06 თებერვალი 2020, 11:33 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, უკეთესი იქნება მათთვის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ოდირის დასკვნიდან ორი მესიჯი იკვეთება, პირველი - საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და მეორე - არის მინიშნება, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ სამართლიანია როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული, ასევე შერეული საარჩევნო სისტემები. „ეს არის მკაფიო დასკვნა, რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

„აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს 2020 წლის არჩევნებისთვის, 77/73-ზე არის ლეგიტიმური და თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით ეს უკეთესი იქნება მათთვის. სხვა შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77/73-ის პრინციპით, რაც არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2020, 14:06

საზოგადოება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სხვადახვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სხვადასხვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. სხდომაზე ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, სომეხთა სამოციქულო და ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლებს მოუსმინა.

გიორგი გახარია

28 სექტემბერი 2020, 13:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29-30 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ოლივიერ რუსო

28 სექტემბერი 2020, 13:55

საზოგადოება

ოლივიერ რუსო: საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის

„ოფიცრის საქმიანობა გამართულად მიმდინარეობს. „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. იგი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და განსაზღვრავს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას ნაკლებად რისკიანი პორტფელის საშუალებით, მაღალი რეალური შემოსავლიანობის მისაღწევად“, - აცხადებს რუსო.

ონლაინ სწავლა

28 სექტემბერი 2020, 13:49

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 12-16 ოქტომბერს ჩატარდება საცდელი ტესტირება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას ამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის განცხადებით, მასში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში სკოლები უნდა დაუკავშირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შეფასების პროცესში სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ.

28 სექტემბერი 2020, 13:48

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.

28 სექტემბერი 2020, 13:48

მსოფლიო

საომარი მოქმედებების გამო, აზერბაიჯანმა საერთაშორისო ფრენების ნაწილი გააუქმა

საომარი მდგომარეობის გამო, აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში, საერთაშორისო ფრენების ნაწილი გაუქმდა, 30 სექტემბერს დაგეგმილი, ბაქო-ნახჩივანი-ბაქოს ფრენები კი შეჩერდა. გაუქმდა ბაქო-ლონდონი-ბაქოს რეისი, როემლიც 1-ელ ოქტომბერს უნდა შესრულებულიყო. 2 ოქტომბერს კი ბაქო-ბერლინი-ბაქოს რეისიც აღარ შესრულდება.

28 სექტემბერი 2020, 13:46

საზოგადოება

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჯანგულაშვილმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს და გავრცელების პრევენციის პროცესში რისკების მართვის ეტაპები განიხილეს.

28 სექტემბერი 2020, 13:39

პოლიტიკა

ოპოზიციამ ეკონომიკისა და განათლების სფეროების რეფორმების პრინციპების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

მიზანი, არჩევნების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაა. ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების- “გირჩის”, ევროპული საქართველოს”, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებელისა“ და „ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების შემდეგ ექსტრაორდინალურ რეფორმებს განახორციელებენ.

28 სექტემბერი 2020, 13:38

საზოგადოება

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი შეიმუშავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაადასტურა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის მთავარ საინვესტიციო დოკუმენტს და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს როგორიც არის საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები.

28 სექტემბერი 2020, 13:37

სამართალი

ბოლნისში გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოკითხვები გრძელდება

„გოგი მეშველიანის პლაკატების გასაკრავად ნახიდურში ჩავედით, ჩაის დასალევად შევედით ჩაიხანაში, სადაც შეკვეთას ველოდებოდით და უეცრად ზურგში ვიგრძენი დარტყმა, რასაც მოყვა ჩაიდნების, სკამებისა და ჯოხების სროლა მოჰყვა. საბოლოოდ, პარტიის ოფისთან ფიზიკურად გაგვისწორდნენ „ნაციონალური მოძრაოვის” აქტივისტები. წარმოაჩინეს ისე, თითქოს ჩვენ დავესხით თავს, მაშინ როცა ჩვენ ვართ დაზარალებულები და ჩვენი ორი აქტივისტი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან“, - განაცხადა ლევან ქუქჩიშვილიმა.

ტოკიო ოლიმპიური თამაშები 2021

28 სექტემბერი 2020, 13:30

სპორტი

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის დაწყების თარიღი ცნობილია

ესტაფეტა 2021 წლის 25 მარტს დაიწყება. მისი სლოგანი იქნება „იმედი გზას გვინათებს“. ესტაფეტა ფუკუსიმას რეგიონში დაიწყება, სადაც 2011 წელს ბირთვული კატასტროფა მოხდა და იაპონიის 47 პრეფექტურას გაივლის.

