17 ოქტომბერი 2022, 18:27 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: ევროპელმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ; ჩვენი ქვეყნის გვერდით დგანან იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას საკითხი იმის თაობაზე, საქართველო ვის პოზიციას იჭერს ამ სიტუაციაში. ცალსახაა, რომ ჩვენ ვიჭერდით, ვიჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ის აგრესია, რომელიც რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ, არის მიუღებელი, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ამასთან, დეპუტატმა ისაუბრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი.

„ეს რეზოლუცია თვითონ ევროპის სახალხო პარტიისთვის შეიძლება იყოს დამაზიანებელი, იმიტომ რომ ისინი მხარს უჭერენ იმ ადამიანს, [მიხეილ სააკაშვილი] რომელიც ყველამ იცის, რომ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი და ამ ადამიანმა სხვა დანაშაულებთან ერთად, როგორც უკრაინის მოქალაქემ გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მას არაერთ დანაშაულში მიუძღვის წვლილი, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს არის ჩადენილი. შესაბამისად, აქ მივიღეთ სიტუაცია, როცა ამ პატარა ჯგუფმა შეძლო საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ეს საკითხი ამ რეზოლუციაში მოეხვედრებინა, მაგრამ, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ როდესაც ევროპის სახალხო პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ მცდელობა, რომ აპრილის თვეში საქართველოსთან დაკავშირებულ უშუალო რეზოლუციაში მომხვდარიყო მიხეილ სააკაშვილი, ეს საკითხი ახლოსაც არ გაიკარეს და ამ თემაზე მსჯელობაც კი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ის გზავნილები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ბერლინიდან, ევროკავშირის ცენტრიდან, ბრიუსელიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, დეტალურად არიან ინფორმირებულები, მშვენივრად იციან მიხეილ სააკაშვილის პიროვნება და ჩვენი ქვეყნის გვერდში დგანან იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა მიქანაძემ.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ჯეიდენ ადამსი

12 ივლისი 2026, 08:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

12 ივლისი 2026, 08:14

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.

12 ივლისი 2026, 00:57

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს

„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 22:42

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

11 ივლისი 2026, 22:19

სპორტი

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 21:49

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

11 ივლისი 2026, 21:28

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

11 ივლისი 2026, 21:21

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს

„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.

ხალედ ელ-ენანი

11 ივლისი 2026, 20:04

პოლიტიკა

UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.

11 ივლისი 2026, 20:00

სპორტი

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

ეკა სეფაშვილი

11 ივლისი 2026, 18:47

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.

ირაკლი ყანდაშვილი

11 ივლისი 2026, 18:44

სამართალი

ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.

ირაკლი ყანდაშვილი

11 ივლისი 2026, 18:39

საზოგადოება

ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება

ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.