imedi /  21 თებერვალი 2020, 16:26 / სანდო წყარო

EURACTIV: საქართველო რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კიბერთავდასხმა

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა EURACTIV გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე სტატიას აქვეყნებს.

„საქართველო ავრცელებს ინფორმაციას „რუსეთის მიერ განხორციელებული“ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ“, - ამ სათაურით  სტატიაში 2020 წლის 20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაა მოყვანილი:

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება“.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთეს სპეციალური განცხადებები, რომელშიც ნათქვამია, რომ კიბერ შეტევა განხორციელდა რუსეთის „გრუ“-ს სადაზვერვო დანაყოფ „Sandworm”-ის მიერ.

სტატიის ავტორი იუწყება იმასაც, რომ რუსეთის ეს ქმედება დაგმეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

EURACTIV-ის გარდა, მომხდარ კიბერშეტევას ეხმაურებიან სხვა მედიასაშუალებებიც, მათ შორის ბელგიური RTBF და რადიო თავისუფლება (Radio Free Europe).

სტატიებში ნათქვამია, რომ აშშ და გაერთიანებული სამეფო საქართველოს მხარს უჭერენ და ფართომასშტაბიან კოორდინირებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის ფედერაციას ადანაშაულებენ. 

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

08 აპრილი 2020, 23:34

COVID19

საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმი 15 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება

საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმი 15 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუზუსტებიათ, თუ სანამდე გასტანს იზოლაციის რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მოქალაქეებს მიმართავს და დეტალურად ისაუბრებს ახალ ზომებზე.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 23:32

COVID19

დავით ზალკალიანი: ​ჩვენ ვმოქმედებთ იმ რესურსის ფარგლებში, რა რესურსიც გააჩნია ხელისუფლებასა და ჩვენს საელჩოებს

ჩვენ ვმოქმედებთ იმ რესურსის ფარგლებში, რა რესურსიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საელჩოებსა და ასევე იმ შეზღუდვების პირობებში, რა შეზღუდვებიც დაწესებულია- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო უწყება ასევე ემორჩილება მსოფლიო ჯანდაცვის მიერ გაწერილ პროცედურებსა და პროტოკოლს და კოორდინირებულად მოქმედებს საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებასთან.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 23:10

მსოფლიო

CNBC-ის გამოკითხვა: პირველად სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი ამერიკელია ტრამპით კმაყოფილი, ვიდრე უკმაყოფილო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი 6%-ით გაიზარდა და 46% შეადგენს, ხოლო პრეზიდენტით უკმაყოფილთა რიცხვი კი 43%-მდე შემცირდა. აღნიშნულს ცხადყოფს ტელეკომპანია CNBC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

ალექსანდრე გოგინავა

08 აპრილი 2020, 23:03

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: დიდი ალბათობით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა

დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კვლევები მიმდინარეობს და ძალიან დამაიმედებელი პროგნოზებია.

08 აპრილი 2020, 23:01

COVID19

ილინოისში კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო მერის ცოლი დააპატიმრეს

ილინოისში კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო ქალაქის მერის ცოლი დააპატიმრეს. ამის შესახებ CNN იტყობინება. შემთხვევა ქალაქ ალტონში მოხდა. მერმა ბრენტ უოლკერმა პოლიციას განკარგულება მისცა, ადგილობრივი ბარები ინტენსიურად შეემოწმებინათ და კარანტინის რეჟიმის დამრღვევები გამოევლინათ. კანონის ერთ-ერთი დამრღვევი კი მერის ცოლი აღმოჩნდა, რომელიც სამართალდამცველებმა ბარში ქალაქის რამდენიმე მცხოვრებთან ერთად დააპატიმრეს. კარანტინის რეჟიმის დარღვევა 2500 დოლარის ოდენობით ჯარიმას ან 346-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ილინოისში ნებისმიერი შეკრება აკრძალეს.

08 აპრილი 2020, 23:00

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლუგარის ლაბორატორიიდან სამ საეჭვო პაციენტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში იმ ათ მედიკოსს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება, რომლებსაც დაინფიცირებულ ინფექციონისტთან ჰქონდათ უშუალო კონტაქტი. საკონტროლო ტესტი ჩაუტარდება კოვიდ-19 ის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთს. თუ ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მეოთხე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

აჰმედ ზაკაევი

08 აპრილი 2020, 22:50

COVID19

აჰმედ ზაკაევი კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი ემისარი აჰმედ ზაკაევი კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ პროექტი „კავკაზ რეალიი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის ზაკაევი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. აჰმედ ზაკაევმა პოლიტიკური თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში 2003 წელს მიიღო. რუსეთის ხელისუფლება მას ტერორისტულ საქმიანობაში სდებს ბრალს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 22:47

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბერნის მხარდამჭერები „რესპუბლიკურ პარტიას“ უნდა შემოუერთდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატორ ბერნი სანდერსის მხარდამჭერებს მოუწოდებს, „რესპუბლიკურ პარტიას“ შეუერთდნენ. დონალდ ტრამპის თქმით, რომ არა სენატორი ელიზაბეტ უორენი, სენატორი ბერნი სანდერსი „სუპერ სამშაბათზე“ საკმარის ხმებს აიღებდა.

