imedi /  11 თებერვალი 2020, 19:42 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციამ დიალოგის ჩასაშლელად გამოიყენა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

დიალოგის მთელი ოთხი რაუნდის განმავლობაში ვხედავდით, რომ მათი მიზანი არ იყო კომპრომისზე წამოსვლა და როგორც კი პირველივე საბაბი ნახეს, იმ წუთასვე ააყირავეს მოლაპარაკებების მაგიდა, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოიყენეს ამ პოლიტიკური კონტენტის შესაქმნელად,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპონენტებმა გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების პოლიტიზირება დიალოგის ჩასაშლელად მოახდინეს.

„მთელი ოთხი რაუნდის განმავლობაში ვხედავდით, რომ მათი მიზანი არ იყო კომპრომისზე წამოსვლა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

„ისინი ამბობენ, რომ არ აინტერესებთ სამართლებრივი მხარე, რომ ეს უკვე პოლიტიკაა. სამართლებრივი მხარე იმიტომ არ აინტერესებთ, რომ რაღაცებს იტყუებიან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის საელჩოს განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დრო და კონტექსტი „იყო ძალიან ცუდი“, თუმცა, ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ სასამართლოს თავისი დღის წესრიგი აქვს და სამართალწარმოება არ უნდა გაჩერდეს იმიტომ, რომ საარჩევნო წელია.

„დრო და კონტექსტი იყო ძალიან ცუდი, თუმცა, სასამართლოს აქვს თავისი დღის წესრიგი და იმის გამო, რომ საარჩევნო წელია, სასამართლო და სამართალწარმოება გაჩერდეს, ეს იქნება უბედურება და არა ის, რომ სამართალწარმოება მიდის და განაჩენი გამოდის. მერე ვილაპარაკოთ, ეს განაჩენი სად საფუძვლიანია და სად არა, ამაზე ვილაპარაკოთ სამართლებრივ ნაწილში, მაგრამ ის , რომ ვინმემ მოინდომოს მართლმსაჯულების გაჩერება იმიტომ, რომ ახლა საარჩევნო წელია - დაუშვებელია. აპელირებენ იმაზე, რომ სასამართლო თითქოს გავლენის ქვეშ არის და ამ დროს მოგვიწოდებენ, რომ სასამართლო მოვაქციოთ გავლენის ქვეშ. ანუ, დავრეკოთ, ზეწოლა მოვახდინოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2026, 12:55

პოლიტიკა

უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აკვირდება

დღეს დილიდან, უნგრული მხარის მიწვევით უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაციაც აკვირდება.

12 აპრილი 2026, 12:06

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება

ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. მაშინ იმავე პერიოდში უბნებზე 139 667 ამომრჩეველი (1,82%) გამოცხადდა. წელს აქტივობის ზრდამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უკვე 120 889 ადამიანი შეადგინა.

12 აპრილი 2026, 12:04

საზოგადოება

დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.

12 აპრილი 2026, 11:49

საზოგადოება

გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

დონალდ ტრამპი უმცროსი და ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს

„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში: ვიმედოვნებთ, რომ ხმას მისცემთ დამოუკიდებელ აზროვნებას და იმას, ვინც მხარს უჭერს პრინციპს - „ჯერ უნგრეთი“. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს“, - წერს ტრამპი.

12 აპრილი 2026, 11:20

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა და პიტერ მადიარმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 07:00 საათისთვის 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

12 აპრილი 2026, 11:20

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.

ისმაილ ბაღაი

12 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი: არავინ ელოდა, რომ აშშ და ირანი შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ

„რა თქმა უნდა, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მივაღწევდით. ასეთი მოლოდინი არავის ჰქონია“, - აღნიშნა ბაღაიმ.

12 აპრილი 2026, 10:56

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ოჯახთან ერთად, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

ლევან იოსელიანი

12 აპრილი 2026, 10:52

საზოგადოება

ლევან იოსელიანი: საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, ვულოცავ ამ რწმენის, იმედისა და სიყვარულის ზეიმს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

გივი მიქანაძე

12 აპრილი 2026, 10:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

ლეო XIV

12 აპრილი 2026, 10:32

მსოფლიო

რომის პაპი: კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება

„ეკლესია ყოველთვის მშვიდობისკენ მოუწოდებს, „მაშინაც კი, თუ ომის ლოგიკაზე უარის თქმამ შეიძლება გაუგებრობა და ზიზღი გამოიწვიოს“ და ის მუდამ დანერგავს „უფრო მეტად ღვთისადმი მორჩილებას, ვიდრე რაიმე ადამიანური ხელისუფლებისადმი. კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება“, - განაცხადა პაპმა.

12 აპრილი 2026, 10:23

მსოფლიო

აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

„ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ცუდი ამბავია ირანისთვის, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის“, - უთხრა ვენსმა ჟურნალისტებს პაკისტანიდან გამოფრენამდე.

12 აპრილი 2026, 10:16

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

12 აპრილი 2026, 10:15

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

12 აპრილი 2026, 10:05

საზოგადოება

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.

მიხეილ ყაველაშვილი

12 აპრილი 2026, 10:01

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

იაკობ გაგულაშვილი

12 აპრილი 2026, 10:00

საზოგადოება

ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი: მსოფლიომ იხილა უპრეცედენტო სიყვარული, რომლითაც ერმა პატივი მიაგო პატრიარქს - მწუხარებას სიხარული მოსდევს და აი, შემობრძანდა დღესასწაული, რომელიც იმედისა და სიცოცხლის გამარჯვების დამტევია თქვენთვის

მაღალმა გამჩენმა აკურთხოს სრულიად საქართველო — მისი მთა და ბარი, მისი ცა და ზღვა, მისი ხალხი, მისი მოკეთე და მეგობარი, მისი წარსული, აწმყო და მომავალი! მშვიდობის, გამარჯვების, გაბრწყინების, მომაღლების, აღმშენებლობისა და გაერთიანების საწინდარი იყოს ყოველი დილა ამ დღიდან და უკუნისამდე — ამენ!, - ნათქვამია მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარი რელიგიური მოსამართლის, იაკობ გაგულაშვილის მილოცვის წერილში.

12 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.

აღდგომის ხატი

12 აპრილი 2026, 00:00

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.