მამუკა მდინარაძემ და NDI-ის ხელმძღვანელმა CRRC-საქართველოს მიმართ ნდობის საკითხი განიხილეს

ფოტო: Facebook
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდს NDI-ის მიმართ რაღაც განსაკუთრებული უნდობლობა არ აქვს და ამ ინსტიტუტს პატივს სცემს.
„საქართველოში არის კონკრეტული მოცემულობა, რომ ისინი სამწუხაროდ ენდობიან CRRC-ის. ჩემი აზრით, ის ნდობას არ იმსახურებს. ამ საკითხზე იყო ბევრი საუბარი ხანგრძლივი შეხვედრის დროს.
სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ნახევრის მხარდაჭერას მოიპოვებდა ხოლმე, თუმცა რამდენიმე თვით ადრე გამოქვეყნებულ კვლევაში 15-პროცენტიანი მხარდაჭერა გვქონდა.
ბუნებრივია, CRRC-ი ჩვენი ნდობის ეტალონი ნამდვილად ვერ იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ მალევე გვექნება დეტალური განხილვა მსგავსი საკითხების და ისინი ამბობენ, რომ თუ ამ მიმართულებით არის ხარვეზები, ვიმსჯელოთ, თუნდაც ვიკამათოთ და გადაჭრის გზებზეც ვისაუბროთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თავის მხრივ, ლორა თორნტონმა აღნიშნა, რომ CRRC-საქართველო NDI-ის მხრიდან სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, კონსტრუქციული და საინტერესო შეხვედრა, ღიად და გულწრფელად ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის იმ წუხილსა და კითხვებზე, რომელიც ბატონ მამუკას ჰქონდა ჩვენს კვლევებთან დაკავშირებით.
შევთანხმდით, რომ უფრო დეტალურად და სიღრმეებში განვაგრძობთ ამ საკითხებზე საუბარს.
ასევე ვისაუბრეთ იმ ზოგად სირთულეზე, შეცდომებსა თუ გაუგებრობებზე, რაც ხშირ შემთხვევაში ახლავს ხოლმე კვლევების მეთოდოლოგიას. ჩვენ განვაგრძობთ ბატონ მამუკასთან და მის გუნდთან ახლო თანამშრომლობას.
ასევე ვისაუბრეთ ჩვენ კვლევით პარტნიორზე, CRRC-საქართველოზე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ CRRC-საქართველო NDI-ის მხრიდან სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას. ამასთან, კითხვაზე „ხვალ რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 56%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, 39%-მა იცის, ხოლო 3%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას.
ყველა სიახლე

11 ივლისი 2025, 15:11
მსოფლიო
რუბიო აცხადებს, რომ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრის შანსები მაღალია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მალაიზიაში ჩინელ კოლეგასთან პირველი პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, შედგება სამიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის.

11 ივლისი 2025, 15:05
ეკონომიკა
ეკატერინე გალდავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ გლობალური გადახდების კვირეულში მიიღო მონაწილეობა
ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები და გადახდების სისტემების ექსპერტები. გაიმართა დისკუსია გადახდების სფეროში გლობალურ ტენდენციებსა და მიმდინარე გამოწვევებზე.

11 ივლისი 2025, 15:03
მსოფლიო
მარკო რუბიო კუალა-ლუმპურში შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პარასკევს კუალა-ლუმპურში შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 14:47
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული
11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

11 ივლისი 2025, 14:45
რეგიონი
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღება განახლდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განხილვის შედეგად, იმ განმცხადებლებს, რომელთა განაცხადები პროგრამის კრიტერიუმებთან იყო შეუსაბამო უარი ეცნობათ.

11 ივლისი 2025, 14:44
ეკონომიკა
ლევან მუხუზლა: წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა
„წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. პირველ რიგში ეს არის იმ ბაზრებზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფირებას. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც აქტიურად ვიყენებთ, ეს არის იქაური ჯგუფების გამასპინძლება, სტუმრობა საქართველოში. ისინი ადგილზე ეცნობიან ქართული ღვინის კულტურას, ქართულ უნიკალურ ტექნოლოგიებს. ეს ჯგუფები შედგება სპეციალისტებისგან, იმპორტიორებისგან, რომლებიც შემდგომში ქართული ღვინის რეალიზაციას ახდენენ“, - აღნიშნა მუხუზლამ.

11 ივლისი 2025, 14:42
რეგიონი
ბექა ვაჭარაძე: ახალი ბრენდინგით ფოთი გპირდებათ მემკვიდრეობაზე აგებულ ახალ ენერგიას - ქალაქს, რომელიც მოძრაობს, ვითარდება და აერთიანებს საზღვაო ძალას კულტურულ უნიკალურობასთან
ქალაქ ფოთისთვის შეიქმნა ვიზუალური იდენტობის ახალი მოდელი, რომელიც ფართო საზოგადოებას ოფიციალურად ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ წარუდგინა.

11 ივლისი 2025, 14:41
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან. კამპანიები, რომლებიც მათსავე ტელევიზიებში მიმდინარეობს, სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე მათი იმიჯი გამოსწორდეს
მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი პატრონების დავალებით მიმდინარეობს.

