Imedi /  17 თებერვალი 2020, 13:16 / სანდო წყარო

ხონში სკოლას სასწავლო პროცესის დროს ცეცხლი გაუჩნდა

ხონში ჩაისუბნის სკოლა იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

ხანძარი  სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სავარაუდოდ, ცეცხლი სკოლის სახურავიდან გაჩნდა.

imedinews-ი დამატებით დეტალებს არკვევს. 

ყველა სიახლე

ზაურ დარგალი

01 ოქტომბერი 2020, 00:41

პოლიტიკა

ზაურ დარგალი: ჩვენ არ გვჭირდება პროვოკაციები, ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ვიგებთ ამ არჩევნებს

ჩვენ ბოლო ერთი თვეა ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ მარნეულსა და გარდაბანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა ისაუბრა. „მოსახლეობისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას. თქვენ იცით, რომ შარშან მარნეულში იყო მერის არჩევნები, მე ვიყავი კანდიდატი და ჩვენ დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ. ბოლო ორი დღეა დაიწყო პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ეს მოსალოდნელი იყო. იციან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები. ეს არის, ჩვეულებრივი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ისინი ყოველ არჩევნებზე ცდილობენ, რომ დაძაბონ სიტუაცია. განსაკუთრებით მარნეული არის ეპიცენტრი. ჩვენ არ გვჭირდება პროვოკაციები, ჩვენ ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ვიგებთ ამ არჩევნებს“, ნაციონალურმა მოძრაობამ იცის“, რომ აგებს და ყველაფერზე მიდის“, - განაცხადა კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 00:31

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის გამოვიყენოთ სიფრთხილის ზომები, დავაბალანსოთ ქვეყნის განვითარება და ბუნების საჭიროებები

ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველსაყოფად გამოვიყენოთ სიფრთხილის ზომები და დავაბალანსოთ ქვეყნის განვითარება და ბუნების საჭიროებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 00:16

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაფასა

„გამოვყოფდი აგრეთვე საარჩევნო რეფორმას, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით განხორციელდა. ამ საარჩევნო კოდექსმა და ცვლილებებმა ყველა პარტიას შესთავაზა თანაბარ, კონკურენტულ გარემოში როგორც წინასაარჩევნო პროცესის წარმართვა, ასევე თანაბარ კონკურენტულ გარემოში ჩააყენა ყველა პარტია. გამოვყოფდი ასევე სასამართლო რეფომის მეოთხე ტალღას, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის მხრიდან შეფასდა, როგორც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სასამართლო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 00:10

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება და ვიწროპარტიულ ინტერესებში მოქცევა დაუშვებელია

დავით გარეჯისა და ჩვენ მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვრის საკითხი, ეს არის სახელმწიფოებრივი თემა, რომელსაც განსაკუთრებული სიფრთხილით და გონიერებით მიდგომა სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება და ვიწროპარტიულ ინტერესებში მოქცევა დაუშვებელია.

ანრი ოხანაშვილი

30 სექტემბერი 2020, 23:56

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მართველი პარტიის ხედვას, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, საზოგადოება ხვალ იხილავს

„ქართული ოცნების“, როგორ მართველი პარტიის ხედვას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოება ხვალ იხილავს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ხვალ გვექნება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. ჩვენ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“, როგორ მართველი პარტიის ხედვას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. იქნება მთელი რიგი მიმართულებები, რასთან დაკავშირებითაც იქნება კონკრეტული ხედვები, გადაჭრის კონკრეტული ხედვები წარმოდგენილი. ასევე იქნება ანგარიში ჩვენი საზოგადოების წინაშე, „ქართული ოცნება“, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რა მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რა მიღწევები გვაქვს, სად ვართ და როგორ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

30 სექტემბერი 2020, 23:53

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: აზერბაიჯანისა და ჩვენი ქვეყნის საგარეო მინისტრების განცხადებები სავსებით შეთანხმებული იყო

ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად და მეორეს მხრივ, არ უნდა გაჩნდეს არანაირი კითხვის ნიშანი ჩვენს პოზტიურ თანამშრომლობაში, რომელიც აზერბაიჯანთან გვაკავშირებს. ის განცხადებები, რომელის გაკეთდა აზერბაიჯანისა და ჩვენი ქვეყნის საგარეო მინისტრების მხრიდან, იყო სავსებით შეთანხმებული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

30 სექტემბერი 2020, 23:52

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ინდოეთში სკოლები და კინოთეატრები გაიხსნება

კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ინდოეთში სკოლები და კინოთეატრები გაიხსნება. ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6.2 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 97 497-ს აღწევს.

