Imedi.ge /  25 თებერვალი 2020, 12:41 / სანდო წყარო

აჭარის ტელევიზია პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა

აჭარის ტელევიზია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. თბილისის ბიუროს რეპორტიორის ნინო ხოზრევანიძის განცხადება, გათავისუფლების შესახებ დირექტორმა უკვე დააკმაყოფილა.

ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. Imedinews-ის ინფორმაციით,  საინფორმაციო სამსახურის გუნდს ვახო ხუზმიაშვილი და ნინო ხაჟომია ხვდება. 

"ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის. 21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს. მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ", - დაწერა ნინო ხოზრევანიძემ წერილში, რომელიც გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა და სთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირი შესაბამის დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც დირექციას ხვალ წარუდგენს. მათი მთავარი მოთხოვნა არის შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია.

ყველა სიახლე

ტოჩინოშინი

24 სექტემბერი 2020, 14:31

სპორტი

ტოჩინოშინი მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა

ლევან გორგაძე ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა. ტოჩინოშინი კომუსუბი ოკინოუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 32 წლის ქართველ სუმოისტს დარჩენილი სამი ბრძოლიდან სამივეს მოგება სჭირდება.

24 სექტემბერი 2020, 14:26

საზოგადოება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. „ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

დონალდ ტრამპი

24 სექტემბერი 2020, 14:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მეგან მარკლის ფანი არ ვარ - ბევრ წარმატებას ვუსურვებ ჰარის, რადგან მას ეს დასჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეგან მარკლი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:23

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული

ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:18

საზოგადოება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სკოლის ტერიტორიაზე ​სპეცმასწავლებელთან შეხვედრას შეძლებენ

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს იქნება ერთი-ერთზე შეხვედრები. იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ მშობლებთან და ესეც ნებადართული არის უკვე პირველი ოქტომბრიდან ყველა სკოლაში აჭარის გარდა“, - განმარტა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება

აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

ბათუმში ბინაზე 200-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ბათუმში, ბინაზე 200-მდე კოვიდინფიცირებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

კორონავირუსი

24 სექტემბერი 2020, 14:02

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2020, 14:01

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ინციდენტობის მაჩვენებელი გაიზარდა

„ეს ძალიან საყურადღებოა, მაგრამ ამავე დროს დაბეჯითებით ვამბობ, რომ ეს პროცესი სრულად მართვადია. ეს ზრდა არის ძირითადად აჭარის ხარჯზე, თუმცა სხვა რეგიონებშიც აღინიშნება ზრდა და ეს ასე იქნებოდა სექტემბერში. მოსალოდნელია კიდევ იყოს ზრდა, მაგრამ ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, გადასულია ინფექციის მართვის უკვე სხვა პრინციპზე - არა მხოლოდ ჩაკეტვები და განსაკუთრებულად გამკაცრებული ღონისძიებები, არამედ ბალანსირებული მიდგომა, როდესაც ჩვენ თანდათან ეკონომიკას ხსნის ყველა სახელმწიფო, მაგრამ ამავდროულად ბალანსია ჯანდაცვის სექტორსა და ეკონომიკას შორის, რომ ჯანდაცვის სისტემა დროულად პასუხობს ახალ ინფიცირებულებს და შესაბამისად მათ მართავს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

24 სექტემბერი 2020, 13:55

საზოგადოება

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 13:52

პოლიტიკა

საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

სკოლა

24 სექტემბერი 2020, 13:50

საზოგადოება

1-ლი ოქტომბრიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქის 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან

1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 13:49

სპორტი

დღეს „ბაიერნი“ „სევილიას“ დაუპირისპირდება

დღეს, ევროპის სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ბაიერნი“ ევროპა ლიგის ჩემპიონს „სევილიას“ შეხვდება. 6-თვიანი პაუზის შემდეგ, უეფა სტადიონზე გულშემატკივარს პირველად დაუშვებს, თუმცა ჯერჯერობით შეზღუდული რაოდენობით. ბუდაპეშტის „ფერენც პუშკაშ არენაზე“ მხოლოდ 11 600 მაყურებლის დასწრება იქნება შესაძლებელი.

სტელა კირიაკიდესი

24 სექტემბერი 2020, 13:46

COVID19

ევროკომისარი: ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია ახლა გაცილებით უარესია, ვიდრე მარტში იყო

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე მარტში პიკის დროს იყო.

ნათია მეზვრიშვილი

24 სექტემბერი 2020, 13:45

რეგიონი

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 13:35

თავდაცვა

ყველა სამხედრო ნაწილი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ (იტალიური Technogym, FERRO, გერმანული DHZ FITNESS, ამერიკული MATRIX) წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს.

24 სექტემბერი 2020, 13:33

ეკონომიკა

აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო 10 დღის მონაცემებით 5 000 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

იმედი

24 სექტემბერი 2020, 13:28

საზოგადოება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი გამოქვეყნდა

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშ​ი გამოქვეყნდა. ანგარიში მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს.

24 სექტემბერი 2020, 13:21

ეკონომიკა

რა კომფორტი შეუქმნა მგზავრებს ხაშურის შემოვლითი გზის ზაფხულში გახსნამ

პანდემიის მიუხედავად, აგვისტოს ბოლოს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის, იგივე ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა. მგზავრებს ამ გზით გადაადგილება 22 აგვისტოდან შეუძლიათ. გზის სამშენებლო სამუშაოები კომპანია POWERCHINA/Sinohydro-მ (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) აწარმოა. მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ პროექტის ჩაბარების ვადა შემოდგომამდე გადაწია, თუმცა კომპანიამ მაინც მოახერხა და გზის მშენებლობა დათქმულ დროზე ადრე დაასრულა. შედეგად, მაგისტრალზე მოძრავი მგზავრებისათვის გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდა.

კორონავირუსი მოსკოვი

24 სექტემბერი 2020, 13:19

COVID19

მოსკოვში ბოლო 3 თვის განმავლობაში პირველად კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვში კორონავირუსის 1 050 შემთხვევა დაფიქსირდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში დედაქალაქში ვირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს გადააჭარბა.