imedi /  21 თებერვალი 2020, 11:18 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა

მიხეილ ჩხენკელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს, ქემლინ ფურლის უმასპინძლა და არსებული და სამომავლო გეგმები განიხილა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ლტოლვილთათვის არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის - ქართული ენის შემსწავლელ პროგრამას როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. 

თავის მხრივ, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა მინისტრს სამაგალითო თანამშრომლობისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა და ქემლინ ფურლიმ შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების განათლების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. 

საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ყველა სიახლე

დაკავება

01 ოქტომბერი 2020, 13:06

სამართალი

5 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის კაცს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

კახა კალაძე

01 ოქტომბერი 2020, 13:00

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველო ევროპულ ოჯახს ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუახლოვდა

ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან - საქართველო ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია და მთავარი მიზანია, რომ ძალიან სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 8-წლიანი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

კელი დეგნანი ფერმა

01 ოქტომბერი 2020, 12:59

რეგიონი

კელი დეგნანმა კახეთში აშშ-ის თანადაფინანსებით მოწყობილი ფერმა მოინახულა

„ძალიან მოხარული ვარ, რაც მათ გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის თანამშრომლობით სახელწოდებით „სურსათის პროგრესისთვის“, რომელსაც საქართველოში land OLikes-ი ახორციელებს . პროგრამა ხელს უწყობს მეცხოველეობის მოდერნიზებას ცხოველთა ჯანმრთელობისა და ჰიგიენის გაუმჯობესებას. ის, რაც დღეს ჩვენ აქ ვიხილეთ არის კარგი მაგალითი თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკვების ჯაჭვის გაუმჯობესება და უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ბატონ რატისთან თანამშრომლობით, ის თავისი ფერმის მეშვეობით უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის რძისა და ცხოველთა საკვების წარმოებას . გარდა ამისა, მან უზრუნველყო ადგილობრივების დასაქმება, ამ ფერმაში 7 ადამიანი არის დასაქმებული. ეს ნამდვილად არის წარმატების ისტორია“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ჯიპისი

01 ოქტომბერი 2020, 12:39

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 5 ადამიანს, მათ შორის 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა

შიდა ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, კორონავირუსი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 არასრულწლოვანია.

კორონავირუსი რუსეთი

01 ოქტომბერი 2020, 12:36

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 169 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20 891-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 964 242 ადამიანი.

თამარ გაბუნია

01 ოქტომბერი 2020, 12:36

საზოგადოება

თამარ გაბუნია თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე: ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს

თანამდებობიდან თენგიზ ცერცვაძის წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.

01 ოქტომბერი 2020, 12:34

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 491 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 50,850 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 963 ადამიანი, ჯამში კი 44,219 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

01 ოქტომბერი 2020, 12:25

რეგიონი

ქუთაისის პოლიციის სამმართველოში არასრულწლოვნებზე მორგებული სივრცე მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის პოლიციის სამმართველოში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის შედეგად აღნიშნულ სამმართველოში შეიქმნა არასრულწლოვნებზე მორგებული გარემო. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანთა სივრცე მოწყობილია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით.

დებატები

01 ოქტომბერი 2020, 12:20

მსოფლიო

აშშ-ში საპრეზიდენტო დებატების ჩატარების წესი შეიცვლება

„ამ დისკუსიამ ნათლად აჩვენა, რომ დარჩენილი დებატების ფორმატს დამატებითი ელემენტები უნდა შევძინოთ, რათა საკითხების განხილვისას მეტი წესრიგი უზრუნველვყოთ“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

სურენ სარუმიანი

01 ოქტომბერი 2020, 12:18

მსოფლიო

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ აზერბაიჯანის 130 ჯარისკაცი დაიღუპა

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ აზერბაიჯანის 130 ჯარისკაცი დაიღუპა, 260 კი დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, განადგურებულია 29 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 3 საარტილერიო დანადგარი და 11 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. როგორც სპიკერმა განმარტა, საჭიროა ყველა შესაძლო სცენარის განხილვა. მისი თქმით, თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზადაა.

