imedi /  20 თებერვალი 2020, 13:17 / სანდო წყარო

შოთა უტიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ბრძოლის გზით ხელისუფლების შეცვლაში წვლილს შეიტანს

შოთა უტიაშვილი

შოთა უტიაშვილი

შოთა უტიაშვილი დარწმუნებულია, რომ ვაო მერაბიშვილი პოლიტიკური ბრძოლის გზით ხელისუფლების შეცვლაში წვლილს შეიტანს. 

ამის შესახებ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ჟურნალისტებს ექსპრემიერის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპრემიერის მიერ საპატიმროს დატოვების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები მიდიან. 

„მოვედი, რომ ვნახო, 7 წელია, არ მინახავს, ჩემი ახლო მეგობარია და მინდა, ვნახო. მოვიკითხო, მივულოცო. მერე პოლიტიკაზე საუბრის დროც გვექნება“, - აღნიშნა უტიაშვილმა. 

რაც შეეხება პოლიტიკური გეგმებს, შოთა უტიაშვილის თქმით, "ვანო მერაბიშვილი 7 წელი იჯდა სამარტოო საკანში და დრო სჭირდება, რომ გაერკვეს". 

თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროსთან მას მხარდამჭერები დახვდნენ.

2013 წელს დაკავებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

26 აგვისტო 2026, 10:44

მსოფლიო

პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 10:33

ჯანდაცვა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა

მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.

26 აგვისტო 2026, 10:32

საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე

ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

სედრაკ ქოჩარიანი

26 აგვისტო 2026, 10:14

მსოფლიო

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის შვილს სედრაკ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 10:05

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ. კონსალტინგი“ საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.

26 აგვისტო 2026, 10:04

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ.

26 აგვისტო 2026, 09:40

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა სავიზო გასაუბრებები მსოფლიო მასშტაბით შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით სავიზო მომსახურების მსურველთათვის გასაუბრებების ჩატარება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 09:32

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, დღის ბოლომდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 27-დან 32 გრადუსამდე იქნება.

26 აგვისტო 2026, 09:27

მსოფლიო

პოლონეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება

პოლონეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. სოციოლოგიური გამოკითხვა „პოლსტერის“ ლაბორატორიამ ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 53% ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადაცემას.

26 აგვისტო 2026, 09:24

მსოფლიო

მედია: უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე NORSI-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 09:23

მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

26 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა. პროექტში გორის მუნიციპალიტეტიდან 16-დან 21 წლამდე ასაკის 180 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

26 აგვისტო 2026, 09:17

საზოგადოება

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს რატი იონათამიშვილი და არჩილ ბერიძე ეწვივნენ

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად სპორტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში არიან ჩართულები. ამჯერად ბანაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარლამენტის წევრი, არჩილ ბერიძე ეწვივნენ.

26 აგვისტო 2026, 09:14

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხს ამოწმებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მშენებლობის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვისა და პერიოდული შეკეთების პროცესში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს.

26 აგვისტო 2026, 09:12

საზოგადოება

თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

დამონტაჟდა სარწყავი ქსელი და გარე განათება. მოეწყო საპარკო ინვენტარი - დამონტაჟდა ურნები, სკამები. ასევე ეწყობა საბავშვო სივრცე და მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. იგება რულონური ბალახიც.

26 აგვისტო 2026, 09:06

საზოგადოება

იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდიან - მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება

26 აგვისტო 2026, 09:00

საზოგადოება

განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გივი მიქანაძემ, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და პარლამენტის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

26 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. დაიბომბა ტამბოვის ოლქში მდებარე ობიექტი

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის უმსხვილეს ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. გვიან ღამით აფეთქებები რუსეთის ტამბოვის ოლქში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა, იუწყება უკრაინული მედია.

მარკო რუბიო

26 აგვისტო 2026, 02:39

მსოფლიო

AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის

ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

26 აგვისტო 2026, 00:47

სპორტი

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.