imedi /  24 თებერვალი 2020, 14:43 / სანდო წყარო

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკრაინაში ყოფნისას საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა.

„ამჟამად აღარ ვარ უკრაინაში თუმცა ვიყავი. მიხეილ სააკაშვილსაც შევხვდი და ყველა იმ პირსაც, ვისთან შეხვედრაც მქონდა დაგეგმილი. ნაცნობებთან ჩავედი და შევხვდი ყოფილ პრეზიდენტსაც. პოლიტიკაზე რა უნდა გვესაუბრა, ვისაუბრეთ ჩემს პირად ტრაგედიაზე, რა ხდებოდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა. მე ვიყავი მიწვეული ტელევიზიაში და მეგობრების გარდა შევხვდი დიასპორას. სააკაშვილს რომ არ შევხვედროდი, იქიდან ისე არ წამოვიდოდი. ყველა საჭირო ადამიანს ვესაუბრე ჩემს პირად ცხოვრებაზე, დაჩაგრულ და განადგურებულ ცხოვრებაზე“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 09:40

მსოფლიო

თურქეთის მოქალაქე სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

23 სექტემბერი 2020, 09:26

COVID19

Bloomberg: შვედეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შესაძლოა კარანტინი დააწესონ

შვედეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა კარანტინი დააწესონ. ამის შესახებ Bloomberg წერს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ადრეს ტაგნელის ინფორმაციით, ბოლო კვირას კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული ქალაქ სტოკჰოლმში.

23 სექტემბერი 2020, 08:56

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის

„საქართველოს ეროვნული ბანკი 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის", - აცხადებს ცენტრალური ბანკი. 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა.

მიხეილ რამიშვილი

23 სექტემბერი 2020, 08:49

სამართალი

მიხეილ რამიშვილს დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხავენ

​თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა.

მაიკ პენსი

23 სექტემბერი 2020, 08:39

მსოფლიო

აშშ-ში ნიუ ჰემფშირის აეროპორტში მაიკ პენსის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავი აშშ-ს ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ nypost წერს. გამოცემა თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, რომ აფრენიდან მალევე თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

23 სექტემბერი 2020, 08:26

სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 19-21 ნოემბერს გაიმართება

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ჩემპიონატი 1-3 მაისის ნაცვლად თავდაპირველად 8-10 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპის ძიუდოს კავშირმა ჯანდაცვის ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, კონტინენტის პირველობის თარიღი კიდევ გადაწია.

23 სექტემბერი 2020, 08:16

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმოქმედებს თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

23 სექტემბერი 2020, 08:07

პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტი დღეს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს, მესამე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტი გულისხმობს ისეთი საკითხების მოწესრიგებას, როგორიცაა, მაგალითად, დისკრიმინაციისა კრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, ასევე ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებადი შვებულების უფლებას.

ყველაზე ვიწრო სახლი

23 სექტემბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება. უძრავი ქონების სააგენტო Winkworth-მა აუქციონზე გაიტანა სახლი, რომელსაც ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლს უწოდებენ.

23 სექტემბერი 2020, 00:41

COVID19

თებერვლის შემდეგ, ირანში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი აღრიცხეს

დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსის დიაგნოზი 3 712 ადამიანს დაუსვეს. ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, თებერვლის შემდეგ. საერთო ჯამში, დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა ქვეყანაში 429,193-ს მიაღწია.

ბავშვი ტელეფონით

23 სექტემბერი 2020, 00:40

მსოფლიო

6 წლის ამერიკელმა სასწრაფო გამოიძახა და ყაჩაღების მიერ დაჭრილი მამა გადაარჩინა

6 წლის ამერიკელმა, ინდიანის შტატის ქალაქ ბლუმფილდის მკვიდრმა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა ყაჩაღებმა დედამისი მოკლეს და მამა დაჭრეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:35

სამართალი

ირაკლი კობახიძე „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“: ვფიქრობ, მთლიანადაა შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანად არის შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არენაში“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიას კანონპროექტის მიმართ სამი რეკომენდაცია ჰქონდა.

23 სექტემბერი 2020, 00:22

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 27 არასრულწლოვანი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი- საშუალო სიმძიმის.

გოგი მეშველიანი

23 სექტემბერი 2020, 00:19

რეგიონი

გოგი მეშველიანი ბოლნისში ამომრჩეველს შეხვდა

„ამ სოფლების მცხოვრებლებთან დიდი ხანია ახლო კონტაქტი მაქვს. მოსახლეობამ განსაკუთრებული მხარდაჭერა დააფიქსირა ჩვენი გუნდის მიმართ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული ყველა დასახლების საჭიროებების კვლევაში და ვეცდებით, მიღებული დავალებები უმოკლეს ვადაში შევასრულოთ“, - განაცხადა მეშველიანმა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაცრად გვყავს გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაცია, მაქსიმალურად მოერიდონ დაპირისპირებას

ამ ეტაპზე, წინასაარჩევნო გარემო ნამდვილად მშვიდია, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში, არის გარკვეული პროვოკაციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:03

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2021 წლის ბოლომდე სრულად უნდა აღვადგინოთ ეკონომიკის ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა

ჩვენი ამოცანა არის მომავალი წლის ბოლომდე სრულად აღვადგინოთ ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. ეს სრულიად რეალურია და ამაზე მეტყველებს სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებებიც. 2021 წლის ბოლომდე ჩვენ მინიმუმ დავუბრუნდებით ეკონომიკური განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიის დაწყებამდე გვქონდა და ამის შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება მშპ-ის მილიარდობით გაზრდისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას 1-ლი ოქტომბრისთვის წარადგენს

„არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს განახლების რესურსი და ეს ბუნებრივიცაა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამის რესურსი და ჩვენ მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ამისგან. არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ პირველ რიგში პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი, მათ შორის პარლამენტში. პარლამენტი არის მთავარი კერა დემოკრატიის და აქ გვჭირდებოდა ჩვენ საკადრო გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არსებული რეიტინგის შესანარჩუნებლად ბაქიბუქობენ

„ისინი ძალიან კარგად ხედავენ, როგორია მათი რეიტინგი, თუმცა, ცდილობენ, რომ ის 12 ან 3 პროცენტი მაინც შეინარჩუნონ, რაც აქვთ. ეს ძალიან მარტივი PR-სტრატეგიაა. ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში ასეთი სტრატეგია მუდმივად ჰქონდათ. ისინი ბაქიბუქობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თუნდაც ის, რაც დღემდე აქვთ“.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში

არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ. „ნაცმოძრაობას“ ზუსტად ასეთი ტიპის დანაშაულები აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს, ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი

თანდათანობით პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს. ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძალა სიცრუეზე იყო აგებული და ამას ისინი 9 წლის განმავლობაში ახერხებდნენ.