08 აპრილი 2020, 22:43

COVID19

აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტების მოძიება გრძელდება

აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტების მოძიება გრძელდება. 70 პირს უკვე აუღეს ანალიზი. პასუხებზეა დამოკიდებული გამკაცრდება თუ არა ქობულეთში ზომები. გამოსაკვლევთა შორის არიან ქობულეთის სამედიცინო ცენტრის მედიკოსებიც, სადაც ვირუსის დადგენამდე იმყოფებოდა ბათუმში დაინფიცირებული 60 წლამდე ქალის მამა. 80 წლის მამაკაცსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სამედიცინო ცენტრი და სოფელ გვარას ამბულატორია მეორე დღეა დაკეტილია. ადგილზე ეპიდემიოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

არჩილ თალაკვაძე

08 აპრილი 2020, 22:39

COVID19

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ძალისხმევა ორი ძირითადი ამოცანისკენ არის მიმართული - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლების მთავარ ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს - ჯანდაცვის სისტემა, ასევე, სხვა მოკავშირე სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 22:37

COVID19

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება

იმედი მაქვს, რომ ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში ეს ყველაფერი დამთავრდება და ზაფხული გვექნება კარგი, მაგრამ მერე გველის ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონი იწყება - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის თქმით, ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, არც წამალი იქნება ამ ექვს თვეში და ვირუსს ხელახლა შევხვდებით.

08 აპრილი 2020, 22:31

COVID19

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი სასურსათო პროდუქტი 1105 ოჯახს გადაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პროდუქტი ჯამში 1105 ოჯახს გადაეცა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 ათასი ლარი დაიხარჯა. 10 დასახელების პირველადი მოხმარების პროდუქტის გაცემის პროცესი საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობდა. "შევადგინეთ 34-ლარიანი სასურსათო კალათა, რომელიც ყველა აღსაზრდელის ოჯახს გადავეცით. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ადგილზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა საჭირო ნორმა ყოფილიყო დაცული. შედეგად, თავიდან ავიცილეთ მშობელთა თავშეყრა და მოხდა სოციალური დისტანციის დაცვა," - განაცხადა სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა.

08 აპრილი 2020, 22:24

COVID19

ვანში დაინფიცირებული ქალის ქმარსა და სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

იმერეთსა და ქვემო სვანეთში COVID-19-ის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ლაბორატორიაში 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან კორინავირუსზე სამი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორისაა ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლე და სიძე. ინფექცია დაუასტურდა ასევე ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს და დაინფიცირების წყაროს იკვლევენ.

ენდრიუ კუომო

08 აპრილი 2020, 22:18

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: არ მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია მოდევნო კვირების განმავლობაში შეიძლება სტაბილიზირდეს, თუ სოციალური დისტანცირების პოლიტიკა დაცული იქნება. „არა მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. არა მგონია, რომ გუშინდელ დღეს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, ახალ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.

კორონავირუსი საქართველო

08 აპრილი 2020, 22:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 353 მოქალაქე რჩება.

08 აპრილი 2020, 22:14

COVID19

თურქეთში კორონავირუსმა კიდევ 87 ადამიანი იმსხვერპლა

თურქეთში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 87 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 812-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ის 4 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისათვის თურქეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 38 226 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 1846 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 22:07

COVID19

გიორგი ფხაკაძე: ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა

ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. ეს არის კრიზისის სწორი გადაწყვეტა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან მადლობა გადაუხადო პოლიციას და მთლიანად შს სამინისტროს, რომელმაც მისი თქმით, გმირული სამუშაო შეასრულა. გიორგი ფხაკაძემ სწრაფი ტესტების გამოყენების შესახებაც ისაუბრა და ის პრიორიტეტული ჯგუფები დაასახელა, ვისაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს სწრაფი ტესტირება.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 22:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​საქართველო მზადაა ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით

მინისტრის თქმით, საქართველო მიესალმება საზღვაო შენაერთს, რომლის შემადგენლობაშიც ბულგარული, კანადური, იტალიური, რუმინული და თურქული ხომალდები შედიან და მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

08 აპრილი 2020, 21:59

COVID19

ვანში ინფიცირებული 75 წლის ქალის კონტაქტების კვლევა თითქმის დასრულებულია

ვანში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 75 წლის ქალის კონტაქტების კვლევა თითქმის დასრულებულია. მისი ახლო კონტაქტების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხი დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი. თვითიზოლაციაშია გადასული მასთან შემხებლობაში მყოფი 30 ადამიანი და მათ ექიმები აკვირდებიან. ამ დრომდე არცერთ მათგანთან სიმპტომები არ გამოვლენილა. ეპიდემიოლოგებმა პირველადი თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 25 პროცენტს უკვე ჩაუტარეს. ჯერჯერობით ტემპერატურა არავის უფიქსირდება. ვირუსის სიმპტომებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული პაციენტის მეუღლეც.

ბორის ჯონსონი

08 აპრილი 2020, 21:51

COVID19

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერი საწოლზე წამოჯდომას ახერხებს და ექიმებს ესაუბრება, თუმცა ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. 55 წლის ჯონსონი სენტ-ტომასის კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს. 6 აპრილს ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.