imedi /  25 თებერვალი 2020, 22:46 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: სტრასბურგის სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მერაბიშვილი სასჯელს აბსოლუტურად კანონიერად იხდიდა

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა აბსოლუტურად კანონიერად. მისი წინასწარი პატიმრობა და სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი და ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა აბსოლუტურად კანონიერად. მისი წინასწარი პატიმრობა და სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი და ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს. ერთადერთი ეჭვი, რაც გამოითქვა, ეხებოდა იმას, ხომ არ მოხდა მისი პატიმრობის გამოყენება სხვა არალეგიტიმური მიზნისთვის ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. საკნიდან გაყვანის საკითხზეც მოსამართლეთა ხმები გაიყო. 15 მოსამართლიდან 7-მა, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს არ მომხდარა, 8-მ კი, მათ შორის ნონა წოწორიამ თქვა, რომ ეს საკნიდან გაყვანა არალეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ნონა წოწორიას ხმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთივე წევრია, როგორიც ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია ან სხვები იყვნენ“, - აღნიშნა სუბარმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკოსობას დღეს, თეა წულუკიანმა ძალიან ზუსტად თქვა, რომ პირველი დღის ემოცია გაივლის და მერაბიშვილი ოპოზიციის ხელში „ცხელ კარტოფილად“ გადაიქცევა და ისინი ეცდებიან ის ერთმანეთს შეაჩეჩონ.

„რაც შეეხება დიალოგს, ჩვენ გვყავს ის ოპოზიცია, რომელიც გვყავს, ეს არის მოცემულობა და ამას ვერ გავექცევით. ამას ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა და გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით. არის საქმეები, რომელზეც პირადად მე ჩვენებები მაქვს მიცემული. 7 ნოემბერთან დაკავშირებით განაჩენი ჯერ არ დამდგარა. მაგალითად, 2007 წლის 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შედგა თათბირი, რომელზეც დაიგეგმა, როგორ უნდა მომხდარიყო ოპოზიციონერების მოტაცება. ამ თათბირს მერაბიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი, კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი და ყველა გუბერნატორი. იმ ღამეს, როდესაც ამის შესახებ შევიტყვე, ვილნიუსში უნდა გავფრენილიყავი და არ წავედი, რადგან ვიგრძენი, რომ რაღაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ამის შემდეგ მოხდა 7 ნოემბერი და 8-ში დილით მე ეს დოკუმენტები დაგეგმვის შესახებ გადავეცი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელს და ასევე უნდა გადამეცა მეთიუ ბრაიზასთვის, რომელიც საქართველოში აშშ-ს წარმოადგენდა. როდესაც მეთიუ ბრაიზას რამდენიმე ფაქტის შესახებ ვუთხარი, მან დაურეკა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს და ეს საკითხები მოაგვარა, მაგრამ მე მივხვდი, რომ დოკუმენტების მისთვის გადაცემა ნიშნავდა, რომ საფრთხე შეექმნებოდა მათ, ვინც მე ინფორმაციას მაწვდიდა“, - განაცხადა სუბარმა.

ყველა სიახლე

ალექსეი ნავალნი

23 სექტემბერი 2020, 11:32

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გაეწერა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეს“ სტაციონარიდან გაეწერა. ამის შესახებ კლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

23 სექტემბერი 2020, 11:31

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი 3,497 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,497 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 184,734 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,705-მდე გაიზარდა, ჯამში 81,670 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თბილისის ინფექციური

23 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

თბილისის ინფექციურში 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ

ამჟამად თბილისის ინფექციურში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

23 სექტემბერი 2020, 11:20

ტექნოლოგიები

Tesla უპილოტო ავტომობილებს სამი წლის შემდეგ $25 ათასად გაყიდის

Tesla უპილოტო ავტომობილებს სამი წლის შემდეგ ბაზარზე $25 ათასად გამოიტანს. მის შესახებ BBC კომპანიის ხელმძღვანელზე ილონ მასკზე დაყრდნობით წერს. მასკი აცხადებს, რომ ავტომობილის ელემენტებს თავად აწარმოებს, რომელიც 5-ჯერ უფრო მეტი სიმძლავრის იქნება და გარბენის მოცულობა 16%-ით გაიზრდება.

