Wired: აშშ „გრუს“ საქართველოს წინააღმდეგ მასობრივი კიბერშეტევის მოწყობაში ადანაშაულებს
ფოტო: Shutterstock.com
აშშ-ბრალს სდებს რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოს („გრუ“) საქართველოს წინააღმდეგ მასობრივი კიბერშეტევის მოწყობაში, ამ სათაურით სტატიას Wired აქვეყნებს.
„ათწლეულზე მეტია, რაც რუსი ჰაკერები ცხოვრებას უმწარებენ მეზობელ ქვეყნებს: ხან ესტონურ ვებგვერდებს ბომბავენ და მონაცემთა გაცვლას აბინძურებენ, ხან ელექტროენერგიასაც თიშავენ უკრაინაში.
ვიდრე რუსეთის ეს სასტიკი და გამანადგურებელი კიბერშეტევები მხოლოდ უშუალოდ მიმდებარე რეგიონით შემოიფარგლებოდა, დასავლეთი, როგორც წესი, თვალს ხუჭავდა ამაზე. მაგრამ რადგან აშშ ცდილობს, თავიდან აიცილოს ნებისმიერი სახის ჩარევა მომდევნო არჩევნებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა გზა აირჩია, დაადანაშაულა რა რუსეთი გასული წლის შემოდგომაზე საქართველოს წინააღმდეგ მასობრივი ციფრული დივერსიის განხორციელებაში.
დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოს (რომელიც გრუ-ს სახელითაც არის ცნობილი) ადანაშაულებენ ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაში, რომლის შედეგად გაითიშა და დაზიანდა ათასობით ვებგვერდი - უფრო მეტიც, შეფერხდა 2 ტელეარხის მაუწყებლობა.
კერძოდ, ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს გამოცემა WIRED-ს, რომ ამერიკის და მისი მოკავშირეების დაზვერვის სამსახურებმა დაადასტურეს, რომ შეტევის უკან იდგა გრუ-ს სპეციალური ტექნოლოგიების მთავარი ცენტრი, რომლის კავშირიც Sandworm-თან - რუსი ჰაკერების ცნობილ ჯგუფთან პირველად გაცხადდა სახელმწიფო დეპარტამენტის არაორაზროვან განცხადებაში.
მანამდე აშშ იმავე ჯგუფს უკავშირებდა მავნებელ NotPetya ვირუსს, რომელიც 2017 წელს უკრაინაში გავრცელდა და 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანი მიაყენა ქვეყანას, ასევე „ოლიმპიური გამანადგურებლის“ (Olympic Destroyer) სახელით ცნობილ ვირუსს - ფხენიანში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საბოტაჟის მიზეზს.
განცხადება ასევე ეხმიანება თავად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მიერ დღეს გამოქვეყნებულ შედეგებს. აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მსგავსი გამოხმაურება მოსალოდნელია სხვა ქვეყნების მთავრობებისგანაც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გავავლოთ წითელი ხაზი და ვთქვათ: „არა, ეს მიუღებელია დასავლეთისთვის და ეს მიუღებელია ახლო საზღვარგარეთისთვის!“ - განუცხადა WIRED-ს ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა და მოითხოვა ანონიმურობის შენარჩუნება, რადგან მას არ აქვს უფლება, ამ საკითხზე გააკეთოს ოფიციალური განცხადებები.
ტერმინი „ახლო საზღვარგარეთი“ არის რუსული ტერმინის პირდაპირი თარგმანი, რომლითაც რუსები აღნიშნავენ ქვეყნის უშუალო სამეზობლოში მყოფ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. „ეს არის მხოლოდ გაგრძელება გრუ-ს იმ მეტ-ნაკლებად აგრესიული კიბერშეტევებისა, რომელთა მიზანს, ჩვენი აზრით, წარმოადგენს განხეთქილების დათესვა, საფრთხის შეგრძნების გაღვივება და დემოკრატიული ინსტიტუტების საფრთხეში ჩაგდება. ასეთი მოქმედების მიჩქმალვა, როცა მისი არსებობა და წყარო დაფიქსირებულია, ქმნის უმოქმედობის ნორმის დანერგვის რისკს, სისტემურ რისკს, რადგან ამით ჩვენ არ ვაცნობებთ მთელ მსოფლიოს, რომ ამ ტიპის მოქმედება მიუღებელია“.
28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის მთავარ სამიზნეებს, როგორც ჩანს, წარმოადგენდნენ ჰოსტინგის პროვაიდერები: პროსერვისი და Serv.ge. შეტევის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში პროსერვისი ამტკიცებდა, რომ დაზარალდა 15 000 მომხმარებელი. „გარიჟრაჟზე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კიბერშეტევა საქართველოს კიბერსივრცეზე“, - ვკითხულობთ კომპანიის პოსტში, რომელიც დაიდო ჰაკერული შეტევის დღეს.
