სტეფ ბლოკი: ველით, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
დავით ზალკალიანი
სტეფ ბლოკი
ფოტო: სტოპკადრი ვიდეოდან
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფ ბლოკის განცხადებით, საქართველო უსაფრთხოების კუთხნით მნიშვნელოვანი ქვეყანაა და სტაბილურობის ფაქტორია არამდგრად რეგიონში ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიულობა.
„რაც შეეხება რეფორმებს, საქართველო გახდა მაგალითი და რა თქმა უნდა, მაღალ მოლოდინებს გვიქმნის სტანდარტების. ჩვენ ველოდებით თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია მხარეებმა შეინარჩუნონ ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი. ეს იქნება იმის გარანტი, რომ საქართველო გაძლიერდება, როგორც დემოკრატია და როგორც ერი. ნიდერლანდები საქართველოს მოკავშირე იქნება, როგორც რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე პროექტების მიმართულებით, რომლებიც ხორციელდება“, - განაცხადა სტეფ ბლოკმა.
სტეფ ბლოკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული. ის უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
ყველა სიახლე
19 აგვისტო 2026, 16:48
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადებაზე: ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს- ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, კლასიკური მეხუთე კოლონა, რომლისთვისაც საქართველოს ომის ცეცხლში გახვევა და ნანგრევებად ქცევა არა ტრაგედია, არამედ სანატრელი მიზანია
რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა: „ქართული ნავთობტერმინალები სამხედრო სამიზნეებია უკრაინისთვის. ჩვენს ნავთობტერმინალებზე უკრაინული ჩიტები რომ მოფრინდებიან, შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით- „იბაწ“.
19 აგვისტო 2026, 16:44
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა უზრუნველვყოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა
2026 წლის მეორე კვარტალში, ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად, შრომის ბაზრის კუთხით პოზიტიური დინამიკა გრძელდება, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
19 აგვისტო 2026, 16:39
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან
ვიცე-პრემიერმა ყურადღება დაუთმო, კორუფციული დანაშაულის შედეგად, წინა წლებში რეგიონებში დაგროვილ პრობლემებს და აღნიშნა, რომ დროულად და ხარისხიანად უნდა დასრულდეს ყველა ის პროექტი, რომლებიც რეგიონებშია დაწყებული.
19 აგვისტო 2026, 16:23
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს ფაქტორინგული პლატფორმების საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების პროცესში ჩართვას სთავაზობს
კანონის თანახმად, ფაქტორინგის მხარეს წარმოადგენენ სებ-ის რეგულირებული სუბიექტები - კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ფაქტორინგული კომპანიები. რაც შეეხება ფაქტორინგულ გარიგებებს, ისინი უნდა შესრულდეს ასევე სებ-ის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული ფაქტორინგული პლატფორმის მიერ.
19 აგვისტო 2026, 16:13
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს
ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ, ბედნიერ ცხოვრებას, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბახმაროში, სადაც ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო.
19 აგვისტო 2026, 16:03
რეგიონი
რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დასტური - არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის დარბაზში თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა
არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მეოთხე დარბაზში თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა.
19 აგვისტო 2026, 15:57
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე გიორგი ახობაძის პოსტზე: ვის ინტერესებსაც, საბოლოო ჯამში, შედეგობრივად ატარებენ, სამიზნეებს ურჩევენ და ეს სამიზნეები არის ქართული; ამაზე ოცნებობენ წლების განმავლობაში - ბომბების წვიმა, ომის დაწყება და ასე შემდეგ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ ქართული ნავთობტერმინალები უკვე უკრაინისთვის სამხედრო სამიზნეებია.
19 აგვისტო 2026, 15:56
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების კეთილსინდისიერებით, ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს
ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების კეთილსინდისიერებით, ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ კითხვის პასუხად, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ადამიანები, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
19 აგვისტო 2026, 15:54
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც ცდილობს უხარისხობის, დაგვიანებისა და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებლის მიღებას, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული
მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომლებიც ცდილობენ უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
19 აგვისტო 2026, 15:36
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა, როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იყო, არის და იქნება
პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, ამისათვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
19 აგვისტო 2026, 15:32
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, სოფელ ნაგების ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, სოფელ ნაგების მცხოვრებლებს შეხვდა
19 აგვისტო 2026, 15:29
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც
საგარეო ვაჭრობის კუთხით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
19 აგვისტო 2026, 15:23
მსოფლიო
უკრაინაში თავდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას კიევში ფედოროვის მომხრეთა პროტესტი მოჰყვა
ამავდროულად, რადის შენობასთან თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება. მომიტინგეები ამ უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის დაბრუნებას მოითხოვენ. DW-ს კორესპონდენტის შეფასებით, 19 აგვისტოს კიევში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 100 ადამიანი გავიდა.
19 აგვისტო 2026, 15:14
რეგიონი
ბახმაროს თასი 2026 - ბახმაროში ტრადიციული დოღი მიმდინარეობს
ბახმაროს თასი 2026 - ბახმაროში ტრადიციული დოღი მიმდინარეობს. დოღის გარდა დღეს დაგეგმილია სპორტული აქტივობები მკლავჭიდსა და ჭიდაობაში.
19 აგვისტო 2026, 15:05
პოლიტიკა
გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით
ქართული ნავთობტერმინალები სამხედრო სამიზნეებია უკვე უკრაინისთვის. ეს მაინც რომ ვიცოდეთ, დიდი აფეთქებების ხმას თუ გავიგებთ, არ გაგვიკვირდეს. ომს ექაჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე ეს ფულზე გახამებული პარაზიტები, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციის აქტივისტი გიორგი ახობაძე.
19 აგვისტო 2026, 15:03
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით, როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას
„2026 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და ზრდა გვიფიქსირდება როგორც ნავსადგურებში, ასევე რკინიგზასა და ავიაციაში“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
19 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
ზელენსკიმ გაათავისუფლა თავისი ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელთანაც დღეს სავარაუდოდ ჩხრეკა ჩატარდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა მუდრაია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მეთაურმა მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ცნობები უკრაინის ანტიკორუფციული უწყებების მიერ რადის დეპუტატებისა და ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ.
19 აგვისტო 2026, 14:32
საზოგადოება
პატრიარქი: უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა
უფალმა მოგვცა რწმენა როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა, - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ სამთავროს დედათა მონასტერში ქადაგებისას.
19 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
აზერბაიჯანი CNN-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
„მოვითხოვთ CNN-ისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას ეთიკისა და ჟურნალისტური პროფესიონალიზმის პრინციპების საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებით, უარყოს აღნიშნული ცნობა და ბოდიში მოუხადოს აზერბაიჯანს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
19 აგვისტო 2026, 14:20
მსოფლიო
ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მოიგო
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები მან მოიგო. მისი განმარტებით, მოსახლეობის აღწერის ბიურომ ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებისას ხარვეზები აღმოაჩინა. შემოწმებულია მხოლოდ ნაწილი და უკვე დადგინდა რომ 24 ათასზე მეტი ამომრჩეველი ამერიკის მოქალაქე არ იყო.


