imedi /  24 თებერვალი 2020, 11:59 / სანდო წყარო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს

გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და NDI-ის პრეზიდენტმა დერეკ მიჩელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში NDI-ის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა NDI-ის პრეზიდენტის დროულ ვიზიტს საქართველოში, რამდენადაც, საარჩევნო კამპანია მალე აქტიურ ფაზაში შევა.

საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობებისა და წარმომადგენლობითი ორგანოების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, NDI-ის მიერ გაწეულ საქმიანობას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს საქმიანობის კონკრეტული ასპექტების პოლიტიზირება, ვინაიდან, ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს იმ მიზნების მიღწევას, რომლებზეც ორიენტირებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.

მხარეების შეფასებით, საარჩევნოდ მნიშვნელოვანია მაღალი პოლარიზაციის დონის შემცირება და ამ პროცესში ყველას მხარეს თავისი როლი აქვს.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები, ისევე, როგორც ყველა - 2012 წლის შემდეგ, უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, რეგიონებში, 4 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ

„17 უბანი არის დათვლილი უკვე ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში, სადაც მაჟორიტარების მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი - 52, 02%. 2 უბანი არის დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამველ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69, 32%. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში დათვლილია 1 უბანი - გოჩა ენუქიძე 86,21%. ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში არის დათვლილი 1 უბანი - ბეჟან წაქაძე 68,84% და ბოლოს, გურიაში არის დათვლილი 3 უბანი. ვასილ ჩიგოგიძე - 62,61%. როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობაბხიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: კაცი რომ ყოფილიყო, თავიდანვე იტყოდა რომ წაგების შემთხვევაში დატოვებდა მანდატს, მაგრამ ამის თქმა ვერ გაბედა, რადგან იცოდა რომ წააგებდა

რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

​ნილ ნიუჰაუსი 
Public Opinion Strategies-ის პარტნიორი

31 ოქტომბერი 2020, 21:57

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის პარტნიორი ნილ ნიუჰაუსი: დღევანდელი ეგზიტპოლებით, „ქართული ოცნება“ უდავო გამარჯვებულია

დღევანდელი ეგზიტპოლებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ არის უდავო გამარჯვებული, - ეს განცხადება Public Opinion Strategies-ის პარტნიორმა ნილ ნიუჰაუსმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

31 ოქტომბერი 2020, 21:50

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 5 272-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

მესტიის 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ჯამში საკუთარი არჩევანი 5 272-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 59%-ზე მეტია და აქტივობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები და რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არც რაიმე სახის საჩივარი უბნებზე არ დაწერილა.

გიორგი შენგელია

31 ოქტომბერი 2020, 21:48

რეგიონი

გიორგი შენგელია: ჩვენი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა

ეგზიტპოლები ადასტურებს რომ ჩვენმა პოლიკურმა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია. რასაც ვულოცავ ჯერ ქართველ ხალხს და შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება.

არჩევნები შიდა ქართლი

31 ოქტომბერი 2020, 21:46

რეგიონი

არჩევნებმა შიდა ქართლში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

351-მა მოქალაქემ გადასატანი ყუთით ისარგებლა მე-15 ოლქში, ხოლო მე-16 ოლქში გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით საოლქო კომისიას 173-მა ამომრჩეველმა მიმართა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება

„ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, რადგან 8 წელი ელოდა რევანშს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამას მოახერხებდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ახლა სრული აგონია აქვთ. სახეებზე შეხედეთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მათ რეაქციებს. მათი ბელადის რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ და მიხვდებით, რამდენად აგონიაში არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზაურ დარგალი

31 ოქტომბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

ზაურ დარგალი: მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება

„დღეს საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს სწორი არჩევანი. ეს არჩევანი არის საქართველოს განვითარების, გაძლიერების არჩევანი. ვულოცავ ყველას და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, აქტივისტს. ჩვენ ველოდებით ჩვენს შედეგებს, მაჟორიტარობის შედეგებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ მარნეულში“, - აღნიშნა დარგალმა.

