06 მაისი 2020, 12:49 / სანდო წყარო

საქართველო ევროსაბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის წევრი გახდა

საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი ქვეყანა გახდა.

საქართველოს „პომპიდუ ჯგუფში“ გაწევრების შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

„პომპიდუ ჯგუფის“ წევრობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხდება იმ სიმბოლურ მომენტში, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას წარმატებულად ასრულებს“, − წერია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფში საქართველო 41-ე ქვეყანა იქნება. პლატფორმა აერთიანებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, პორტუგალია და სხვა ევროპული ქვეყნები. გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს „პომპიდუ ჯგუფთან“ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმართავდა. პროცესის წარმატებით დასრულება შედეგია იმ პოზიტიური ორმხრივი ურთიერთობებისა, რაც საქართველოსა და „პომპიდუ ჯგუფს“ შორის ჩამოყალიბდა.

2016 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფთან უფრო ინტენსიური გახდა. 2016-2018 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, „პომპიდუ ჯგუფთან“ ერთად, დაგეგმა და განახორციელა 5 მასშტაბური ღონისძიება, 2020 წელს კი, თბილისმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლის ორგანიზატორი, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, „პომპიდუ ჯგუფიც“ იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და „პომპიდუ ჯგუფის“ აღმასრულებელი მდივანი დენის ჰუბერი. ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფში საქართველოს გაწევრება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მისაღწევად გატარებულ რეფორმებს უკავშირდება, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელდა და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მათ შორისაა 2019 წელს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაფუძნებაც, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვაა. საქართველოს გაერთიანება „პომპიდუ ჯგუფში“ ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე გამოწვევების საპასუხო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტზე დამყარებული მიდგომების კიდევ უფრო განმტკიცებას.

ყველა სიახლე

31 მარტი 2026, 09:00

მსოფლიო

რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა „შაჰედის“ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას მოლდოვის მთავრობა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

მამა გიორგი ვაშალომიძე

31 მარტი 2026, 08:55

საზოგადოება

მამა გიორგი ვაშალომიძე: ძალიან ბევრი ადამიანი მობრძანდება, რათა პატივი მიაგოს პატრიარქის საფლავს. ეს ცხადი დასტურია მისი უწმინდესობის ძალიან დიდი ავტორიტეტისა

სიონის ტაძარში კვლავ ხალხის უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან, მოქალაქეებს ახლა უკვე მცირედი შეხება შეუძლიათ. ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

31 მარტი 2026, 08:47

პოლიტიკა

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავენ. განათლების კომიტეტის შემდეგ, საკითხი დასამტკიცებლად სესიაზე გავა.

31 მარტი 2026, 08:39

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 08:32

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ

ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს საქართველოსა და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მახაშვილი

31 მარტი 2026, 08:19

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: გეგმაზომიერად, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას აშშ-სთან. არაერთი სამუშაო პროცესი წარიმართა და კარგია, რომ ეს შეხვედრები ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ეს კომუნიკაცია მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას.

31 მარტი 2026, 08:10

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

31 მარტი 2026, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

კეროლაინ ლევიტი

31 მარტი 2026, 03:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: თეთრი სახლი ჰორმუზის სრუტის გახსნას აშშ-ის ძირითად ამოცანებს შორის არ ასახელებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის მთავარ მიზნებს შორის არ დაასახელა, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

31 მარტი 2026, 03:07

მსოფლიო

Le Monde: საფრანგეთში, ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა. ვიდეო

ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა, რაც საფრანგეთის მთავრობამ „პოპულიზმად“ შეაფასა, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.

დონალდ ტრამპი უმცროსი

31 მარტი 2026, 02:44

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი უკრაინისთვის გაწეულ „დახმარებას“ „მასშტაბურ თაღლითობას“ უწოდებს და გამოძიებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელში უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს.

31 მარტი 2026, 02:09

მსოფლიო

The Times of Israel: ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში

ისრაელის პარლამენტმა 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მარტი 2026, 01:29

მსოფლიო

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებაა, რომ ნეთანიაჰუს ყოველთვის სურს ბალანსის დაცვა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაშინაც კი, როცა რუსეთი ირანს ეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორი წელია არ უსაუბრია და რომ „ისრაელის გადასაწყვეტია“, სურს თუ არა უკრაინასთან თანამშრომლობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მარტი 2026, 01:08

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს ირანში ხანგრძლივი ომი სურს - აშშ ფოკუსირებას ახლო აღმოსავლეთზე ახდენს და შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეამციროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანში ხანგრძლივი ომი რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი, ხოლო უკრაინისთვის ძალიან საზიანო იქნება.

კეროლაინ ლევიტი

31 მარტი 2026, 00:15

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 00:13

საზოგადოება

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა. კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

თამარ ტალიაშვილი
ჯიმ ბეარდი

31 მარტი 2026, 00:06

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ, ჯიმ ბეარდთან (R), რომელიც ინდიანას შტატს წარმოადგენს და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ასევე მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტების წევრია.

დან იორგენსენი

30 მარტი 2026, 23:46

მსოფლიო

POLITICO: ბრიუსელი აცხადებს, რომ ენერგორესურსების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ევროპელებმა მგზავრობის შემცირებაზე უნდა იფიქრონ

ევროკომისია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილონ ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში, რათა მოემზადონ ირანის ომის გამო ენერგომომარაგების მოსალოდნელი „ხანგრძლივი შეფერხებისთვის“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მარკო რუბიო

30 მარტი 2026, 23:30

მსოფლიო

რუბიო: თუ ნატო მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპა თავდასხმის შემთხვევაში, ხოლო ისინი უარს გვეუბნებიან ბაზების გამოყენების უფლებაზე მაშინ, როცა ეს ჩვენ გვჭირდება, მაშინ ეს არ არის მაინცდამაინც კარგი შეთანხმება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში არსებულ დისბალანსზე ისაუბრა და მიანიშნა, რომ თუ ევროპელი მოკავშირეები ამერიკისგან მხოლოდ დაცვას ელიან, მაგრამ სანაცვლოდ სტრატეგიულ მხარდაჭერას ზღუდავენ, ასეთი შეთანხმება ვაშინგტონისთვის მიუღებელი გახდება.

მარკო რუბიო

30 მარტი 2026, 23:08

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უპასუხა კრიტიკას, თითქოს ვაშინგტონი ნატოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.