imedi /  22 იანვარი 2020, 22:21 / სანდო წყარო

ჯაღმაიძემ განმარტა რატომ აუკრძალეს ანდრია სარიას მღვდელმსახურება

ანდრია ჯაღმაიძე

ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა მიზეზები, რატომო აუკრძალეს მღვდელმსახურება მღვდელ ანდრია სარიას, ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.  

„იმის გამო, რომ მღვდელმა ანდრია სარიამ შენიშვნა არ გაითვალისწინა, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

შეკითხვაზე, რომელი განცხადება დაედო საფუძვლად პატრიარქის ბრძანებას, ჯაღმაიძე პასუხობს: „ბოლო დროის მის განცხადებებს გადახედეთ და იქ არის ასეთი გამონათქვამები:

„საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე“; „პატრიარქის გარემოცვა ბანდაა“; „საპატრიარქო სახელმწიფოსთან ერთად არის ერთ-ერთი სადამსჯელო ორგანიზაცია“ და მსგავსი განცხდებები“.

ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც პატრიარქი არ იმყოფება თბილისში?

„გადაწყვეტილება მიიღო პატრიარქმა და საპატრიარქო ამზადებს ბრძანებას, რომელსაც უთანხმებს პატრიარქს და მისი ფაქსიმილიით მზადდება ეს ბრძანება. არის ხალხის კატეგორია, რომელიც, როცა აწყობს, ამბობს, რომ პატრიარქი იღებს პრეზიდენტზე უპირატეს გადაწყვეტილებას შეწყალება-არშეწყალებაზე, რაც მამალაძის შემთხვევაში მოვისმინეთ, ხოლო, როცა ააწყობთ, ამბობს, რომ პატრიარქმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება სარიასთან დაკავშირებით“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

ანდრია სარია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, რაზეც ჯაღმაიძე პასუხობს: „ჩემი აზრით, სანამ საჯაროდ გააკეთებდა ამხელა განცხადებებს, მანამდე უნდა ეზრუნა ამაზე, რომ პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა არ ვიცი პატრიარქი, რას გადაწყვეტს“. მისი თქმით, პატრიარქის გულმოწყალების ნიმუშია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ანდრია სარიას ბევრი შესაძლებლობა ეძლეოდა იმისთვის, რომ მოენანიებინა.

„ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს გაცილებით მძიმე გადაწყვეტილების მიღების, განკვეთის საშუალებასაც იძლევა. ამ ფონზე ეს არის კიდევ ერთი შეღავათიანი გადაწყვეტილება“, - თქვა ჯაღმაიძემ.

მღვდელმსახურების შეზღუდვა გულისხმობს იმას, რომ ის ვერ წირავს, ვერ ჩაიბარებს აღსარებას და სხვა საიდუმლო მსახურებას ვერ შეასრულებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. 

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო.

ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე,  კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 19:28

პოლიტიკა

თბილისის ვიცე-მერი ლონდონის მერის მოადგილეს შეხვდა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება.

06 დეკემბერი 2023, 19:12

მსოფლიო

უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას

უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 18:48

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ილჰამ ალიევი

06 დეკემბერი 2023, 18:41

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 18:36

ეკონომიკა

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკო-სისტემის ხელშეწყობის დამატებითი პროექტები განხორციელდება

გერმანიის და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) შეფასების მისიის ხელმძღვანელმა ტერეზა გეიპელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შემდგომი თანამშრომლობის შესახებ საგრანტო კომპონენტის მიმართულებით. დოკუმენტით განისაზღვრება თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და KfW - ს შორის INNOVATION4JOBS პროექტის ფარგლებში, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 18:29

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გვინდა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება თანაბრად შეეხოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა, ყველას მოვუწოდებთ, რომ საქართველოს საკითხი რაიმე სხვა საკითხის მძევალი არ გახადონ

ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ის საკითხი, რაზეც ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ სტატუსი მიენიჭოს საქართველოს, არ გახდეს მსხვერპლი სხვა საკითხების, რაზეც ევროკავშირში შეთანხმება ჯერ არ არსებობს. თუ შარშან შესაძლებელი იყო საკითხების განცალკევება, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს წელსაც, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

დიმიტრი ხუნდაძე

06 დეკემბერი 2023, 18:27

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ფაქტი ერთია, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახა, რომ თავიდანვე წაგებულ ომში ჩართვას გვაიძულებდნენ - ამისთვის გვიწყობდნენ რევოლუციას

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, საქართველო დამანგრეველი თამაშის მონაწილე არ გახდა.

