იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ინტენსიური თანამშრომლობით და გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე, ( სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და 19-378’-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბ.მ. და თ.მ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს, №15 პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში თ.მ.-ის მიერ მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით, შპს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ამანათი შევიდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამანათის შემოწმება-დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ მასში განთავსებული სპორტული შარვლის ზონარი ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინით“ იყო გაჟღენთილი.
რაც შეეხება ბ.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ მან №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით, შპს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ ამანათში განათავსა ქურთუკი, რომლის სარჩულშიც, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ გაჟღენთილი ორი მოთეთრო ფერის ჩაკერებული ქსოვილი აღმოაჩინეს.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს და აცხადებს, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრად დაიცავს კანონს და განაგრძობს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულთან ბრძოლას.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 10:33
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა იმერეთის თვითმმართველობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
„მელიორაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უშუალოდ ფერმერებისგან მოვისმინოთ დარგში არსებული გამოწვევები და მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველვყოთ მათი ეფექტიანი გადაჭრა“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა.
31 მარტი 2026, 10:29
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის\ თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.
31 მარტი 2026, 10:27
ტაბლოიდი
სიდნეიში „ტორტების პიკნიკმა“ ასობით ადამიანს უმასპინძლა
პროექტის ავტორი Google-ის თანამშრომელი და მოყვარული კონდიტერი, ელისა სუნგაა. მან 2 წლის წინ სან-ფრანცისკოში უბრალო ონლაინ მიწვევა გამოაქვეყნა ერთი პირობით: ყველას უნდა მოეტანა ტორტი. მას შემდეგ იდეამ მასშტაბური სახე მიიღო და პიკნიკზე დასასწრები ბილეთები დუბაიში, ლონდონსა და ნიუ-იორკში მომენტალურად იყიდება.
31 მარტი 2026, 10:22
მსოფლიო
„ცაჰალი“ ლიბანის სამხრეთით ოთხი მოკლული ებრაელი ჯარისკაცის შესახებ იუწყება
სამხრეთ ლიბანში საომარი მოქმედებების დროს ოთხი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია (“ცაჰალი“) ავრცელებს.
31 მარტი 2026, 10:18
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: გგონიათ, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული კამპანია მის ინგლისურენოვან გამოსვლას უკავშირდებოდა? ეს იყო ,,მეხუთე კოლონის" მცდელობა, დაეკნინებინათ თავად ვიზიტის მნიშვნელობა
არსებობს მრავალგზის გამოცდილი და უტყუარი ტესტი: რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, ის საზიანოა ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონისათვის"! ჰოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ეს ნიშნავს უბედურების ზარის ჩამოკვრას ანტიქართული, ნაცლიბერალური სექტისათვის. (,,ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!") - წერს X-ზე ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.
31 მარტი 2026, 10:09
საზოგადოება
პოლონელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში პოლონეთის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ავიაკომპანია LOT-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
31 მარტი 2026, 10:09
კულტურა
პირველი აზიური ევროვიზია ტაილანდში გაიმართება
პირველი აზიური „ევროვიზია“ ნოემბერში ბანგკოკში გაიმართება. ინფორმაციას ევროპის მაუწყებელთა კავშირი ადასტურებს, რომელიც ამ კონკურსის ორგანიზატორია. მათი მონაცემებით, მონაწილეობაზე განაცხადი უკვე 10-მა ქვეყანამ შეიტანა: სამხრეთ კორეამ, ტაილანდმა, ფილიპინებმა, ვიეტნამმა, მალაიზიამ, კამბოჯამ, ლაოსმა, ბანგლადეშმა, ნეპალმა და ბუტანმა. აზიური „ევროვიზიის“ პოტენციური აუდიტორია 600 მილიონ ადამიანად არის შეფასებული.
31 მარტი 2026, 09:49
მსოფლიო
სკოტ ბესენტი: დროთა განმავლობაში ამერიკა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაიბრუნებს
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ შტატები მალე მოიპოვებს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე და თავისუფალი ნავიგაცია განახლდება.
31 მარტი 2026, 09:42
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა, რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია
დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ ერთხმად უპასუხა ისტორიულ კითხვას - გვსურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ კითხვაზე საქართველოს ყველა კუთხემ, საქართველოს ყველა შვილმა, ერთხმად თქვა - დიახ!, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
31 მარტი 2026, 09:35
საზოგადოება
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.
31 მარტი 2026, 09:33
პოლიტიკა
პრემიერი: 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
31 მარტი 2026, 09:21
მსოფლიო
ირანმა დუბაის პორტში ნავთობით დატვირთული ქუვეითის ტანკერი დაბომბა
ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის პორტში ნავთობით დატვირთული ქუვეითის ტანკერი ალ-სალმი დაბომბა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
31 მარტი 2026, 09:20
მსოფლიო
ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს.
31 მარტი 2026, 09:12
მსოფლიო
მარკო რუბიო: აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა გადაწყვიტოს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში
შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა გადაწყვიტოს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში, - განაცხადა მარკო რუბიომ ABC-ს ეთერში. სახელმწიფო მდივანი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებსაც შეეხო, მაგრამ არ დააკონკრეტა იმ პირთა ვინაობა, რომლებთან საუბარიც, დონალდ ტრამპმა ახსენა, თუმცა აღნიშნა, რომ ირანში შიდა განხეთქილებაა.
31 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსულმა „შაჰედის“ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას მოლდოვის მთავრობა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
31 მარტი 2026, 08:55
საზოგადოება
მამა გიორგი ვაშალომიძე: ძალიან ბევრი ადამიანი მობრძანდება, რათა პატივი მიაგოს პატრიარქის საფლავს. ეს ცხადი დასტურია მისი უწმინდესობის ძალიან დიდი ავტორიტეტისა
სიონის ტაძარში კვლავ ხალხის უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან, მოქალაქეებს ახლა უკვე მცირედი შეხება შეუძლიათ. ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
31 მარტი 2026, 08:47
პოლიტიკა
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავენ. განათლების კომიტეტის შემდეგ, საკითხი დასამტკიცებლად სესიაზე გავა.
31 მარტი 2026, 08:39
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს
პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს.
31 მარტი 2026, 08:32
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ
ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს საქართველოსა და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
31 მარტი 2026, 08:19
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: გეგმაზომიერად, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას აშშ-სთან. არაერთი სამუშაო პროცესი წარიმართა და კარგია, რომ ეს შეხვედრები ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ეს კომუნიკაცია მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას.