კლასი

01 ოქტომბერი 2020, 12:16

რეგიონი

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, როდის შეიძლება განახლდეს აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში

აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყების საკითხში დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე - დავაკვირდებით შემთხვევების რაოდენობის ზრდას და შემდეგ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნია

01 ოქტომბერი 2020, 12:08

COVID19

თამარ გაბუნია: აჭარაში დღეს ჩვენთვის მთავარი აქცენტი არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაძლიერებაზე

„დღეს ჩვენთვის მთავარი აქცენტი არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაძლიერებაზე, როგორც პირველად ჯანდაცვაში, ასევე ჰოსპიტალში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რომ იქ რეანიმატოლოგების ჯგუფი გაძლიერდეს და თბილისიდან ჩაერთვება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდი.

მარინა ენდელაძე

01 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

მარინა ენდელაძე: თბილისში უფრო მეტად სჯერა ხალხს, რომ კორონავირუსი მართლა არსებობს

გუშინდელთან შედარებით დღეს თბილისში მოიმატა შემთხვევებმა, თუმცა ასე თუ ისე, თბილისში ყველაზე მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა და უფრო მეტად სჯერა ხალხს, რომ კორონავირუსი მართლა არსებობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 11:54

ეკონომიკა

„ფორბსი“: თბილისში გამართული UNWTO-ს ღონისძიება პანდემიის პერიოდში გამართული პირველი პირისპირ შეხვედრა იყო

„ფორბსის“ ესპანურენოვანი გამოცემა თბილისში, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სესიის გამართვას ეხმაურება და სტატიას, სათაურით „უსაფრთხოა თუ არა მოგზაურობა პანდემიის დროს?“ აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, თბილისში გამართული UNWTO-ს ღონისძიება პანდემიის პერიოდში გამართული პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

ნინო ნიჟარაძე

01 ოქტომბერი 2020, 11:53

COVID19

აჭარაში 515 ადამიანი კლინიკებში მკურნალობს, 900-მდე კოვიდსასტუმროებში, 700-ზე მეტი კი ბინაზე

ერთი გარდაცვლილი, 241 ახალი შემთხვევა და 194 გამოჯანმრთელებული - ასეთია დღევანდელი სტატისტიკა აჭარაში, სადაც თბილისიდან ექიმების ჯგუფს ელოდებიან. ისინი კოვიდპაციენტების მართვაში ჩაერთვებიან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის, განცხადებით, ახალი პროტოკოლით რეგიონში 1300-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი დღეისათვის 2100-ს აჭარბებს.

კორონავირუსი გარდაცვლილი

01 ოქტომბერი 2020, 11:48

COVID19

საქართველოში მე-40 გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული 81 წლის კაცია, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

თამარ გაბუნია

01 ოქტომბერი 2020, 11:42

COVID19

თამარ გაბუნია: აჭარაში კორონავირუსი პროგრესულად არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის შესაძლებლობა გვაქვს

აჭარაში გუშინდელთან შედარებით, მხოლოდ 20-ით მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ამის შესახებ ეპიდვითარებაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მცირედით ზრდაა. მინისტრის მოადგილის თქმით, შეზმღუდავი ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციას ახერხებს.

01 ოქტომბერი 2020, 11:39

სპორტი

„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი არსებობის ისტორიაში მერვედ მოიგო

„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი არსებობის ისტორიაში მერვედ მოიგო. მიუნხენელებმა „ალიანს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში, „დორტმუნდი“ 3:2 კორენტინ ტოლისოს, ტომას მიულერისა და ჯოშუა კიმიხის გოლებით დაამარცხეს.

სუსი

01 ოქტომბერი 2020, 11:38

სამართალი

სუსი: გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

01 ოქტომბერი 2020, 11:35

საზოგადოება

გაეროს ბავშვთა ფონდი პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს

გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად ბავშვთა უფლებებზე პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს. კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლების შესახებ, მომავალი სპეციალისტებისა და პროფესიონალების გაძლიერებისთვის.