imedi /  20 იანვარი 2020, 17:39 / სანდო წყარო

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში 21-24 იანვარს შედგება.

გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb შეხვედრებს დაეთმობა. 

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში „New Ambitions for Europe”.

მთავრობის მეთაური ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების - „Uniting Europe” მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება. 

საქართველოს პრემიერმინისტრი ასევე ესტუმრება პრეზენტაციას - „Cool Kids on Blockchain“, რომელზეც წამყვანი შვეიცარული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Vault Wines-ი ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერმინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 13:29

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს, მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ

ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს. მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება ჩვეულებრივად და ძვირად შეუძლიათ, გაყიდონ, - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კახა კალაძე

17 ივლისი 2026, 13:27

პოლიტიკა

კახა კალაძე გვარამიას განცხადებაზე: ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც საჯაროდ გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა ტერიტორიები, გარდაცვლილია უამრავი ადამიანი და განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

დავით რუსია

17 ივლისი 2026, 13:25

ეკონომიკა

დავით რუსია: სებ-ის ახალი პლატფორმა სასარგებლოა როგორც საბანკო დაწესებულებებისთვის, ასევე მათი კლიენტებისთვის

„ინფორმაციის ასიმეტრიულობა, რაც მომხმარებლებისთვის ყველა ბანკში არსებულ განაკვეთებზე ინფორმაციის ფლობას ნიშნავს, გააადვილებს არჩევანს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მისცემს შესაძლებლობას ბანკთან მეტი მოლაპარაკების ბუფერი შეიძინონ და მოითხოვონ უკეთესი პირობები. თავის მხრივ კი საბანკო დაწესებულები შეძლებენ პორტალზე ინფორმაციის გადამოწმებას და თავიანთი კლიენტების უკეთესად დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმის შეფასებისას.

17 ივლისი 2026, 13:24

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 22 ფაქტი გამოავლინა

მასშტაბურად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთდროულად ჩატარდა ჩხრეკა 22 ლოკაციაზე, რა დროსაც ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და ვალუტის კონვერტაციისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი. ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.

კახა კალაძე

17 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ

„იმისთვის რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას განუცხადა და ამით გამოეხმაურა პოლიტიკური ტერორიზმის გააქტიურების საკითხზე აშშ-ში გამართულ მინისტერიალზე წამოჭრილ საკითხებს.

კახა კალაძე

17 ივლისი 2026, 13:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: ე.წ. რიყის დოქებს სხვაგან გადაიტანენ თუ რა სახის პროექტი განხორციელდება, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის

თბილისის მერიამ გასცა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა, ხოლო კერძო მესაკუთრე რა სახის ბიზნესსაქმიანობას აწარმოებს, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ე.წ. რიყის დოქების დამპროექტებლის, იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის ინტერვიუს საპასუხოდ.

17 ივლისი 2026, 13:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რიყის დოქებზე: ამ შენობაში შიგნით რომ შეხვიდე და გადარჩენის საშუალება მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა, შენობის მეპატრონეები მზად არიან, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა

ამ შენობაში შიგნით რომ შეხვიდე და გადარჩენის საშუალება რომ მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა, ყველა, ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ამ შენობასთან, ამბობდა, რომ ჯერ ერთი, უხარისხოდ არის ნაშენები, მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალზე გათვლილი და მერე მეორე, შეუძლებელი იყო მასში რაიმეს განთავსება, ან სჭირდებოდა ორი იმდენის დახარჯვა, რომ გაგრილების სისტემა ნორმალურ კონდიციამდე მიეყვანათ, - განაცხადა საელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ რიყის დოქებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

17 ივლისი 2026, 13:11

საზოგადოება

დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

„დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი დავასრულეთ. ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო ძალიან კარგი პარკი. დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ბავშვებისთვის შესაბამისი ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ცალკე გამოიყო დამოუკიდებელი სივრცე ძაღლებისთვის, რათა პარკში მყოფ მოქალაქეებს არ შეექმნათ დისკომფორტი. ძალიან სასიამოვნო გარენო შეიქმნა. ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და, პირველ რიგში, აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ სივრცე, სადაც შეძლებენ დასვენებას, განტვირთვას, ვარჯიშს. ჩვენ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ, რადგან მწვანე სივრცეები, რეკრეაციული არეალები ჩვენს ქალაქს ძალიან უხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 13:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა

შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

17 ივლისი 2026, 12:58

მსოფლიო

მედია: საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი განხილული წინადადება ითვალისწინებს საბერძნეთის მიერ რაკეტების ნორვეგიისთვის მიყიდვას, რომელიც შემდეგ მათ უკრაინას მიაწვდის. ამასთან, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ათენს არ გამოუხატავს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ამაზე დადებითად რეაგირებას გეგმავს.

17 ივლისი 2026, 12:54

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

17 ივლისი 2026, 12:50

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 12:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან

ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 12:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები - სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები

ევროპა და ევროპული ევროკრატია არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ უკვე ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კარგად გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე მიმდინარე პერიოდში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

17 ივლისი 2026, 12:41

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებებით ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 12:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის, საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება

საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებუl როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2026, 12:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან, ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თურქმენეთთან, რომელთანაც 24-მდე სხვადასხვა მნიშვნელოვან დოკუმენტს, მემორანდუმს მოეწერა ხელი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

17 ივლისი 2026, 12:12

საზოგადოება

მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა - სამსახურმა რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობების პროცესი და 40 ჰექტრამდე ტერიტორიის მიტაცების მცდელობა საწყის ეტაპზევე აღკვეთა.

სერდარ ბერდიმუჰამედოვი

17 ივლისი 2026, 12:04

პოლიტიკა

სერდარ ბერდიმუჰამედოვი: ძალიან კმაყოფილნი ვართ შედეგებით, რაც მიღწეული იქნა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად, იმედი გვაქვს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მინდა, გისურვოთ საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება

თურქმენი და ქართველი ხალხი ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია, რაც დაკავშირებულნი არიან. მათ ისტორიული კავშირები გააჩნიათ და ეს კავშირები უკვე ახალ კონტექსტში გადადის, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

17 ივლისი 2026, 12:04

მსოფლიო

კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

ადამიანებს ისევ უჭირავთ პლაკატები წარწერებით და სკანდირებენ: „დეპუტატებო, სამსახურში!“, „ფედოროვი თავდაცვის მინისტრია!“, „სირსკი გადადგეს!“.