მაჭახელას ეროვნული პარკი

23 სექტემბერი 2020, 11:19

რეგიონი

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა შეშის ალტერნატიული საშუალება მოიმარაგა

თხილის ნაჭუჭს, წვის დროს, სხვა საშუალებებთან შედარებით მინიმალური გამონაბოლქვი აქვს, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით კი მეტ სითბოს გამოყოფს. შეშის ალტერნატიული საშუალება ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, ტრანსპორტირებასა და მოსახლეობის მომარაგებას ნაკლები დრო სჭირდება და არც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამასთანავე, ბიომასით შეშის ჩანაცვლება საგრძნობლად ამცირებს შეშის მოხმარებას.

პოლიცია

23 სექტემბერი 2020, 11:08

სამართალი

პოლიციამ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორები დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 11:08

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო

„მთავარი ის იყო, რომ პაციენტი იყო ონკოლოგიური ავადმყოფი. ხორხის კიბოს გამო იყო ახალი ნაოპერაციები და მოთავსდა ჩვენ კლინიკაში უკვე ორმხრივი მძიმე პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობით, მარჯვენამხრივი ტრომბოემბოლიით. ასევე მას ჰქონდა ბულოზური ემფიზემა. კოვიდისგან გათავისუფლდა, თუმცა მდგომარეობა მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო გაუარესდა, ჩამოყალიბდა ფილტვის მძიმე აფსესი და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

23 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 34 კი თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

23 სექტემბერი 2020, 11:01

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა, 21 წლის ფეხბურთელმა კლუბის ბაზაზე გამრთულ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა. ჩაკვეტაძემ ტრავმა 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენის „რაპიდთან“ შეხვედრაში მიიღო. ეჭვობდნენ, რომ ჩაკვეტაძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულებული იქნებოდა, თუმცა გაირკვა, რომ დაზიანება გაცილებით მსუბუქი იყო და მოედანზე დასაბრუნებლად 2-3 კვირა დასჭირდებოდა.

ევროპაბეთი

23 სექტემბერი 2020, 10:59

საზოგადოება

„ევროპაბეთი“ თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა.

ინდოეთი კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 83 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5 646 010-მდე გაიზარდა. ვირუსს 90 020 ადამიანი ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2020, 10:47

რეგიონი

რუხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატი გადასცეს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000 დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. „Philips Affinity 50“ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული.

კორონავირუსი საქართველო

23 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 227 ადამიანს დაუდასტურდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

23 სექტემბერი 2020, 10:32

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 1,769 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 1,769 ადამიანს დაუდგინეს, 13 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 275,927 შემთხვევა გამოვლინდა, 9,409 ადამიანი კი გარდაიცვალა. გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი

23 სექტემბერი 2020, 10:22

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ ნამდვილად განსაზღვრავს კვლევისა და ინოვაციების მომავალს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფას გულისხმობს.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2020, 10:17

პოლიტიკა

გიორგი გახარიასა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაური ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის თაოსნობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გეოსტრატეგიული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს აშშ-ის საიმედო პარტნიორსა და მთავარ მოკავშირეს შავი ზღვის ფართო რეგიონში (wider Black Sea Region).

23 სექტემბერი 2020, 10:15

COVID19

თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება საღამოს 20:00 საათამდეა შესაძლებელი

თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად სპეციალური სივრცეა მოწყობილი. ადგილზე ტესტირება ვირუსის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვის მიზნით ტარდება, რისთვისაც საშუალოდ 100-მდე ადამიანის გატესტვაა საჭირო.

ვეშაპები გამორიყული ავსტრალია ტასმანია

23 სექტემბერი 2020, 10:15

მსოფლიო

ტასმანიაში ნაპირზე ვეშაპების რეკორდული რაოდენობა გამოირიყა

ეს ტასმანიაში ნაპირზე გამორიყული ვეშაპების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ცხოველები შტატის დასავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს. ორშაბათიდან მაშველები 250 ძუძუმწოვრის გადარჩენაზე მუშაობენ, თუმცა გუშინ კიდევ 200-ზე მეტი ვეშაპი იპოვეს, რომლებიც პირველი ჯგუფიდან ოდნავ მოშორებით არის გამორიყული. მათი უმეტესობა უკვე მოკვდა.

23 სექტემბერი 2020, 09:58

COVID19

მსოფლიოში COVID19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ პირველია

ბოლო 7 თვენახევარში COVID19-მა აშშ-ში 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სტატისტიკას ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს. აშშ კოვიდინფექციით გარდაცვლითა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მეორე ბრაზილია, სადაც ვირუსმა 137 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.