imedi /  17 ოქტომბერი 2022, 18:19 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: რეზოლუციაში ჩაწერილი აბსურდი არ ასახავს რეალობას. ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს არაერთ საქმეზე გამოტანილი აქვს სამართლიანი განაჩენი

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

რეზოლუციაში ჩაწერილი აბსურდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ ასახავს რეალობას. ყველამ იცის, მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც დააინიცირეს [ცვლილება], რომ მიხეილ სააკაშვილს არაერთ საქმეზე გამოტანილი აქვს სამართლიანი განაჩენი და მშვენივრად იციან ისიც, რომ ევროსაბჭოს სტრუქტურულ ერთეულს - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, სადაც მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებებია მხილებული, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიღებაშიც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ ამის მიზეზი რეზოლუციის ტექსტში პლენარულ სხდომამდე 10 წუთით ადრე შეტანილი ცვლილება გახდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება. ამასთან, მიქანაძე აცხადებს, რომ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დააფიქსირა რეზოლუციის სულისკვეთებისადმი მხარდაჭერა, თუმცა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„დებატებზე გამოვედი სიტყვით, სადაც დავაფიქსირე ჩვენი ქვეყნის ურყევი პოზიცია, რომ ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინას ვუჭერთ, ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს, რომ საქართველო ვერასოდეს იქნება გამოყენებული რომელიმე სანქციისთვის გვერდის ასარიდებლად, რომ რუსული აგრესია ყველაზე მეტად ჩვენთვის რის ცნობილი, იმიტომ, რომ 2008 წელს ამ აგრესიის შედეგად ძალიან დიდი ზიანი განვიცადეთ და დღემდე ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და შემდეგ განვაცხადე, რომ რეზოლუციის სულისკვეთებას მხარს ვუჭერთ, თუმცა რიგი ჩასწორებები ჩვენთვის მიუღებელია და მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი ჩასწორება.

ამით განაცხადი გავაკეთეთ იმის თაობაზე, რომ ის რეზოლუცია ჩვენთვის შინაარსობრივად მისაღები იყო, გარდა იმ კონკრეტული პუნქტისა. ამის შემდეგ იყო კენჭისყრის საკითხი, როდესაც სხდომის თავმჯდომარემ დასვა საკითხი - ვინმე ხომ არ იყო წარმოდგენილი რეზოლუციისა და მასში შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგი. სწორედ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ხელი ავწიე და ოფიციალურად დავაყენე საკითხი, რომ მეოთხე ცვლილება არის კონტექსტუალურად და კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის და ვითხოვთ ამის დეტალურად განხილვას. ეს საკითხი მხარდაჭერილი იყო ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. მინდა გითხრათ, რომ 650-კაციან საპარლამენტო ასამბლეაში იმ მომენტისთვის 100 დეპუტატიც არ იმყოფებოდა, რომელთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომდგენლები, უკრაინელი დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძე იყო.

პროცედურულად, პირველად კენჭი ეყრება იმ ცვლილებას, რომელიც პირველად იყო დაინიცირებული. თუკი ის ვერ გავიდოდა, ამ შემთხვევაში უკვე კენჭი ეყრებოდა იმ ვერსიას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებდით. იქიდან გამომდინარე, რომ იქ მყოფმა 55-მა კაცმა დაუჭირა მხარი, ეს ცვლილება გავიდა. შესაბამისად, ჩვენ მიერ ინიცირებული საკითხი უკვე განხილვას აღარ დაექვემდებარა“, - განმარტა მიქანაძემ.

მისივე თქმით, არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, რადგან ამისთვის საჭირო იქნებოდა, რომ მათ ხმა დოკუმენტის წინააღმდეგ მიეცათ, მათ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა-მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

NYT: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ჯეიდენ ადამსი

12 ივლისი 2026, 08:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

12 ივლისი 2026, 08:14

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 22:42

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

11 ივლისი 2026, 22:19

სპორტი

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 21:49

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

11 ივლისი 2026, 21:28

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

11 ივლისი 2026, 21:21

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს

„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.

ხალედ ელ-ენანი

11 ივლისი 2026, 20:04

პოლიტიკა

UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.

11 ივლისი 2026, 20:00

სპორტი

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.