ბევრ დაზარალებულ ვებგვერდზე ჰაკერებმა გამოიყენეს წვდომა პროსერვისის სისტემებზე, რათა განეთავსებინათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო (რომელიც 2013 წელს ქვეყნიდან წასვლის შემდეგ დაუსწრებლად დამნაშავედ ცნეს კორუფციის ბრალდებით) - ფოტოზე იყო საქართველოს დროშაზე გაკეთებული წარწერა: „მე დავბრუნდები“. „ვერაფრით ვერ ჩამოვხსენით, - ამბობს აბურჯანიძე, - სრული სიგიჟე იყო, გამაღიზიანებელი. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო შეგრძნება“.
იმავე დღეს განხორციელებული მე-2 შეტევის დროს ჰაკერებმა ასევე შეაფერხეს 2 ტელეარხის: „იმედის“ და „მაესტროს“ მაუწყებლობა. „ქსელი პარალიზებულია. სიგნალს ვერ ვიღებთ. ეთერში ვერ გავდივართ. ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს, - იმავე დღეს ქართულენოვან Facebook-ზე წერდა „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე, - ვმუშაობთ, რათა მალე დავბრუნდეთ ეთერში!“
საქართველოს აქვს რუსეთთან კონფლიქტის, - როგორც ფიზიკური, ისე ციფრული კონფლიქტის, - ხანგრძლივი ისტორია. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში იქ მცხოვრები რუსულენოვანი უმცირესობების დაცვის საბაბით და, შედეგად, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, რომელსაც დღესაც აკონტროლებს. ამ ფიზიკურ აგრესიას ახლდა მეტ-ნაკლებად უხეში კიბერშეტევების ტალღა, რომელმაც დააზიანა და გათიშა ქართული ვებგვერდები - ეს იყო ჰიბრიდული ომის პირველი ნათელი მაგალითი, რომელიც გულისხმობს ფიზიკური და ციფრული თავდასხმის ერთდროულად გამოყენებას. (მართალია, რუსეთის მთავრობის კავშირი ამ კიბერშეტევებთან დღემდე არ დადასტურდა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი გვერდის ჰოსტინგი, გამოყენებული ამ შეტევების კოორდინირებაში, დაფიქსირებული იყო კონკრეტული კომპანიის IP მისამართზე, რომლის სათავო ოფისიც განლაგებულია გრუ-სთან დაკავშირებული სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის გვერდით).
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უარი უთხრეს WIRED-ს რაიმე მტკიცებულების გამხელაზე, რომელთა საფუძველზე დადგინდა, რომ სწორედ „გრუ“ არის პასუხისმგებელი ამ შეტევებზე - ასევე ჰაკერების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტების და მეთოდების რაობის გამხელაზე.
„ჩვენ არ გვაქვს რაიმე ტექნიკური შეფასება იმის შესახებ, რომ ეს იყო რუსეთი, თუმცა ნამდვილად ვიცით, რომ წყარო მის სამეზობლოში მდებარეობს, რომელსაც ისინი მართავდნენ ინფორმაციული ოპერაციების თვალსაზრისით“, - განაცხადა უსაფრთხოების დაზვერვის ფირმა Crowdstrike-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ადამ მეიერსმა, - ეს ყველაფერი თანხმობაშია რუსეთის ტაქტიკებთან, კონკრეტული შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფს შორის გამოწვეულ უთანხმოებასა და კონფლიქტთან შედარებით“.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლექტორის, ხათუნა მშვიდობაძის თანახმად, რომლის სპეციალიზაციას წარმოადგენს კიბერუსაფრთხოება, შეტევები განხორციელდა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე.
სააკაშვილის ფოტოს გამოქვეყნების მიზანი შეიძლება ყოფილიყო დაძაბულობის შემდგომი გაღვივება - თითქოს შეტევების უკან პროდასავლური „ჰაკტივისტები“ იდგნენ. „ცნობილია, რომ რუსეთი ხშირად მოქმედებს სხვისი სახელით - ეს მათი ხელწერაა, - ამბობს მშვიდობაძე, - რუსეთს არ უნდა, მეზობლად ჰყავდეს წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა“.
