imedi /  21 თებერვალი 2020, 08:52 / სანდო წყარო

დღეს მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

მიხეილ კალანდია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაკავებულის მიმართ წარდგენილ ბრალზე დანაშაულებრივი ქმედება არ დასტურდება.

მიხეილ კალანდია სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 თებერვალი 2024, 01:54

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

29 თებერვალი 2024, 01:21

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი. უკრაინის დაფინანსების ფონდი Ukraine Facility ოთხ წელზეა გათვლილი და 50 მილიარდ ევროს მოიცავს გრანტებისა (17 მილიარდი ევრო) და სესხების (33 მილიარდი ევრო) სახით.

ადელი

29 თებერვალი 2024, 00:52

კულტურა

ადელმა ავადმყოფობის გამო ლას-ვეგასში კონცერტები გადადო

ასეთი გადაწყვეტილება მომღერალმა ექიმების რჩევით მიიღო, რომლებმაც მას „კარგად დასვენება“ ურჩიეს. ადელის თქმით, მას „სხვა არჩევანი არ ჰქონდა“. მომღერალმა დასძინა, რომ თავისი ბოლო კონცერტებისა და მათ შემდეგ აღებული პაუზის დროს სულ ავად იყო და ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.

29 თებერვალი 2024, 00:28

მსოფლიო

საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს

საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

29 თებერვალი 2024, 00:27

ტექნოლოგიები

Bloomberg: Apple-მა ელექტრომობილზე მუშაობა შეწყვიტა

პროექტს „ტიტანი“ ერქვა. Apple-მა მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. კომპანია სრულიად ავტონომიური ავტომობილის შექმნას გეგმავდა, რომელსაც საჭეც კი არ ექნებოდა, თუმცა შემდეგ ტრადიციული მანქანის კონცეფციას დაუბრუნდა. Apple-ს პროექტის დახურვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სოზარ სუბარი

29 თებერვალი 2024, 00:08

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო დიდი ეროვნული ამოცანა არ გვაქვს და ვერ წარმოვიდგენთ ქვეყანას, რომელსაც ამ მხრივ შეიძლება უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე ჩინეთია

„ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ შეიძლება , მალე, პირველი ეკონომიკაც გახდეს. ჩინეთთან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული აშშ-ს, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, უკრაინას და ა.შ. მათი ვაჭრობის დონზე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოსი. ეს პოტენციალი - როგორც შუა დერეფნის განვითარება, ისე ორმხრივი ვაჭრობის საკითხი, უნდა ავითვისოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადოს საქართველოში, თან ამას პოლიტიკური გავლენის მცდელობებს არ მოაყოლებს. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სუბარმა.

ვასილ ბასილაძე

29 თებერვალი 2024, 00:06

საზოგადოება

ვასილ ბასილაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში სურსათის უვნებლობა საკმაოდ მოწესრიგებულია და საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს

2023 წელს სააგენტომ 33 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სამართალდარღვევა მხოლოდ 3878 შემთხვევაში გამოიკვეთ, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

29 თებერვალი 2024, 00:04

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობაზე“: რუსთავის საკრებულოში კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა - უკვე კანონის დარღვევასაც აღარ ერიდებიან და სწორედ ამან გვაიძულა სასამართლოში მივსულიყავით

საკრებულო დღეს 35 წევრისგან არის დაკომპლექტებული. კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა თანამდებობები ისე გადაინაწილეს - გახარიას პარტიის წევრი არის საკრებულოს თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარეები არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ვასილ ბასილაძე

28 თებერვალი 2024, 23:56

საზოგადოება

ვასილ ბასილაძე: მომხმარებლის როლი სურსათის უვნებლობაში ძალიან დიდია

„მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მაგალითად სასურსათო მაღაზიაში ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს - ვადაგასული არის თუ არა მასზე დატანილი ინფორმაცია, კითხვადი თუ არის, ქართულად თუ აწერია და ა.შ. რესტორნის შემთხვევაში, როდესაც რაღაც არ მოგვეწონება, თავისუფლად შეგვიძლია დავრეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1501. ჩვენი ოპერატორები 24-საათიან რეჟიმში იღებენ შეტყობინებებს. შარშან დაახლოებით 4 000 შეტყობინება იყო შემოსული. ყველა მათგანზე იყო რეაგირება“, - აღნიშნა ბასილაძემ.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა

