imedi /  20 თებერვალი 2020, 11:56 / სანდო წყარო

მამუკა ხაზარაძე: ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ

მამუკა ხაზარაზე

მამუკა ხაზარაზე

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ხაზარაძე აცხადებს, რომ მისთვის სიტყვა - დამხობა, რომელიც დღეს ციხის დატოვების შემდეგ, ექსპრემიერმა გამოიყენა, მიუღებელია. 

„ჩემთვის პირადად მიუღებელია სიტყვა დამხობა. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის. ჩვენ თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად, არანაირი შეხვედრა არ იყო და არც იგეგმება“, - განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს. 

ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა. 

თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროსთან მას მხარდამჭერები დახვდნენ.

2013 წელს დაკავებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს

ყველა სიახლე

გოგი მეშველიანი

27 სექტემბერი 2020, 21:55

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე: მიმაჩნია, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

„ამ ყველაფერ მე ვუკავშირებ ორი დღის წინანდელ მუქარას, როცა ერთ-ერთ ჩვენ აქტივისტს, ხაიამ მისაევს დღევანდელ ინციდენტში მონაწილე მთავარი პირი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, ვინმე არიფ იუსუპოვი დაემუქრა ანგარიშსწორებით, თუ ის გააგრძელებდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობას და აქტიურ აგიტაციას. მე მიმაჩნია, ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წინასწარ განწირულ არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გაშავებას და ვითარების წარმოჩენას ისე, თითქოს ჩვენ ვახორციელებთ ძალადობას“, - განაცხადა მეშველიანმა.

დავით მათიკაშვილი

27 სექტემბერი 2020, 21:04

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს არის „ნაცმოძრაობის" სტილში განხორციელებული ვანდალური აქტი

„ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიულად განწყობილი მივიდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას რო რეაგირება არ მოყვა გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე. მოხდა ჩხუბი, დაზარალდნენ „ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც გადაყვანილები არიან კლინიკაში. ვიმეორებ, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი. სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები",- განაცხადა მათიკაშვილმა.

27 სექტემბერი 2020, 20:57

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

საღამოს კი ხელკეტებით შეიარაღებული „ნაცმოძრაობის“ 30-მდე აქტივისტი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა, მოხდა დაპირისპირება. დაშავებულია მმართველი გუნდის რამდენიმე აქტივისტი, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ნიგერია ისლამური სახელმწიფო

27 სექტემბერი 2020, 20:23

მსოფლიო

ნიგერიაში ისლამისტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. ისლამისტები გზაზე ჩასაფრდნენ და სამთავრობო ბადრაგს დაესხნენ თავს. ნიგერიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შედეგად 4 ჯარისკაცი, 10 პოლიციელი და 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აქცია მინსკი ბელარუსი

27 სექტემბერი 2020, 20:02

მსოფლიო

ბელარუსში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პოლიცია სპეცსაშუალებების გამოყენებას აღიარებს და ამას იმით ხსნის, რომ აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. სამართალდამცველებმა დღევანდელ დემონსტრაციებზე სულ მცირე 50 ადამიანი დააკავეს.

კორონავირუსი

27 სექტემბერი 2020, 19:45

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 120 პაციენტი მკურნალობს. მათგან 117-ს ვირუსი დადასტურებული აქვს. 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

ნიკოლ ფაშინიანი

27 სექტემბერი 2020, 19:25

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს

„ჩვენ განვიხილავთ განვითარების ყველა სცენარს. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“,- განაცხადა ფაშინიანმა.

ალექსანდრე მოწერილია

27 სექტემბერი 2020, 19:09

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დემოკრატიზაციისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი

27 სექტემბერი 2020, 19:07

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში არსებული ვითარება ვლადიმერ პუტინთან განიხილა

„სომხური მხარის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიანი ყარაბაღის ზონაში სიტუაციის მკვეთრი ესკალაცია განიხილეს“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ბელარუსი

27 სექტემბერი 2020, 18:48

მსოფლიო

ბელარუსში აქციის მონაწილეებს აკავებენ

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე პროტესტის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსულმა სააგენტოები იტყობინებიან, რომ დაკავებულია სულ მცირე 10 ადამიანი. რამდენიმე მეტროსადგური დაიხურა და მობილური ინტერნეტი მიუწვდომელი გახდა.

ანდრია ბასილაია

27 სექტემბერი 2020, 18:34

კულტურა

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველი კონცერტი გამართა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო.

27 სექტემბერი 2020, 18:19

მსოფლიო

აზერბაიჯანმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

აზერბაიჯანის პარლამენტმა დღეს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო, და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს. საომარი მდგომარეობა შემდეგ ქალაქებში ამოქმედდება: ბაქო, განჯა, ევლახი, გეიგელი. სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ჟოზეპ ბორელი

27 სექტემბერი 2020, 18:03

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთს და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი განცხადებას ავრცელებს.

ნატო

27 სექტემბერი 2020, 17:55

მსოფლიო

ნატო: მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი.

მსოფლიო მედია

27 სექტემბერი 2020, 17:53

საზოგადოება

რას წერს უცხოური მედია საქართველოზე - ტელეკომპანია „იმედის“ მიმოხილვა

კორონავირუსის პანდემია, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ეს ის თემებია, რაზეც უცხოურმა მედიამ ამ კვირაში გაამახვილა ყურადღება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 სექტემბერი 2020, 17:40

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას

აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთის ძალადობრივმა ქმედებებმა აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ავსტრალია ტასმანია ვეშაპი

27 სექტემბერი 2020, 17:26

მსოფლიო

ავსტრალიაში ნაპირზე გამორიყული ვეშაპების სამაშველო ოპერაცია დასრულდა

ოპერაციაში მონაწილეობას 100-ზე მეტი მაშველი იღებდა. ამის მიუხედავად, ვეშაპების უმეტესობა მოკვდა. ახლა სპეციალისტები მათი ცხედრების ოკეანეს სიღრმეში გადასვენებაზე მუშაობენ.

27 სექტემბერი 2020, 16:59

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 5 380 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 991 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 991 224 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 32 730 945 ადამიანი დაინფიცირდა.

ტოჩინოშინი

27 სექტემბერი 2020, 16:58

სპორტი

ტოჩინოშინი მე-15 ბრძოლაში ჰოკოტოფუჯისთან დამარცხდა

ტოჩინოშინი აკი ბაშოს ბოლო, მე-15 ბრძოლაში ჰოკოტოფუჯისთან დამარცხდა. ტოჩისთვის აღნიშნული მარცხი სუპერტურნირზე მეცხრეა. ლევან გორგოძემ მხოლოდ 6 გამარჯვების მოიპოვება შეძლო და დიდი ალბათობით, რეიტინგში 2-3 საფეხურით დაქვეითდება.

ნიკოლ ფაშინიანი

27 სექტემბერი 2020, 16:52

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ყარაბაღში სიტუაციის ესკალაცია შესაძლოა საერთაშორისო უსაფრთხოებას დაემუქროს

„კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანის რეჟიმს შეუძლია დანაშაულებრივი ქმედებები დაიწყოს სომხეთის საზღვრების მიმართულებით და პროვოკაციების გამოყენებით მთელს რეგიონში არასტაბილური ვითარება დათესოს. დანაშაულებრივი თავდასხმა ღირსეულ პასუხს მიიღებს“, - განაცხადა პრემიერმა.