11 ივლისი 2025, 14:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გარე აქტორები ცდილობენ, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახლა ეს სპექტაკლი მიმდინარეობს
შიდა პაექრობა არის რა თქმა უნდა, შიდა კონკურენცია არსებობს; ოთხივე რადიკალურ პარტიას სურს, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე „დიფ სთეითის“ ფავორიტი იყოს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

11 ივლისი 2025, 14:34
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ი.ბ. (მისამართი: კლდიაშვილის ქ.18) ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.

11 ივლისი 2025, 14:28
მსოფლიო
Reuters: „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ათობით მებრძოლმა ჩრდილოეთ ერაყში გამართულ ცერემონიაზე იარაღის ჩაბარება დაიწყო
„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ათობით მებრძოლმა ჩრდილოეთ ერაყში გამართულ ცერემონიაზე იარაღის ჩაბარება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 14:28
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არჩევნების შემდგომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით სამართლებრივად აუცილებლად გაუქმდება. რაც შეეხება იმ თავისუფალ ველს, რომელიც მოცარიელდება, აუცილებლად შეივსება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებით
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდგომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პოლიტიკური ველიდან „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები სამართლებრივი საფუძვლით, პოლიტიკური ველიდან გაქრნენ.

11 ივლისი 2025, 14:28
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ლიეტუვაში დრონის შეფრენაზე: ჩვენ გვიბიძგებენ, რომ მეორე ფრონტი იყოს გახსნილი მაშინ, როდესაც თვითონ ერთი ხელნაკეთი აპარატის გადაფრენის დროს სად იმალებიან, კაცმა არ იცის
ჩვენ გვიბიძგებენ, რომ მეორე ფრონტი იყოს გახსნილი მაშინ, როდესაც თვითონ ერთი ხელნაკეთი აპარატის გადაფრენის დროს სად იმალებიან, კაცმა არ იცის, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ბელორუსიდან დრონის შეფრენის შემდეგ ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერები თავშესაფარში გადაიყვანეს.

11 ივლისი 2025, 14:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ლიეტუვის ხელისუფლებაზე: როგორც ამბობენ, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, მაგრამ როგორც კი პატარა ჩიტუნას მაგვარი ხელნაკეთი აპარატი შეფრინდება, ამ ქვეყნების მთელი ხელისუფლება ბუნკერებში იმალება
როგორც ამბობენ, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირო, მაგრამ როგორც კი პატარა ჩიტუნას მაგვარი ხელნაკეთი აპარატი შეფრინდება, ამ ქვეყნების მთელი ხელისუფლება ბუნკერებში იმალება,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერების ბუნკერებში ჩაყვანასთან დაკავშირებით.

11 ივლისი 2025, 14:21
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ასეთი რაღაცები რომ არ მოუხდეს ლიეტუვას, ბალტიისპირა ქვეყნებს, რომ არ დაიმალონ და თავშესაფარში არ გაიქცნენ, დაე საქართველოში იყოს მეორე ფრონტი. ეს არის მათი ვაჟკაცობა, პატრიოტიზმი და ევროპული ღირებულება
ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ სამხედრო დაპირისპირება გამოვუცხადოთ რუსეთის ფედერაციას, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნფორმაციას იმის შესახებ, რომ ბელორუსიდან დრონის შეფრენის შემდეგ ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერები თავშესაფარში გადაიყვანეს.

11 ივლისი 2025, 14:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე საბა ჯიქიაზე: სიმართლე ის არის, რომ ეს კონკრეტული ადამიანი თავს დაესხა პოლიციელებს და ახლა ხდება გადაფარვა იმით, რომ თითქოს კადრები იყო რამენაირად გაყალბებული, მის ქმედებებზე საუბარი საერთოდ მინავლებულია
მის ქმედებებზე საუბარი საერთოდ მინავლებულია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საბა ჯიქიას შესახებ, რომელსაც სამართალდამცველზე თავდასხმისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.

11 ივლისი 2025, 14:15
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი საბა ჯიქიას საქმეზე: პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტყუილებით ცდილობენ იმ პირთა მართლებას, ვინც ძალმომრეობას ეწეოდა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციის დროს
პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტყუილებით ცდილობენ იმ პირთა მართლებას, ვინც ძალმომრეობას ეწეოდა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციის დროს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საბა ჯიქიას საქმეზე და მასში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე საუბრისას.

11 ივლისი 2025, 14:14
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი 11-12 ივლისს სამუშაო ვიზიტით იმყოფება ხორვატიაში, სადაც ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით, დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმში მონაწილეობს.

11 ივლისი 2025, 14:11
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშივილი: ეს კადრები რომ იწვევდეს ეჭვს, აქამდე ათჯერ ექნებოდათ ექსპერტიზაზე გაგზავნილი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საბა ჯიქიას დანა ეჭირა ხელში და პოლიციელს თავს დაესხა
დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში, კონკრეტული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ტელეკომპანია „იმედის“ მისამართით, თითქოს არხმა ვიდეო, რომელშიც საბა ჯიქია ფიგურირებს, ფალსიფიცირებულია და ის კადრი, სადაც მას დანა უჭირავს, მონტაჟია.

11 ივლისი 2025, 14:04
სამართალი
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურას გაეცნო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, მოადგილესთან, მარიამ ტაბატაძესთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს ეწვია, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამსახურის თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.