კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერიასთან დავა შეწყვიტა
სითი პარკი
ფოტო: Facebook
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.
„ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი, მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.
შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა.
ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა. თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მიღწეული იქნა ოპტიმალური შეთანხმება, რომლის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აიღო ვალდებულება პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან „სითი პარკს“ 4 მლნ 300 ათას აშშ დოლარი გადაუხადოს.
თავის მხრივ, კომპანიამ უარი განაცხადა დავაზე და აიღო ვალდებულება, რომ მის კუთვნილებაში არსებული აქტივები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცეს. ამით მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. მოგეხსენებათ, 2018 წლის 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია წარმატებით მართავს პარკირების სისტემას და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მიიმართება“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 17:24
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე
ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 17:23
პოლიტიკა
ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს
„ახლახან იაგო ხვიჩიას ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს, გვარამიას ოფისში 400 კილოგრამი ფული შეიტანესო. ნუ, გუშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი: უბრალოდ, დავრბოდი და ვყვიროდი: მერაბი ვარ, კოსტავა-თქო. დღეს მთლად 400 კილოთი დავმძიმდი“.
12 სექტემბერი 2026, 17:19
სამართალი
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
12 სექტემბერი 2026, 17:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
12 სექტემბერი 2026, 16:50
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს
12 სექტემბერი 2026, 16:47
მსოფლიო
ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 16:28
მსოფლიო
პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
12 სექტემბერი 2026, 16:12
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
12 სექტემბერი 2026, 15:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.
12 სექტემბერი 2026, 15:38
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.
12 სექტემბერი 2026, 14:58
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება
ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 14:56
საზოგადოება
ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა
ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.
12 სექტემბერი 2026, 14:55
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.
12 სექტემბერი 2026, 14:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საამაყოა, რომ რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციას, იძლევა მაღალი სტანდარტისა და ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემის, არამედ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
გვქონდა შესაძლებლობა მიგველოცა 300-ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის 4 ფაკულტეტის დამთავრება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.
12 სექტემბერი 2026, 14:36
მსოფლიო
ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.
12 სექტემბერი 2026, 14:22
სამართალი
შსს: ამ ეტაპზე დადასტურებულია კესო დეკანოსიძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აქვეყნებს
შსს კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
12 სექტემბერი 2026, 14:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება
ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 14:05
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს
საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ შელახა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იაგო ხვიჩიას გადაცემაში უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
12 სექტემბერი 2026, 13:56
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და გოლფის ტურნირს დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დუბლინში ჩავიდა, სადაც ირლანდიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება, შემდეგ კი საკუთარ ერთ-ერთ კურორტზე გამართულ გოლფის ტურნირს დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 13:40
მსოფლიო
Reuters: სი ძინპინი, პირველად შვიდი წლის შემდეგ, ინდოეთში ჩავიდა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჩავიდა, სადაც ორგანიზაცია BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