06 დეკემბერი 2023, 18:23

საზოგადოება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს გარდაცვლილ 23 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბექა ოდიშარია

06 დეკემბერი 2023, 18:17

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: სამართალი ურმით დადის და დარწმუნებული ვარ 15 დეკემბერს ჩვენ იმ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც ვიმსახურებთ

საქართველო ყოველთვის წინ იყო პარტნიორ ქვეყნებზე, რომელსაც ერთ კალათაში მოიაზრებდა საერთაშორისო თანამეგობრობა. თუმცა, სამართალი ურმით დადის და დარწმუნებული ვარ 15 დეკემბერს ჩვენ იმ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც ვიმსახურებთ, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ბორის პისტორიუსი

06 დეკემბერი 2023, 18:17

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც შეგვიძლია

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კიდევ ერთხელ უარყო ბრალდებები უკრაინისათვის არასაკმარისი დახმარების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი თავართქილაძე

06 დეკემბერი 2023, 18:08

საზოგადოება

ირაკლი თავართქილაძე: საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის დაწყებიდან დღემდე 3000 ოჯახზე მეტია დაკმაყოფილებული

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ „ქრონიკაში“ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამაზე ისაუბრა.

ბექა ოდიშარია

06 დეკემბერი 2023, 18:08

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის იმ კალაპოტში, რასაც ზეპარტიული პრეზიდენტი ჰქვია

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის იმ კალაპოტში, რასაც ზეპარტიული პრეზიდენტი ჰქვია. ის დისტანცირდება საკუთარი ამომრჩევლებისგან, მისი ყოფილი მხარდამჭერებისგან, რომლებიც ამ ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენენ, ვის ხარჯზეც მან არჩევნებში გაიმარჯვა, ვინც გაისარჯა და დღე-ღამე გაათენა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 დეკემბერი 2023, 17:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: კარგია, თუ ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებენ, „ნეტარ არიან მორწმუნენი“

ნეტარ არიან მორწმუნენი - კარგია, თუ მას [ლევან ხაბეიშვილს] და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" დაამარცხებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ბექა ოდიშარია

06 დეკემბერი 2023, 17:55

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ევროპელმა ლიდერებმა და ევროკავშირის სტრუქტურებმა უკვე დაუშვეს პრეცედენტი, როდესაც ერთ კალათაში მოაზრებული ტრიოს ქვეყნები უსამართლოდ დაშორიშორდნენ ერთმანეთს

ევროპელმა ლიდერებმა და ევროკავშირის სტრუქტურებმა უკვე დაუშვეს პრეცედენტი, როდესაც ერთ კალათაში მოაზრებული ტრიოს ქვეყნები უსამართლოდ დაშორიშორდნენ ერთმანეთს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აისახება ნეგატიურად საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე ის ფაქტი, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

06 დეკემბერი 2023, 17:54

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აკუსტიკური ხმაურის ნორმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის წესების გადახედვის თაობაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 დეკემბერი 2023, 17:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილები მივიღეთ. ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა საქართველოს როგორც ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირში წევრობას, ასევე ნატო-ში წევრობას

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ანგარიში წარვადგინეთ იმის, თუ რა გაკეთდა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მათ შორის როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და დემოკრატიზაციის რეფორმებით მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

06 დეკემბერი 2023, 17:50

საზოგადოება

გერმანიაში საქართველოს კულტურულ ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბერლინში, ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული საღამო მოეწყო. შეხვედრას გერმანიის 80-მდე წამყვანი ტუროპერატორი, ავიაკომპანიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB მენეჯერები დაესწრნენ. ღონისძიება ტურიზმის ადმინისტრაციისა და სააგენტო “ KPRN”-ის ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 17:50

კულტურა

„სვანეთის ხმები“ საიუბილეო კონცერტით დაიხურა

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე მურად ფირცხელანის, რუსლან სტეფლიანისა და გულვერ გერლიანის საიუბილეო საღამო გაიმართა.

პიტერ სიიარტო

06 დეკემბერი 2023, 17:47

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და დასაბუთებულია - არ შევცვლით პოზიციას რაიმე ზეწოლის ქვეშ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და დასაბუთებულია.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 17:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გახარიამ ღალატის გზა აირჩია - ადამიანს შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება, სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება

გახარიამ ღალატის გზა აირჩია - ადამიანს შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება, სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.