ბექა ნაცვლიშვილმა კომპანია „ფრონტერაზე“ ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ელჩს წერილი გაუგზავნა
ბექა ნაცვლიშვილი
ფოტო: Facebook
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილით მიმართავს. წერილში საუბარია კონგრესმენების წერილსა და კომპანია „ფრონტერაზე“, რომლის საქმიანობის დაცვასაც კონგრესმენები წერილში ეხმაურებიან.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის მიესალმება საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს, თუმცა მოითხოვს, რომ „როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი კომპანიების ნებისმიერი ტიპის ბიზნეს აქტივობამ, თანაბარი სარგებელი მოუტანოს დასაქმებულსაც და ბიზნესსაც“.
„არ შეიძლება, ბიზნესი ვითარდებოდეს ქართველი ხალხის, ჩვენი მშრომელი მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე.
მე საპარლამენტო უმრავლესობა ერთი წლის წინ დავტოვე. ჩემი გადაწყვეტილება გაამყარა უზანაესი სასამართლოს მოსამაართლეების არჩევის ირგვლივ მიმდინარე პროცესებმა. ვაფასებ შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ და მის ძალისხმევას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. ასევე, ვიზიარებ ქართული ოცნების მიმართ თქვენს კრიტიკას, რაც დაპირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმასა და საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენებას მოჰყვა. მაგრამ, კომპანიების ბიზნეს აქტივობა სულ სხვა საკითხია, განსაკუთრებით კი კომპანია „ფრონტერას“ ბოლოდროინდელი საქმიანობა. დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პარალელურად, თქვენი მხრიდან, ისეთი კომპანიის დაცვა როგორიც „ფრონტერაა“, ყველაფერს ჩრდილს აყენებს“, - წერს ბექა ნაცვლიშვილი წერილში.
დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, კომპანია „ფრონტერამ“ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და ბოლო ორი წლის განმავლობაში თვეობით არ უხდიდა დასაქმებულებს ხელფასს.
„როდესაც დასაქმებულებმა ეს მდგომარეობა გააპროტესტეს, 2019 წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, ისინი დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან. მათ დღემდე არ აუღიათ კუთვნილი ხელფასი.
ამერიკელი კონგრესმენები, რომლებმაც არაერთხელ დაუდასტურეს ქართველ ხალხს გვერდში დგომა და პატივისცემა, ბრმად არ უნდა იცავდნენ მათი ქვეყნის ბიზნესკომპანიების ინტერესებს. პირიქით, ისინი საქართველოში მყოფ ამერიკულ კომპანიებს უნდა მოუწოდებდნენ, რომ მათ შეასრულონ საკუთარი ვალდებულება, გადაუხადონ მშროემელბს კუთვნილი ხელფასი და იმოქმედონ კანონის უზანაესობის პრინციპების შესაბამისად საქართველოში“, - წერია დეპუტატის წერილში.
თუ გსურთ, კვლავინდებულად მხარს უჭერდეთ ხელისუფლებას ხალხისთვის და ხალხის მიერ, არ დაუჭიროთ მხარი იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ღიად არღვევენ მშრომელების უფლებებს საქართველოში და არღვევენ კანონს. ეს პირადპირ ეწინააღმდეგება წერილების სულიკვეთებას. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა დაიცვას, პირველ რიგში, არა ამერიკული კომპანიის, არამედ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები, როდესაც ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრების პასუხისმგებლობაა დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენლები, პატივს სცემენ კანონებს და არ ეწევიან მშრომელების ექსპლუატაციას სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელთანაც 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
იმედს ვიტოვებ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც დემოკრატიის სახელით გამოთქვეს შეშფოთება, შემდეგ წერილებში არა მხოლოდ დაიცავენ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, პასუხს მოსთხოვენ საკუთარ კომპანიებსაც“, - სწერს ქართველი დეპუტატი აშშ-ის ელჩსა და ამერიკელ პოლიტიკოსებს.
„ფრონტერასთან“ დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ 25 იანვარს გააკეთა.
„რაც შეეხება „ფრონტერას“, ეს კომპანია საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და იმ პერიოდიდან გვესაუბრებიან საქართველოში გაზისა და ნავთობის დიდ მარაგზე. მე შიგნით არ ჩავიხედავ, არ ვიცი, ვინ არის მართალი, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, თუ „ფრონტერა“, მაგრამ ყველამ იცის, რომ სტოქჰოლმის საერთაშორისო სასამართლოში იხილება ეს საკითხი.
მაშ, რა საჭიროა ამ საქმის მოყვანა ერთ-ერთ მაგალითად იმისა, რომ თითქოს, ამერიკულ კომპანიებს ავიწროებენ საქართველოში. 200-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული და მარტო ამ წლის პირველ სამ კვარტალში ამერიკული ინვესტიცია 80 მლნ-ს შეადგენს. რაც მთავარია, საქართველოში საკმაოდ დიდი ინვესტიციით შემოსულია სახელმწიფო ორგანიზაცია „ოპეკი“, რომელიც ფოთში უკვე აწარმოებს ინვესტიციებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ოთხმა კონგრესმენმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილი 22 იანვარს გაუგზავნა. პრემიერმა წერილი 25 იანვარსაც მიიღო.
გარდა ამისა, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.
მანამდე კი, ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
იგი გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.
12 აპრილი 2026, 18:52
სპორტი
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
12 აპრილი 2026, 18:51
სპორტი
კარატისტმა ლიზი ზვიადაურმა პრემიერ ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
12 აპრილი 2026, 18:15
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.
12 აპრილი 2026, 17:38
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა ხმა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 66.01%-მა დააფიქსირა.
12 აპრილი 2026, 17:03
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უკვე ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 54.14%-მა დააფიქსირა.
12 აპრილი 2026, 17:00
მსოფლიო
DW: აშშ-სა და ირანს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები გაგრძელდება
„მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მშვიდად, არაოფიციალური არხებით გაგრძელდება. ამჟამინდელი პაუზა დიპლომატიის დასრულებას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მხარეებს შორის ურთიერთქმედება გრძელდება“, - განუცხადა წყარომ გერმანულ გამოცემას.
12 აპრილი 2026, 15:21
სამართალი
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
მინისტრი დაცვის პოლიციისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
12 აპრილი 2026, 14:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულ მაია ბართაიასთან ერთად, ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
12 აპრილი 2026, 14:34
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
12 აპრილი 2026, 14:32
საზოგადოება
მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.
12 აპრილი 2026, 14:25
პოლიტიკა
გიორგი კახიანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა - დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში
საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. გარკვეული თვალსაზრისით წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთში, მედიასთან.
12 აპრილი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 06:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენ წარმოვადგენთ დამკვირვებლებს, მოვიარეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, დავაკვირდით ხმის მიცემის პროცესს და აქამდე არსებული ვითარება არის წყნარი და მშვიდი, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.
12 აპრილი 2026, 14:06
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა ამომრჩეველთა თითქმის 40%-მა უკვე დააფიქსირა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 11:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე 37.98%-მა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წლების არჩევნებზე - 2022, 2018 და 2014 წლებში.
12 აპრილი 2026, 14:03
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.


