imedi /  28 თებერვალი 2020, 23:32 / სანდო წყარო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 23:15 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ონიდან 8 კილომეტრში, სოფელი ბაჯიხევში მდებარეობდა.

ყველა სიახლე

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

01 აპრილი 2020, 13:37

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო ცენტრში შემოყვანამდე მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ინფიცირებულთა შორისაა თერჯოლის მკვიდრი, ახალგაზრდა კაცი, რომლის პირველწყაროსა და კონტაქტების გამოსავლენად ღრმა კვლევა მიმდინარეობს.

01 აპრილი 2020, 13:36

სპორტი

გიორგი მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” ლეგიონერების ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას” ლეგიონერების ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ამ გუნდის შემადგენლობაში 2016 წლიდან ასპარეზობს და 106 შეხვედრაში მის ანგარიშზე 21 გოლია, რითაც „ვისლას” ლეგიონერებს შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, - ინფორმაცია ამის შესახებ გუნდმა საკუთარ facebook გვერდზე გაავრცელა. კორონავირუსის პანდემიის გამო, პოლონეთის ჩემპიონატი შეჩერებულია.

01 აპრილი 2020, 13:34

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროში COVID19-ს მართვის ასპექტებზე სამი საბჭო მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტროში COVID19-ის ტექნიკური საკითხების თემაზე კონსულტაციის მიზნებისთვის სამი საბჭო მუშაობს, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნია

01 აპრილი 2020, 13:25

COVID19

მთავრობამ ახლებურად განსაზღვრა იმ პაციენტთა კატეგორია, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

„ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე განსაზღვრავს იმ მეთოდებს, რა მეთოდით უნდა ჩატარდეს ტესტირება ამა თუ იმ ჯგუფში. რა თქმა უნდა, ოქროს სტანდარტი კვლავაც რჩება PCR მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი. ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

01 აპრილი 2020, 13:23

რეგიონი

მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონით დადგენილი შეღავათებით კიდევ 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონით დადგენილი შეღავათებით კიდევ 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების სპეთისა და ჭალოვანის და ქარელის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების დვანისა და კნოლევის 4,500-მდე მოსახლე დღეიდან შეძლებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათების მიღებას.

კორონავირუსი

01 აპრილი 2020, 13:14

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მთლიანობაში საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი - 5783.

თამარ გაბუნია

01 აპრილი 2020, 13:12

COVID19

თამარ გაბუნია: ონლაინ კლინიკა გვაძლევს იმის საშულებას, რომ პაციენტი მაქსიმალურად დავიცვათ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან

ე. წ. ონლაინ კლინიკა, რომელიც უკვე 24 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების ბაზაზე გაიმართა - არის 15 თბილისში და დანარჩენი რეგიონებში: მათ შორის ბათუმში, სადაც არის 2 ასეთი ონლაინ კლინიკა, ასევე ქუთაისშიც 2, მცხეთაში, გურჯაანში, რომელიც კახეთის რეგიონს და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება და ასევე რუსთავში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

01 აპრილი 2020, 13:07

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ცხელების ცენტრად გადაკეთდა

„კლინიკის გადაკეთება ფუნქციურად ცხელების ცენტრად მოხდა 28 მარტს, ბრძანებით. სხვა პაციენტების, ზოგადი სომატური პაციენტების მიღება ჩვენთან შეჩერებულია. ვიღებთ მხოლოდ დაუზუსტებელი ცხელების მქონე პაციენტებს. ხდება მათი გამოკვლევა და პასუხების მიხედვით - ჰოსპიტალიზაცია, ან თვითიზოლაციაში გაშვება. რაც შეეხება რესურს, კლინიკას აქვს 97 საწოლი, მათგან 19 ხელოვნური სუნთქვის აპარატია, 25 საწოლია რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკა სრულადაა აღჭურვილი და მზადაა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად“, - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, კახა ბეროზაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას.

ჰაკერი

01 აპრილი 2020, 12:58

ტექნოლოგიები

ჰაკერებმა სასტუმროთა ქსელ Marriot-ის მილიონობით სტუმრის მონაცემები მოიპოვეს

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სასტუმროების კლიენტების მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს და 5.2 მილიონი სტუმრის პირადი მონაცემები მოიპოვეს. საუბარია ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონი ნომრები, მისამართები და მომსახურების სასურველი ენა.

