imedi /  18 იანვარი 2020, 08:47 / სანდო წყარო

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ეპიცენტრისაქართველოს საზღვრიდან 16 კილომეტრში მდებარეობდა, მიწისძვრა კი 7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. შესაძლო ნგრევისა ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2020, 13:50

მსოფლიო

პეტიციას ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით 15 მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი

„ვცდილობთ მინეაპოლისის მერის, ჯეიკობ ფრეის და ოლქის პროკურორის, მაიკ ფრიმენის ყურადღება მივიქციოთ და ვთხოვოთ გაათავისუფლონ ამ ამაზრზენ ისტორიაში მონაწილე ოფიცრები და დაუყოვნებლივ წაუყენონ ბრალდება“, - ნათქვამია პეტიციაში.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 13:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ აქამდე პროგრამაში 100-მდე დარგი იყო, ახლა პრაქტიკულად ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება.

სოფელ ფარიზში გზის მოწყობა

04 ივნისი 2020, 13:38

რეგიონი

სოფელ ფარიზში ასფალტო-ბეტონის გზის დაგების და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი

04 ივნისი 2020, 13:32

COVID19

ჯასტინ მაკკენზი სმიტი: ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლასა და უსაფრთხო მსოფლიოს შენებაში საქართველო აქტიური პარტნიორია

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მონაწილეობას ვაქცინაციის გლობალურ სამიტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი მასპინძლობს. ამის შესახებ დიპლომატი Twitter-ზე წერს.

ლი ჩჟე იონი

04 ივნისი 2020, 13:26

მსოფლიო

სამხრეთ კორეის პროკურატურამ Samsung-ის ხელმძღვანელის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ კორეის პროკურატურამ კომპანია Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ფაქტობრივი მმართველის, ლი ჩჟე იონისა და კიდევ ორი ყოფილი ტოპმენეჯერის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ კვაჭაძე

04 ივნისი 2020, 13:26

სამართალი

ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განცხადა. მისივე თქმით, ორივე პაციენტი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას. “ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იყო მოყვანილი ორი პაციენტი სხეულის სხვადახვა უბნის ჭრილობებით. ორივე მათგანს ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული წესით დამუშავება საოპერაციო ბლოკში. ორივე მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, აგრძელებენ სტაციონარულ პირობებში მკურნალობას. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

კოკაინი მანქანა ტეხასი

04 ივნისი 2020, 13:26

მსოფლიო

ტეხასში კაცმა აუქციონზე ნაყიდ ავტომობილში თითქმის 35 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა

კაცმა ნარკოტიკული ნივთიერებით სავსე 17 შეკვრა მანქანის საიდუმლო განყოფილებაში აღმოაჩინა და მომხდარის შესახებ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ძაღლის დახმარებით ავტომობილში დამალული კიდევ 17 შეკვრა აღმოაჩინეს.

მიტროპოლიტი შიო

04 ივნისი 2020, 13:24

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს დავით გარეჯელს და გვაქვს სურვილი, ეს ვითარება გამოსწორდეს

დღეს 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გარეჯობა აღინიშნება. სამონასტრო კომპლექსში იმყოფება პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელმაც მამა დავით გარეჯელის მიერ დაარსებულ ლავრაში პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ მამა დავით გარეჯელის ღვაწლზე ისაუბრა, და ქადაგების ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის საკითხსაც შეეხო.

რომან გოლოვჩენკო

04 ივნისი 2020, 13:15

მსოფლიო

ბელარუსის პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დაინიშნა

მანამდე გოლოვჩენკო სამხედრო-სამრეწველო სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ნიკოლაი სნოპკოვმა დაიკავა, მისი წინამორბედი დმიტრი კრუტოი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა.