28 სექტემბერი 2020, 13:24

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, თურქეთის მიერ კონტროლირებად ნაწილზე, 4.6 მაგნიტუდოს სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:12 საათზე მოხდა. ბიძგები 37.57 კილომეტრის სიღრმეზე შეინიშნებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლომდებარე დასახლება 17 კილომეტრში, საბერძნეთში მდებარე აიონ-ოროსის რეგიონია.

ირაკლი სესიაშვილი

28 სექტემბერი 2020, 13:16

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი ჩემთვის იმდენად უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, ლიდერსაც ვერ დავარქმევ

„ის არის აბნეული თავის ტყუილებში თავის ვითომდა პოლიტიკურ ინტერესებზე გათვლილი განცხადებებით და თავისთვის შეინახოს ეს ყველაფერი. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება, ნაბიჯები კეთილდღეობისკენ და ქვეყნის გაძლიერებისკენ, ვინც ამის ირგვლივ გაერთიანდება, მადლობა ყველას", - განაცხადა სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი

28 სექტემბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: მხარეების სურვილის შემთხვევაში საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისთვის მზადაა

„ძალიან რთული ვითარებაა, არ ჩანს სურვილი და მიდგომა არც ერთი მხარის მხრიდან, რომ ცეცხლი შეწყდეს, საერთაშორისო აქტორებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ. თქვენ იცით, რომ საქართველოს ერთგვარად ნეიტრალური პოზიცია უკავია და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს და თავადაც უფრთხილდებიან ჩვენს ნეიტრალიტეტს. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვიყოთ პროაქტიული თუკი მოცემულობა და მხარეების სურვილი იქნება, რომ 24-საათიან რეჟიმში კავშირშია თავის კოლეგებთან აზერბაიჯანსა და სომხეთში და ცხადია, ჩვენ ვაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ასევე, როგორც ცნობილია, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა გამართეს სატელეფონო კომუნიკაცია თავიანთ პარტნიორ ქვეყნებთან, მე იმედი მაქვს და შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ აქ უფრო მსხვილი სუბიექტები არ ჩაერთვებიან პროცესში, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ეს მიგვიყვანს საერთაშორისო კრიზისამდე და გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ შეიძლება მსოფლიო პრობლემატიკაზეც. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტი ძლიერი აქტორი ჩაერთვება მშვიდობის და სტაბილურობის მოწოდების პროცესში და ჩვენც ცხადია, ჩვენს მეზობლებს მოვუწოდებთ, რომ ცეცხლი შეწყდეს და მეტი დრო და რესურსი დაუთმონ მშვიდობიან დიალოგს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თამარ ჟვანია

28 სექტემბერი 2020, 13:03

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსის დაცვისკენ მოუწოდებს

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მიერ ინიცირენბული და პოლიტიკური სუბიექტების მიერ ხელმოწერილი ქცევის კოდექსის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს.

28 სექტემბერი 2020, 13:01

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართავს

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ.

28 სექტემბერი 2020, 13:01

ეკონომიკა

რუსული რუბლი და უკრაინული გრივნა დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, რუსული რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში დაეცა. დილის 10:18 საათისთვის დოლარის ღირებულება 78,75 რუბლამდე გაიზარდა, რაც მარტის ბოლოდან, რუსული ვალუტის გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროს ღირებულება კი 91,69 რუბლამდე გაიზარდა.

28 სექტემბერი 2020, 12:59

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას განაგრძობს

სემინარზე საერთაშორისო ექსპერტმა ჯორჯო არდუინომ ქართველ კოლეგებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა და მის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმა (გზამკვლევი)“ წარუდგინა.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2020, 12:54

მსოფლიო

The NYT: დონალდ ტრამპი საშემოსავლო გადასახადს 10 წლის განმავლობაში არ იხდიდა

​„გასული 15 წლიდან 10-ის განმავლობაში ის საშემოსავლო გადასახადს საერთოდ არ იხდიდა. ძირითადად იმიტომ, რომ გაცილებით მეტ ფულს კარგავდა, ვიდრე იღებდა“, - წერია სტატიაში.

28 სექტემბერი 2020, 12:51

რეგიონი

გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, ნამანევის თემში მოეწყო თავშეყრის ადგილები, ხიდ ბოგირები, შიდა საუბნო გზები და განათებები, რეაბილიტირდა წყალსადენი სოფელ თხმორში.