imedi /  24 იანვარი 2020, 09:17 / სანდო წყარო

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო

ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ცენტრი საქართველოსთვის ინოვაციურია - ასეთი მოდელის და ფუნქციების ორგანო საქართველოში დღემდე არასდროს ყოფილა.

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება იქნება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული და თანამედროვე გამოწვევების საპასუხო ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას. ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA) უკვე 5 წელია თანამშრომლობს.

საქართველოში ცენტრს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი − იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი უხელმძღვანელებს, ანგარიშვალდებული კი, ის ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან იქნება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელშიც სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები.

ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი ორი დანაყოფისაგან შედგება. მონაცემთა კვლევის დანაყოფის ამოცანაა ნარკოვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება, საკონსულტაციო დანაყოფის მიზანი კი, კვლევის დანაყოფის თემატური მხარდაჭერა და მისთვის კონსულტაციების გაწევაა. შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების თანამშრომლების მიღება იუსტიციის სამინისტროში 2020 წლის თებერვლიდან დაიწყება და მათი შერჩევა კონკურსის წესით 2020 წლის მარტამდე მოხდება.

ცენტრის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე მიიღო. ცენტრის დაფუძნება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაც არის გათვალისწინებული. მის ფუნქციონირებას ასევე ითვალისწინებს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნით საქართველო უზრუნველყოფს ნარკოვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას, მათ ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.

ყველა სიახლე

კეროლაინ ლევიტი

31 მარტი 2026, 03:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: თეთრი სახლი ჰორმუზის სრუტის გახსნას აშშ-ის ძირითად ამოცანებს შორის არ ასახელებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის მთავარ მიზნებს შორის არ დაასახელა, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

31 მარტი 2026, 03:07

მსოფლიო

Le Monde: საფრანგეთში, ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა. ვიდეო

ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა, რაც საფრანგეთის მთავრობამ „პოპულიზმად“ შეაფასა, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.

დონალდ ტრამპი უმცროსი

31 მარტი 2026, 02:44

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი უკრაინისთვის გაწეულ „დახმარებას“ „მასშტაბურ თაღლითობას“ უწოდებს და გამოძიებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელში უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს.

31 მარტი 2026, 02:09

მსოფლიო

The Times of Israel: ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში

ისრაელის პარლამენტმა 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მარტი 2026, 01:29

მსოფლიო

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებაა, რომ ნეთანიაჰუს ყოველთვის სურს ბალანსის დაცვა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაშინაც კი, როცა რუსეთი ირანს ეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორი წელია არ უსაუბრია და რომ „ისრაელის გადასაწყვეტია“, სურს თუ არა უკრაინასთან თანამშრომლობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მარტი 2026, 01:08

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს ირანში ხანგრძლივი ომი სურს - აშშ ფოკუსირებას ახლო აღმოსავლეთზე ახდენს და შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეამციროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანში ხანგრძლივი ომი რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი, ხოლო უკრაინისთვის ძალიან საზიანო იქნება.

კეროლაინ ლევიტი

31 მარტი 2026, 00:15

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 00:13

საზოგადოება

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა. კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

თამარ ტალიაშვილი
ჯიმ ბეარდი

31 მარტი 2026, 00:06

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ, ჯიმ ბეარდთან (R), რომელიც ინდიანას შტატს წარმოადგენს და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ასევე მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტების წევრია.

დან იორგენსენი

30 მარტი 2026, 23:46

მსოფლიო

POLITICO: ბრიუსელი აცხადებს, რომ ენერგორესურსების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ევროპელებმა მგზავრობის შემცირებაზე უნდა იფიქრონ

ევროკომისია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილონ ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში, რათა მოემზადონ ირანის ომის გამო ენერგომომარაგების მოსალოდნელი „ხანგრძლივი შეფერხებისთვის“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მარკო რუბიო

30 მარტი 2026, 23:30

მსოფლიო

რუბიო: თუ ნატო მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპა თავდასხმის შემთხვევაში, ხოლო ისინი უარს გვეუბნებიან ბაზების გამოყენების უფლებაზე მაშინ, როცა ეს ჩვენ გვჭირდება, მაშინ ეს არ არის მაინცდამაინც კარგი შეთანხმება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში არსებულ დისბალანსზე ისაუბრა და მიანიშნა, რომ თუ ევროპელი მოკავშირეები ამერიკისგან მხოლოდ დაცვას ელიან, მაგრამ სანაცვლოდ სტრატეგიულ მხარდაჭერას ზღუდავენ, ასეთი შეთანხმება ვაშინგტონისთვის მიუღებელი გახდება.

მარკო რუბიო

30 მარტი 2026, 23:08

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უპასუხა კრიტიკას, თითქოს ვაშინგტონი ნატოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

სვიმონ ჯანგულაშვილი

30 მარტი 2026, 23:04

პოლიტიკა

სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია

ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“.

თამარ ცაგარეიშვილი

30 მარტი 2026, 23:04

საზოგადოება

თამარ ცაგარეიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც ახლა მოდიან, პატრიარქის ნანატრ საქართველოს ააშენებენ

პატრიარქმა უდიდესი რამ დატოვა. ჩვენ თითქოს მის სიცოცხლეში ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ახლა ამოვიღე 2006 წელს მისი ეპისტოლე და იქიდან იწყებს ადამიანზე საუბარს და ამბობს, რომ მთავარი საუნჯე არის ადამიანი, - განაცხადა ჟურნალისტმა თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“

მარკო რუბიო

30 მარტი 2026, 22:59

მსოფლიო

რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს - ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალსა და წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობებზე განცხადება გააკეთა. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზე უნდა იყოს დაფუძნებული.

კახა მიქიაშვილი

30 მარტი 2026, 22:47

საზოგადოება

კახა მიქიაშვილი: თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა

თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა, - განაცხადა მსახიობმა, კახა მიქიაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“. მისივე თქმით, პატრიარქი იყო უკიდეგანოდ კულტურული.

30 მარტი 2026, 22:45

საზოგადოება

მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს. ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან უდგას ფაქიზი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი

მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, - ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.

ტარიელ ხარხელაური

30 მარტი 2026, 22:35

საზოგადოება

ტარიელ ხარხელაური: მე არ ვიყავი ეკლესიური. მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა

მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა, - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“ პატრიარქზე საუბრისას.

რობერტ ფიცო

30 მარტი 2026, 22:09

მსოფლიო

რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უარყო ევროკომისიის კრიტიკა დიზელის ფასებთან დაკავშირებით და ითხოვს კიევზე ზეწოლას ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით.

30 მარტი 2026, 21:49

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში ალან პერსელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.