ფოტო: Shutterstock

04 ივნისი 2020, 13:12

მსოფლიო

ჩინეთში სკოლის დარაჯმა 39 ადამიანი დანით დაჭრა

სამხრეთ ჩინეთში, ვანფუს ოლქის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში დანით შეიარაღებულმა სკოლის დარაჯმა 39 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ Globaltimes წერს. დაშავებულია 37 მოსწავლე და 2 მასწავლებელი. ორი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 50 წლის თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 13:08

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერებთან ერთად ვმუშაობთ

ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, კრიზისად გამომდინარე, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრმა დაკარგა შემოსავალი და ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 13:08

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს

შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს. იმედი მაქვს, რომ რეცესიის გადალახვის პირველ ნიშნებს ამ დროისთვის გლობალური ეკონომიკაც გამოავლენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021 წელს ყველა პრობლემა დასრულდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები

04 ივნისი 2020, 12:56

სამართალი

მაისში გამოვლენილი უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტიდან 9 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 41 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 12:55

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კოვიდ-19-თან დაკავშირებით სამეზობლოში შექმნილი ვითარების გამო გაუარესდა

როდესაც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ გააუარესა პროგნოზი მინუს 4%-დან მინუს 5,5-ზე, ეს ახსნეს იმით, რომ მათ სჯერათ, რომ საქართველო მალე ამოქაჩავს ეკონომიკას, მაგრამ სამეზობლოში შექმნილი კოვიდ-19-თან დაკავშირებით არაკეთილსაიმედო ვითარების გამო დაგვიმძიმდა პროგნოზი ჩვენც, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე

04 ივნისი 2020, 12:55

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ოპოზიციას მაჟორიტარობის კანდიდატების საკითხზე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

„განსაკუთრებით თბილისში, ვფიქრობ, რომ უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები. ცხოვრებაში არასოდეს მიბრძოლია რაღაც პოზიციისთვის და რაღაც თანამდებობისთვის. მით უმეტეს მაჟორიტარული ოლქის საპარლამენტო მანდატისთვის, რომელსაც ჩემთვის საერთოდ ინტერესი არ აქვს. პრემიერობის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ეს თემა ამ ეტაპზე დახურულია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი პოზიცია, მაგრამ შეთანხმებულად, გუნდურად, საერთო ინტერესიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 12:50

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ფრონტერას“ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

ბიუჯეტის ცვლილებებზე მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რომელიც ანტიკრიზიული გეგმის ფარგლებში დაიწყო.

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 12:45

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: 9 კლინიკის ღია წერილში წაყენებული ბრალდებები მიუღებელი და უსაფუძვლოა

ამ ცხრა კლინიკასთან, გვაქვს ინტენსიური სამუშაო რეჟიმი. როდესაც ისინი ამ სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტსა და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით, ეს არ აისახება ეფექტურად იმ გატარებულ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეებისთვის -ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წერილში წაყენებული ბრალდებები, მისთვის მიუღებელია.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 12:42

ეკონომიკა

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ერთვებიან

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ერთვებიან, რის გამოც კიდევ დამატებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთლიანობაში საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 12:42

პოლიტიკა

ნათია თურნავას თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის უკან ოპოზიცია დგას

„ამის უკან რა თქმა უნდა, დგანან ოპოზიციური ძალები, ვინც ახლა თავს, მე მგონი ცოტა თამაშ გარედ გრძნობს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და მოსახლეობის ძირითადი ინტერესი არის მთავრობის მიმართ და მხარდაჭერა ჩანს ყველა რეიტინგის მიხედვით. ასეთი ბოროტი სპეკულაციებით, რომლებსაც სამწუხაროდ მედიასაშუალებები იტაცებენ, ცდილობენ, რომ რაღაც ყურადღების გადატანა მოხდეს ამაზე. მე მგონი მოსახლეობას ეს ნაკლებად აინტერესებს და ტყუილად ვხარჯავთ ახლა ჩემს და თქვენს დროს “, - განაცხადა მინისტრმა.

04 ივნისი 2020, 12:40

COVID19

ავიაკომპანია Lion Air-მა განახლებული ფრენები შეაჩერა იმის გამო, რომ მგზავრები კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებს არ იცავდნენ

ინდონეზიური ავიაკომპანია Lion Air-ი, რომელმაც ფრენები რამდენიმე კვირის წინ განაახლა, იძულებული გახდა ფრენები შეეჩერებინა იმის გამო, რომ მგზავრები კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებს არ იცავდნენ.