მშვიდობაძე ასევე ვარაუდობს, რომ ისევე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, რუსეთი საქართველოსაც იყენებს საცდელ ლაბორატორიად კიბერ ომის ახალი ინოვაციების შესაქმნელად, დაწყებული არჩევნებში ჩარევით და შეტევებით ენერგოსისტემაზე და დამთავრებული მონაცემთა განადგურების ვირუსებით. „შეიძლება ასეთ ცდებსაც ატარებენ და ამოწმებენ, სად არის საჭირო გაუმჯობესება, რათა შემდეგ გამოიყენონ ევროპასა თუ ამერიკაში“, - ამბობს მშვიდობაძე.
როგორც ობამას, ისე ტრამპის ადმინისტრაციამ დაუშვა წლების განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ შეტევების დაუსჯელობა, მიუხედავად გაფრთხილებებისა, რომ მსგავსი რამ მალე მთელ მსოფლიოში შეიძლება მოხდეს. ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო ზომები მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინაში გავრცელდა გრუ-ს ვირუსი NotPetya და ზარალი მიაყენა დასავლელებს: მაგალითად, კომპანიებს Maersk, Merck, და FedEx. შეტევიდან 8 თვეში თეთრმა სახლმა, ასევე გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და კანადამ, მიუთითეს რუსეთზე, როგორც ამ შეტევის წყაროზე. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციამ ამისთვის რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები.
ამერიკელი ოფიციალური პირები არ ამხელენ, აპირებს თუ არა ადმინისტრაცია რაიმე სხვა ზომების მიღებას საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევების საპასუხოდ - მაგალითად, ოფიციალური ბრალდებების წაყენებას ან სანქციების შემოღებას. მაგრამ ამ ჯერზე სავარაუდოა, რომ ადმინისტრაცია მხოლოდ დისციპლინარული ხასიათის გზავნილს უგზავნის რუსეთს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაში, რადგან მსგავსი ტაქტიკა შეიძლება იყოს გამოყენებული წელს საქართველოში ან, თუნდაც, ამერიკაში არჩევნების დროს.
2016 წლის არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევის კამპანიის შემდეგ (დაწყებული დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე ჰაკერული შეტევით და დამთავრებული დეზინფორმაციის ტროლების ქარხნებით) ამერიკის დაზვერვის სამსახურები არაერთხელ გამოვიდნენ გააფრთხილებით, რომ კრემლის გააგრძელებს ამერიკის პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებს და რომ მსგავსი რამ, დიდი ალბათობით, განმეორდება 2020 წელსაც. არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს შეტევა ნავთობის უკრაინულ კომპანიაზე Burisma, ცდილობდნენ რა კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას, როგორც კომპრომატს ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ - ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი ხსენებული ფორმის დირექტორთა საბჭოს წევრი გახლდათ.
უფრო მეტიც, ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი უკვე მოემზადა არჩევნებში ჩარევის მიზნით მონაცემთა განადგურებაზე ორიენტირებული შესაძლო კიბერშეტევებისთვის. ამერიკის კიბერნეტიკული თავდაცვის შტაბმა განახორციელა რამდენიმე კამპანია, რომელთა ფარგლებში გზავნილები დაეგზავნათ უშუალოდ რუს აგენტებს და განადგურდა სერვერები, რომლებსაც იყენებდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი ინტერნეტის კვლევის სააგენტო პეტერბურგში.
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევების საჯაროდ დაკავშირება რუსეთთან წარმოადგენს კიდევ ერთ მიდგომას, რომლის მიზანიცაა წლების განმავლობაში კრემლის მოურიდებელი ჰაკერული კამპანიის მოგერიება.
„ეს გახლავთ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა წინასაარჩევნო პერიოდში, - განუცხადა Wired-ს ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით.
„საპასუხო მოქმედების არარსებობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო მასშტაბურ მოქმედებას გამოიწვევს - მაგალითად, უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მსგავს შეტევას“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმჯობესია, ახლა დავადანაშაულოთ „გრუ“ საქართველოში განხორციელებულ შეტევებში და ჰაკერული მეთოდებით ფოტოების გამოქვეყნებაში, ვიდრე ველოდოთ, ვიდრე „გრუ“ ბევრად უფრო სერიოზულ მცდელობას განახორციელებს, თანაც ჩვენს საზღვრებთან ბევრად უფრო ახლოს“, - წერს Wired.