ანრი ოხანაშვილი

30 სექტემბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია ვერ შემოდის კონკურენტულ გარემოში და ერთადერთი გამოსავალი დესტაბილიზაცია რჩება

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსია პირველმა „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი. დაუშვებელია სიძულვილის ენა, მიუღებელია დეზინფორმაცია, ტყუილი, ეთნიკური შუღლის ჩამოგდება და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

30 სექტემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დღეს ხელისუფლებაშია გუნდი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს დესტაბილიზაციას

ჩვენმა საზოგადებამ უნდა იცოდეს ერთი მნიშველოვანი რამ: დღეს ხელისუფლებაშია გუნდი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს დესტაბილიზაციას, რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას ამის განხორციელების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

იბრაჰიმ ქალინი

30 სექტემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

იბრაჰიმ ქალინი: ის, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას, რეგიონის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, იბრაჰიმ ქალინის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობიდან ერთადერთი გამოსავალი მთიანი ყარაბაღის უკანონო ოკუპაციის დასრულებაა.

30 სექტემბერი 2020, 22:38

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება

„მოწესრიგდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები. ამჟამად მიმდინარეობს ჯანაშიას, ქობულეთის, ხელაიასა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ზუგდიდი განვითარების, კეთილდღეობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში სამაგალითო მუნიციპალიტეტად ვაქციოთ” - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 22:23

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველო დღეს ევროპის იმ სასამართლო სისტემებს შორისაა, რომლებიც ნდობით სარგებლობენ

დღეს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, ისეთი, როგორიც წარსულში არასოდეს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო განაგრძობს პროგრესისა და გაუმჯობესების პროცესს

30 სექტემბერი 2020, 22:05

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ვპირდები ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს, ვიქნები მათი ერთგული გულშემატკივარი და ინტერესების სათანადო დამცველი საქართველოს პარლამენტში

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, რეგიონის ახალგაზრდების ერთგული გულშემატკივარი და ინტერესების სათანადო დამცველი იქნება საქართველოს პარლამენტში.

30 სექტემბერი 2020, 21:59

COVID19

კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი 50-მდე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი 50-მდე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. აღნიშნული პაციენტები კლინიკაში დადასტურებული covid-19-ით შემოვიდნენ. მათ აღენიშნებოდათ პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ვირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულება. გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის არიან როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები, ორსულები და მელოგინეები.

30 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისარ დიდიე რეინდერსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მართლმსაჯულების სფეროში ევროკომისარ დიდიე რეინდერსს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას. აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველო მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების კუთხით.

30 სექტემბერი 2020, 21:53

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 12 845 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 845 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 63 ადამიანი გარდაიცვალა.

დავით ზალკალიანი

30 სექტემბერი 2020, 21:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ძალიან დროული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიაციატივა, ჩვენს მეზობლებს შესთავაზოს თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა და ამ პროცესში ევროპელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა გვაქვს

ძალიან დროული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიაციატივა, რომელმაც მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი მზაობა, საქართველო ნებისმიერი სახით ჩაერთოს სამშვიდობო ფორმატებში და ჩვენს მეზობლებს შესთავაზოს თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა. იმედი მაქვს, მათი მხრიდანაც ადეკვატური გამოხმაურებები იქნება. რაც შეეხება ევროპელ პარტნიორებს, ჩვენ ამ პროცესში მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანი

30 სექტემბერი 2020, 21:44

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გარეჯის თემაზე: ჩვენ გაგვიჩნდა მყარი არგუმენტები, რომლითაც ვისაუბრებთ კომისიის ფარგლებში

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მასთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც.

მიხეილ სააკაშვილი

30 სექტემბერი 2020, 21:41

მსოფლიო

სომხეთის განათლების მინისტრი მიხეილ სააკაშვილისთვის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევას ითხოვს

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, არაიკ არუთუნიანი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართავს თხოვნით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვან.

კახა კახიშვილი

30 სექტემბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, ისნის მაჟორიტარულ ოლქში 53,9%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, ისნის ოლქში„ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობენ. ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.