05 თებერვალი 2020, 08:24 / სანდო წყარო

ოპოზიცია დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

დღეს დილიდან ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. უმცირესობა საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საარჩევნო მოდელი სრულად პროპორციულ სისტემაზე არ გადავა.

უმრავლესობაში კი აცხადებენ,  რომ ოპოზიცია ძირითადად დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს. რაც შეეხება სასესიო  სხდომას, ის პარლამენტში ჩვეულ რეჟიმში გაიმართება.

4 თებერვალს, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ პარლამენტთან დაგეგმილი აქცია გადადო. უმრავლესობის გადაწყვეტილებით კი, სესიაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდა.

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიქოვანი

19 სექტემბერი 2020, 14:45

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი მადლობას უხდის ფონდ ,,ქართუს” და ბიძინა ივანიშვილს, დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქციისთვის

მადლობა ფონდ ,,ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკოსეული სასახლის სრული რეკონსტრუქციისთვის, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია ,POSTV-ის ეთერში განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 14:38

მსოფლიო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი, რომლის სახელსაც აშშ-ში ქალთა უფლებების გაძლიერება უკავშირდება, გარდაიცვალა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა. მას ხშირად იხსენიებდნენ გენდერული საკითხის ტრანსფორმაციის ფუძემდებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში

სასამართლო

19 სექტემბერი 2020, 14:38

სამართალი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 14:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი, გამოცდილი გუნდი და გვაქვს პასუხები ამ კითხვებზე

ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი, რომ მომავალშიც გააგრძელოს განვითარება. ჩვენ გვაქვს გეგმა და მე მჯერა, რომ მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა.

19 სექტემბერი 2020, 14:11

მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ფეხზე წამოდგა - ის თავის მდგომარეობაზე წერს

„მოდით, მოგიყვებით, როგორ მიმდინარეობს ჩემი გამოჯანმრთელება. ეს უკვე ნათელი გზაა, თუმცა - არც ისე მოკლე. ყველა ამჟამინდელი პრობლემა ისაა, რომ ჩემს ხელში ტელეფონი უსარგებლო ქვად იქცა და ცოტაოდენი წლის დალევაც მთელი ატრაქციონია - ეს ნამდვილი უაზრობაა“.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 14:09

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ, რომელიც აწუხებს ვანს, იმერეთს და ჩვენ ქვეყანას

ჩემთვის პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ამ მშვენიერ მხარეში, ამ ლამაზ მუნიციპალიტეტში, რომელიც ჩემს მშობლიურ სამტრედიასთან ძალიან ახლოს არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ვანში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 14:09

COVID19

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 1,002 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 78,330 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2,282 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 14:03

პოლიტიკა

გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს იქნება არა ერთი პარტიის გამარჯვება, არამედ ქვეყნის გამარჯვება

დიდი პატივია, აქ, ანტიკურ ნაქალაქარში თქვენთან ერთად საუბარი მომავალზე, თან მე-20 საუკუნის გენიოსი ქართველის, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ემოციებს იწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენისას, ვანში განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 13:46

რეგიონი

საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის აჯამეთის აღკვეთილში პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი მოეწყობა

ბუნებისა და მარტივი საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის, ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე აჯამეთის აღკვეთილში, პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი ეწყობა, რომლის შემოვლა როგორც ფეხით, ისე ველოსიპედით და ცხენით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

19 სექტემბერი 2020, 13:33

რეგიონი

მეწყერის გამო ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე შეფერხება იყო

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ზვარის მონაკვეთზე, მოძრაობა ცალმხრივად უკვე შესაძლებელია. მეწყერის შედეგად გზა ნახევარი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ლედი გაგა

19 სექტემბერი 2020, 13:29

კულტურა

ლედი გაგამ ახალი ვიდეორგოლი სერგო ფარაჯანოვის ფილმის მოტივებზე გადაიღო

ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ ახალი ვიდეორგოლი სერგო ფარაჯანოვის ფილმის „ბროწეულის ფერის“ მოტივებზე გადაიღო.

ტოჩინოშინი

19 სექტემბერი 2020, 13:17

სპორტი

ლევან გორგოძემ სეკივაკე დაიეიშო დაამარცხა

აკი ბაშოს მე-7 დღეს ლევან გორგოძემ სეკივაკე დაიეიშო დაამარცხა. ტოჩინოშინმა აშკარა უპირატესობით დებიუტანტი მეტოქე მარტივად დაამარცხა. ლევან გორგაძის ანგარიშზე 3 გამარჯვება და 4 მარცხია და მას წოდებაში დასაწინაურებლად მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.

19 სექტემბერი 2020, 13:07

COVID19

შემოსავლების სამსახურმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნო

17-18 სექტემბერს, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 8 778 საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტი მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული ახალი რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნეს.

19 სექტემბერი 2020, 13:07

COVID19

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ცნობით, საზღვრის დაცვის თანამშრომელი, სამსახურებრივი მივლინებით, აჭარაში იმყოფებოდა.

19 სექტემბერი 2020, 12:54

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი ნაწილი კვლავ პედაგოგების კლასტერია, ნაწილი კი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის, ოქროს ბირჟის თანამშრომლები არიან. ამ დროისთვის კოვიდ კლინიკებში 16 მოვაჭრე მკურნალობს. სავაჭრო ცენტრის 64 თანამშრომელი კარანტნშია გადაყვანილი. ქუთაისის ლაბორატორიაში 1658 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.

19 სექტემბერი 2020, 12:54

რეგიონი

ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ქედის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

19 სექტემბერი 2020, 12:49

სამართალი

სამართალდამცველებმა იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს

სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 სექტემბერი 2020, 12:49

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი აღრიცხეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოენეზიაში კორონავირუსის 4 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 112 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 240 687 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 448 ადამიანი გარდაიცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილი

19 სექტემბერი 2020, 12:43

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერება და განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

19 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. პირველ რიგში, მინდა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო მათ ამ საპასუხისმგებლო საქმეში, - ამის შესხებ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერება და განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

19 სექტემბერი 2020, 12:41

თავდაცვა

„ღირსეული პარტნიორი 2020”-ის დასრულებასთან დაკავშირებით სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. კონცერტის მსვლელობისას დაცული იყო ჯარისკაცების უსაფრთხოება და მათ მომღერლებთან დისტანცია აშორებდათ.