imedi /  20 თებერვალი 2020, 17:19 / სანდო წყარო

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: მივესალმები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას

ანა ფოტიგა

ანა ფოტიგა

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს მიესალმება, ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.


„ციხეში ვანო მერაბიშვილის მონახულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მე აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნული პატიოსნებით. ასეთ რთულ გარემოებებში მან შეძლო თავისი ცოდნის, პოლიტიკური გამოცდილების და როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი სიძლიერის გაღრმავება. მივესალმები მერაბიშვილის გათავისუფლებას“, - დაწერა ანა ფოტიგამ Twitter-ის გვერდზე. 

 

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

29 მარტი 2020, 08:40

COVID19

ბორის ჯონსონი ბრიტანელებს: სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, რის გამოც მოქალაქეები შეძლებისდაგვარად სახლში უნდა დარჩნენ. მთავრობის მეთაურის მიმართვის ტექსტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 30 მილიონი მისამართზე გაიგზავნება, პრემიერ-მინისტრის კანცელარია ავრცელებს.

სოფი-გრეგუარ ტრიუდო

29 მარტი 2020, 08:30

COVID19

კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლი კორონავირუსისგან განიკურნა

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს ცოლი, სოფი-გრეგუარ ტრიუდო კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. სოფი-გრეგუარ ტრიუდოს თქმით, ის თავს გაცილებით კარგად გრძნობს. კანადის პრემიერის მეუღლემ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და მოქალაქეებს დისტანცირების წესების დაცვისა და სოციალური ქსელების საშუალებით ურთიერთობისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი

29 მარტი 2020, 08:13

COVID19

დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტში კარანტინის გამოცხადება გადაიფიქრა

„კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს“, - წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ შტატების გუბერნატორებთან კონსულტაციის შედეგად მიღებულია გადაადგილების მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება, თუმცა ოფიციალური აკრძალვა არ გამოცხადდება.

ტორტი ტუალეტის ქაღალდი

29 მარტი 2020, 01:15

ტაბლოიდი

გერმანიაში ტუალეტის ქაღალდის ფორმის ტორტების წარმოება დაიწყეს

ტიმ კორტიუმმა ტუალეტის ქაღალდის ფორმის ნამცხვრები ჯერ სახუმაროდ დაამზადა, თუმცა მას შემდეგ რაც ისინი რამდენიმე წუთში გაიყიდა მთელი წარმოება ააწყო. დღეს მის საკონდიტროში 200-მდე ასეთი კექსი იყიდება. კორტიუმი მათ გამოსაცხობად მარმარილოს კექსების ტრადიციულ რეცეპტს იყენებს, შემდეგ კი თეთრი მინანქრით რთავს.

29 მარტი 2020, 01:08

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება - ამის შესახებ სახელწმიფო რწუმენებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

29 მარტი 2020, 00:53

COVID19

თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა. ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით! - ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი ესპანეთს უგზავნის. საქართველომ რამდენიმე დღის წინ სოლიდარობა იტალიელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

ლეკვები აკვარიუმში აშშ

29 მარტი 2020, 00:39

ტაბლოიდი

ჯორჯიაში კორონავირუსის გამო დახურულ აკვარიუმში ლეკვებმა გაისეირნეს 🐶🐶🥰 ვიდეო

ოდიმ და კარმელმა ცარიელ დარბაზებში ირბინეს, დაათვალიერეს თევზები. დატვირთული დღის შემდეგ კი დაძნებაც მოახერხეს.

ტაში დიდი ბრიტანეთი ექიმი

29 მარტი 2020, 00:18

ტაბლოიდი

ბრიტანეთში მეზობლები ექიმს სამსახურში ტაშით აცილებენ. ვიდეო

ახალგაზრდა ექიმისთვის სიურპრიზის მოწყობა მეზობლებს მისმა დედამ სთხოვა, ისინი კი მის ინიცაიატივას სიამოვნებით დათანხმდნენ. ტაილასთვის ეს ჟესტი იმდენად გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა, რომ მან ცრემლები ვერ შეიკავა.