მიხეილ სააკაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 21:29

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას ხსნის

მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში. მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, მე არასდროს მეშინოდა არც გამარჯვებული და არც დამარცხებული ივანიშვილის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უმრავლეს ოლქში ჩვენმა კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს

„ქართული ოცნების“ მონაცემებით, უმრავლეს ოლქში მათმა კანდიდატებმა პირველივე ტურებში გაიმარჯვეს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 21:22

რეგიონი

ხაშურის ოლქში რეგისტრირებული 66 000 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 38 439-მა მიიღო

„არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ხაშურის საუბნო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ 1 საჩივარია შემოსული. 66 000 ამომრჩევლიდან 58.19%-მა (38 439 ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა. ახლა უბნებზე ხელმოწერების დათვლა მიმდინარეობს, დაილუქება სიები და გადავლენ ბიულეტინების დათვლაზე”, - განაცხადა ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარემ, იმედო ლაცაბიძემ.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:08

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია

მიხეილ სააკაშვილს მიღებული აქვს პოლიტიკური ტრავმა და ამ წლების განმავლობაში ის მუდმივად იმეორებს გადაბარებას, სინამდვილეში ეს დღეს არ გახლავთ არც საქართველოს მოქალაქე და რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის, იქაც მას უკვე ექნება სამსახურის პოვნის პრობლემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:08

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ გამოვრიცხავ, რომ შედეგები გაცილებით გაუმჯობესდეს

„განსხვავებით წინა წლებისა, ჩვენი პარტიული აქტივი, ვინც სხვების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ, ხმების მობილიზებაში, დავაორგანიზეთ 5 საათის შემდეგ. ანუ პარტიული აქტივის 80%-მა ხმა მისცა 5 საათის შემდგომ. თქვენი იცით, რომ ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემის გამოყვანას სჭირდება დრო. ეგზიტპოლის საველე სამუშაოების ჩამტარებელი რგოლი მუშაობს მაქსიმუმ 5-6 საათამდე. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ შედეგები გაცილებით გაუმჯობესდეს, თუმცა ამაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ. ყოველ შემთხვევაში, მე ამ პოზიტიურ მოვლენებს შემთხვევით არ ვახმოვანებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია რას ამბობს, უკვე მნიშვნელობა არ აქვს

„ოპოზიცია რას ამბობს, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის გამარჯვება უზრუნველყვეს

მადლობა ნდობისთვის. მადლობა მათაც, ვინც, თუნდაც, ხმა არ მოგვცა, მაგრამ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს მხარი დაგვიჭირეს და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის გამარჯვება უზრუნველყვეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მინდა მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, ლიდერებს, ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება

პირველ რიგში მთავარი დამსახურება ამ არჩევნების არის ის, რომ საქართველომ გადადგა წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ, ეს ნიშნავს უფრო მეტ ნდობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების უფრო მეტ მონაწილეობას და თანამშრომლობას ქვეყნის მართვის პროცესში, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:53

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა კრიტიკული მედიის არხებზეც, ე.წ. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს

მისივე თქმით, ეგზიპტოლს ცდომილება აქვს და შეიძლება რამდენიმეპროცენტიანი განსხვავება იყოს. „რაც შეეხება მეორე ტურებს, დაველოდოთ, წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა ყველა ოლქში იმარჯვებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვინც კი გაბედავს კანონს გასცდეს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სამსახურების მხრიდან

იქნება მოწოდების სიმაღლეზე. არავის ეპატიება კანონს გადასცდეს, თორემ ახლა განსხვავებული აზრი არსებობს ქვეყანაში, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ქვეყანაში და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რომ უმაღლეს დონეზეა და დაცულია, მგონი ყველა ვთანხმდებით ამაზე“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღევანდელი შედეგებით, გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ - მთელი ქვეყანა

„დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად, გაიმარჯვა ყველა იმ მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა“.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 20:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილმა უკრაინაში თავის სამსახურზე იზრუნოს, მაქვს ინფორმაცია, რომ გამოგდებას უპირებენ

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.