დიდი ხანია ვიცით, რომ პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ფონდები არის სამთავრობო ფონდები, როგორიცაა „იუესაიდი“ თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის ფონდები. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

28 თებერვალი 2024, 23:39

მსოფლიო

CNN: პენტაგონი განიხილავს უკრაინის დასახმარებლად დარჩენილი 4 მილიარდი დოლარის გამოყენებას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მსჯელობს, გამოიყენოს თუ არა უწყებისთვის ხელმისაწვდომი სახსრები უკრაინისთვის 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

28 თებერვალი 2024, 23:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე, ოპოზიცია კი იბრძვის, იმისთვის რომ სხვა ქვეყნის გავლენები გაიზარდოს საქართველოში

სამწუხაროდ ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიცია დღეს იბრძვის იმისათვის, რომ საქართველოზე უცხო ქვეყნის გავლენა გაიზარდოს.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციიდან საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს, ეს ნათელია და ამას აჩვენებს ყველა კვლევა

ის რომ ყველანი „ნაცები“ არიან სინამდვილეში, ეს ფაქტია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ არის ათამდე სხვადასხვა პარტიაში გაშლილი, მაგრამ ამ პარტიებიდან ბარიერის გადალახვის შანსი, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე გაილაშქრა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან კონსტიტუციის დარღვევა არის ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ

„რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულობას, პროევროპულობას თუ პროქართულობას - საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ქვეყანას აქვს ისეთი დონის სუვერენიტეტი, როგორიც არასოდეს ჰქონია. ამ სუვერენიტეტის განმტკიცება არის უმთავრესი მიზანი. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დაბრუნდა პოლიტიკაში, განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროკავშირში გაწევრიანება და ამის ბოლო ვადად 2030 წელი დაითქვა. ხოლო ამ ამოცანების დასახვამდე, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა სუბარმა.

გურამ მაჭარაშვილი

28 თებერვალი 2024, 23:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის ელჩის, დანიგანის სიტყვები, რომ ის ამაყი დედა, და და ცოლია, „ხალხის ძალის“ საპრევენციო განცხადების შედეგი იყო

„ჩვენ რომ პრევენციული ხასიათის ნაბიჯები არ გადავდგათ ხოლმე, პარტნიორი მხარე ვერ დაინახავს, რომ თურმე საქართველოში რაღაც მიუღებელია. ჩვენი პრევენციული ხასიათის განცხადების შემდეგ იყო აშშ-ის ელჩისგან ის პასუხი, რომ ის არის ამაყი დედა, და და ცოლი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ხვიჩა კვარაცხელია

28 თებერვალი 2024, 22:50

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოს“ დუბლი გაუტანა⚽

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი გაიტანა. იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 51-ე წუთზე გაიტანა, მეორედ კი მეტოქის კარი უკვე 75-ე წუთზე აიღო. პირველ ტაიმში კვარაცხელიას ანგარიშზე საგოლე გადაცემაა, რომლითაც ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

მიტჩ მაკკონელი

28 თებერვალი 2024, 22:33

მსოფლიო

სენატის უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობას დატოვებს

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობას დატოვებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 21:43

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ნაკლები მოქალაქე მიდის ევროკავშირის ქვეყნებში, ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება

საქართველოში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ნაკლები მოქალაქე მიდის ევროკავშირის ქვეყნებში, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

28 თებერვალი 2024, 21:25

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი მზად არის, კვლავ უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, კვლავ უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის.

28 თებერვალი 2024, 21:08

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

„ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტი კლიმატის ცვლილების შესახებ ახალ კანონზე მუშაობს, შესაძლებელია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში გარკვეული ცვლილებების განხორციელება გახდეს საჭირო. შესაბამისად, დავსახეთ შემდგომი შეხვედრების გეგმა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.