ანა გაგნიძე

29 მარტი 2020, 00:06

COVID19

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი მეზობელ ბავშვებს სადარბაზოში ყოველდღე ზღაპრებს უკითხავს

გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი ანა მუსმან-გაგნიძე ყოველდღე მეზობელ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს. მას შემდეგ რაც ანა გაგნიძის ინიციატივის შესახებ ადგილობრივმა გამოცემამ, Augsburger Allgemeine-მ დაწერა.

კობა გვენეტაძე

28 მარტი 2020, 23:53

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გავლენა ვალუტის კურსზე ყველა ქვეყანაში იგრძნობა

საბანკო სისტემა გამოწვევას ხდება მომზადებული. ეს არის იმის შედეგი, რომ გვქონდა კარგი საზედამხედველო პოლიტიკა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

საგარეო

28 მარტი 2020, 23:38

COVID19

უკრაინასა და სლოვენიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, უკრაინასა და სლოვენიაში საქართველოს საელჩოებმა დროებითი საცხოვრებლით და პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.

თენგიზ ცერცვაძე

28 მარტი 2020, 23:28

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთ პირველ ინფიცირებულებზე: ცოლს კორონავირუსი ჰქონდა, ქმარს არა, თუმცა პალატაში მარტო არ დატოვა და ორი კვირის განმავლობაში ვირუსი არ გადაედო

მარნეულიდან არ გამოვლენილა იმაზე მეტი რაოდენობა ინფიცირებულების, ვიდრე ეს გამოვლინდა ცნობილ კლასტერებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შიდა გადაცემის ერთეული შემთხვევებია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

28 მარტი 2020, 23:19

COVID19

ლევან რატიანმა განმარტა, რატომ არიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები რისკჯგუფში

ახალი კორონავირუსის რისკჯგუფში 60 +1 ასაკის ადამიანები ითვლებიან. განსაკუთრებით თუ ანამნეზში აქვთ არტერიული ჰიპერტენზია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მარტი 2020, 23:07

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც ინფექციის უკონტროლო გავრცელების დიდ რისკებს შეიცავს

საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც ინფექციის უკონტროლო გავრცელების დიდ რისკებს შეიცავს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი განცხადებით, აქამდე ყველა ინფიცირებულის პირველწყარო იყო დადგენილი, ახლა კი არსებობს სამი შემთხვევა, როდესაც პირდაპირი კონტაქტები უცნობია.

28 მარტი 2020, 22:55

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ სამ ახალშობილს კორონავირუსი არ აქვს

ჩვენს კლინიკაში სამი ახალშობილია, რომლებიც მარნეულის საკარანტინო წითელი ზონიდან გადმოიყვანეს. საბედნიეროდ არცერთი მათგანი COVID19-ით ინფიცირებული არ არის, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მარტი 2020, 22:43

COVID19

თენგიზ ცერცვაძე სწრაფ ტესტებზე: 10-დან 9 კომპანიის წარმოება წუნდებულია

სწრაფი ტესტები ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ მას თავისი ნიშა აქვს და პანაცეად თუ რაღაც უნივერსალურ საშუალებად არ უნდა ჩავთვალოთ, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

28 მარტი 2020, 22:26

COVID19

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: აპრილის პირველი 15 დღე გაცილებით რთული იქნება

აპრილის პირველი 15 დღე გაცილებით რთული იქნება, ვიდრე აქამდე გასული 15 დღე, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა.

კორონავირუსი

28 მარტი 2020, 22:11

COVID19

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 მარტი 2020, 22:04

COVID19

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რიცხვი 10 023-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 12 384 შეადგინა. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ანჯელო ბორელის განცხადებით, რომ არა ის მკაცრი შეზღუდვები, რომელიც ხელისუფლებამ დააწესა, გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა.

28 მარტი 2020, 21:45

COVID19

„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი“ საკარანტინო ზონისთვის სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაეთმო

„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად სრული მომსახურების პაკეტით სახელმწიფოს საკარანტინე ზონისთვის უსასყიდლოდ გადაეცა. მათი ინფორმაციით, სასტუმრო-კომპლექსის მენეჯმენტი, „დრიმლენდ ოაზისის“ შესაბამისი მომსახურების სტანდარტით და სამჯერადი კვებით სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს უსასყიდლოდ უმასპინძლებს.