიონი
15 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ26-კმ50 მონაკვეთის (სექცია 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
13 აგვისტო 2026, 19:13
მსოფლიო
გაერო: უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის - 2022 წლის აპრილის შემდეგ
უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის - 2022 წლის აპრილის შემდეგ. აღნიშნული მონაცემები უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა.
13 აგვისტო 2026, 19:02
მსოფლიო
რუმინეთმა ჩერნავოდას მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა, რადგან გვალვისგან დამშრალ მდინარე დუნაიში წყლის დონე გამაგრილებელი ტუმბოების მოსამარაგებლად კრიტიკულად შემცირდა
ხუთშაბათს რუმინეთმა ჩერნავოდას მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა, რადგან გვალვისგან დამშრალ მდინარე დუნაიში წყლის დონე გამაგრილებელი ტუმბოების მოსამარაგებლად კრიტიკულად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 18:57
საზოგადოება
შსს: გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ხოლო სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
13 აგვისტო 2026, 18:16
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობერტ გერშნერს შეხვდა.
13 აგვისტო 2026, 18:06
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე პრემიერის განცხადების შესახებ: ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად - ზუსტად გათვლილი ბალანსია მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე
პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებასა და საწვავის შესაძლო მიწოდებაზე არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითი, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
13 აგვისტო 2026, 17:50
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის - ომამდე სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები, ომის დროს არ გააფრთხილა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, პირდაპირ ეთერში რუსეთს კარნახობდა სამხედროების სტრატეგიულ განლაგებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა როგორც 2008 წლის ომამდე, ისე ომის დროს და მის შემდეგ, არაერთი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რუსეთისთვის მისაღები იყო.
13 აგვისტო 2026, 17:41
მსოფლიო
POLITICO-ს ცნობით, ბრიუსელის რეგულაციების გამო, ევროპაში პროდუქტი ძვირდება
ევროკავშირის პესტიციდების ახალი წესები საუზმეს მნიშვნელოვნად გააძვირებს. სტატიას ამ სათაურით გამოცემა POLITICO ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 17:30
პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსია
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსია
13 აგვისტო 2026, 17:30
სპორტი
გიორგი წიტაიშვილი კარიერას საფეხბურთო კლუბ „რაიო ვალეკანოში“ განაგრძობს
საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ლა ლიგის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
13 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
უკრაინული მედია: პოლონეთმა უკრაინა 15 აგვისტოს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვია
პოლონეთმა უკრაინა 15 აგვისტოს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 17:21
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მიზანმიმართული დივერსია. ამის დამადასტურებელი საბუთია ოლეგ ბარციცის გამოსვლა რუსეთის ტელევიზიაში, ამის დამადასტურებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში
მიზანმიმართულ დივერსიად აფასებს ომის ვეტერანი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გიორგი ბარამიძის განცხადებას.