მარნეულის საველე ჰოსპიტალი

01 აპრილი 2020, 12:56

COVID19

მარნეულის საველე ჰოსპიტალში 6 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„თერმოსკრინინგით ამ დროისთვის 92 000 ადამიანია შემოწმებული, დარჩა ქალაქი მარნეული და 4 ადმინისტრაციული ერთეული. ალბათ 2 დღეში ჩვენ თერმოსკრინინგის პირველ ეტაპს დავასრულებთ“, - აღნიშნა მარნეულის მერმა.

01 აპრილი 2020, 12:39

COVID19

ბათუმში კორონავირუსზე გამოკვლეულ 20 ადამიანს ინფექცია არ დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსზე 25 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან ოც პაციენტს COVID 19 არ დაუდასტურდა. ხუთის ანალიზის პასუხი კი დღის ბოლოს იქნება ცნობილი. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, პაციენტების უმრავლესობამ საეჭვო სიმპტომებით კლინიკას თვითდინებით მიმართა, ორი სარფის საბჟოდან გადაიყვანეს და ორიც თვითიზოლაციის რეჟიმიდან.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 12:33

COVID19

მთავრობა სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს იმ მოქალაქეების დასახმარებლად, ვინც სამსახური დაკარგა

„ჩვენ გვესმის, რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული ჩვენი იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგომ, რაც ამ იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი ასევე პირდაპირი დახმარებისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

01 აპრილი 2020, 12:27

COVID19

შიდა ქართლში რამდენიმე სიცხიანი პაციენტი ტემპერატურის მართვის დაწესებულებაშია გადაყვანილი

„რეგიონში გუშინდელმა ღამემ მშვიდობით ჩაიარა, მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ გამკაცრებულ პირობებს სრული გაგებით მოეკიდნენ. რამდენიმე მოქალაქესთან ტემპერატურა დაფიქსირდა, ყველა პაციენტის გადაყვანა მოხდა ტემპერატურის მართვის შესაბამის დაწესებულებაში და ამ დროისთვის არანაირი გართულება არ შეინიშნება“, - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

01 აპრილი 2020, 12:24

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომით რვა პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომით რვა პაციენტი მოათავსეს. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხებს ელოდებიან. მისი ინფორმაციით, მათთან პაციენტების ნაწილი კარანტინიდან, ნაწილი თვითიზოლაციიდან შევიდა. პაციენტთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

01 აპრილი 2020, 12:17

ეკონომიკა

ცნობილია მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს ფუნქციონირება არ ეზღუდებათ

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იმ მეწარმე სუბიექტების სია დაამტკიცა, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის 2020 წლის პირველი აპრილის 209-ე დადგენილებაში არის მოცემული.

01 აპრილი 2020, 12:08

საზოგადოება

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ჰქონდათ. ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას არ განახორციელებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.

საირმის საკარანტინო ზონა

01 აპრილი 2020, 12:02

COVID19

იმერეთში არსებული საირმის საკარანტინო ზონა კიდვ 34-მა ადამიანმა დატოვა

იმერეთში არსებული საირმის საკარანტინო ზონა კიდვ 34-მა ადამიანმა დატოვა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის თქმით, ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. „არ ველოდებოდი, რომ ასეთ კარგ პირობებში მოგვიწევდა კარანტინის გატარება. დიდი მადლობა ამისთვის სატუმროს პერსონალს, ორგანიზებულობისთვის თითოეულ წევრს. პატრულს, სამედიცინო პერსონალს, მთავრობას. მართლა გაოგნებული ვართ. უმაღლეს დონეზეა ყველაფერი ორგანიზებული“, - განაცხადა კარანტინის დატოვების შემდეგ მოქალაქე თამთა ცინცაძემ.

01 აპრილი 2020, 11:54

COVID19

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 11:49

COVID19

გიორგი გახარიამ მოსახლეობას ე.წ. კომენდანტის საათის პირობების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და განსაკუთრებით თბილისელებს გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ გუშინდელი დღის, განსაკუთრებით 21 საათის შემდგომ თბილისში და საერთოდ საქართველოს მასშტაბით ღონისძიებებს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული სწორად ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთოა. არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის. და პირველ რიგში ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ. პირველ რიგში ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა გახარიამ.

01 აპრილი 2020, 11:45

COVID19

ბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.