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 22:50
პოლიტიკა
გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია
წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 22:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ
განათლების რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ყველა ოჯახთან არის დაკავშირებული. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 22:45
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ
14 სექტემბრიდან გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. გამონაკლისი დაიშვა. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის მეთაურმა, რომ წელს, რადგან პირველი წელიწადია ამ რეფორმის, გავითვალისწინეთ ეს გარემოება და აპლიკანტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:27
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს
„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ეს ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:14
საზოგადოება
განათლების მინისტრი: მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება
„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება. ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:02
საზოგადოება
გივი მიქანაძე პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებაზე: ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტი
ეს საკითხი ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და მასზე მუშაობა სისტემატურად მიმდინარეობს. შარშან რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ბიუჯეტი, შევეცადეთ, რომ ტექნიკურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან მიმართებით 20%-იანი ზრდა გვქონოდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 21:57
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამით პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:56
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ
24 ლარი საათში მიეცემა ნებისმიერი სტატუსის მასწავლებელს, ხოლო დანამატი 150 და 300 ლარი წამყვანისა და მენტორის კონკრეტული ფუნქციის შესრულებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 21:32
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: კომპეტენციადადასტურებულ ყველა მასწავლებელს თანაბრად უნდა მიეცეს შესაბამისი საგნის სწავლების შესაძლებლობა - ჩვენი მიზანია მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სისტემა ისე დაეხმაროს, რომ მან კომპეტენციის დადასტურება მოახერხოს
„ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არსი მასწავლებელი და მასწავლებლის მხარდაჭერაა. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სკოლებში და არ აქვთ კომპეტენცია დადასტურებული, წელიწადში ორჯერ მივეცით საშუალება, რომ გამოცდაზე გასულიყვნენ და დამატებით, „მასწავლებლის სახლისგან“ ტრენინგებიც მივაყოლეთ. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება თითოეული მასწავლებელი, რომელიც დღეს სკოლაშია, წლებია ასწავლის. სისტემას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ კომპეტენცია ვერ დაადასტურონ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
12 სექტემბერი 2026, 21:23
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: ჩვენ შევცვალეთ სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია. ბავშვი პასიური მსმენელი კი არ უნდა იყოს, არამედ შემოქმედი და ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში
ზოგადი განათლების ეროვნულმა მიზნებმა მოგვცა ჩვენ ასეთი დაკვეთა, რომ სკოლამ უნდა გაზარდოს საკუთარი ქვეყნის ისტორიის, ტრადიციისა და კულტურის მცოდნე მოქალაქე, შესაბამისი საგანი უნდა ასწავლოს ხარისხიანად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 21:13
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება, თუმცა გამოწვევა პატარა მასშტაბის არ არის
„ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:10
საზოგადოება
გია მურღულია: ჩვენ ლიტერატურაში ვასწავლით ჰაგიოგრაფიას, ვერაფერს გაიგებს ბავშვი, თუ ზედაპირული წარმოდგენა მაინც არ აქვს ბიბლიაზე - ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი
„ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი. მას აქვს წმინდა საგანმანათლებლო განზომილება. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სკოლაში ვიღაც შევიდეს და პროზელიტიზმის სწავლება დაიწყოს, რაც კანონით აკრძალულია, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ წმინდა საგანმანათლებლო საზრისზე“, - აღნიშნა მურღულიამ.
12 სექტემბერი 2026, 20:46
საზოგადოება
გივი მიქანაძე: შეიქმნა ინკლუზიისა და სტრატეგიის დეპარტამენტი, რომლითაც სამინისტროს მხრიდან გამოიკვეთა ამ საკითხზე ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრირება
რეფორმის ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ გასული წლის 2 დეკემბერს საჯაროდ წარვადგინეთ და შემდეგ 2-თვიანი განხილვების შემდეგ მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა, 8 გამოწვევაზეა ორიენტირებული. 8 გამოწვევიდან, ერთ-ერთი არის ინკლუზიის კომპონენტი. ჩვენ პრიორიტეტულად გამოვყავით ეს მიმართულება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 20:44
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება, რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები
სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 20:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება
ისეთ ქვეყნებში, სადაც სასკოლო ფორმა არ არის შემოღებული, ბულინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ჩაცმულობა, რომელიც ქმნის ორ პრობლემას, პირველი არის ის, რომ ბავშვი სოციუმიდან გარიყულია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბავშვი ამ ყველაფერში ადანაშაულებს მშობელს, რადგან მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის მდგომარეობას ისე, რომ მას ყოველკვირეულად ახალი ჩაცმულობა ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმის რეფორმაზე მსჯელობისას.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება
ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და I, VII და X კლასებში შემოგვაქვს ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები
„სასკოლო მიმართულებით ჩვენი უმთავრესი მიმართულება არის სახელმძღვანელოების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და შემოგვაქვს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით, ასევე რიგ სხვა კლასებშიც გარკვეული სახელმძღვანელოები, რომელიც სრულიად ახალია და ერთი სტანდარტის სახელმძღვანელო იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში“ - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 19:05
სამართალი
პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი
ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
12 სექტემბერი 2026, 18:47
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს


