imedi /  27 თებერვალი 2020, 13:43 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: გადაკოცნას მოვერიდოთ, ხელის აწევით მიესალმეთ ერთმანეთს

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ლუგარის ცენტრში, მოლეკულური კვლევებით 41 ნიმუშია გატესტილი, დადასტურებულია 1 შემთხვევა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, სავარაუდო შემთხვევების მართვისთვის 4 სამედიცინო დაწესებულებაა გამოყოფილი, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ინფექციური სტაციონარები. ყველაზე მეტი დატვირთვა თბილისზეა.

„დღევანდელი მონაცემებით, თბილისში 10 ადამიანია, 5-ის პასუხი შუადღისთვის იქნება, დანარჩენი 5 გამოკვლეულია და როგორც ცნობილია, 1-ს დაუდასტურდა კორონავირუსი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, როგორც იცით, ჩინეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეების ჯგუფი მოვათავსეთ საჩხერის სამედიცინო ცენტრში, საიდანაც 3 ადამიანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ არიან თავიანთ საცხოვრებელ ბინებში. ეს პირობები წინასწარ იყო შესწავლილი და მათ მიეცათ უფლება თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანვე მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს., რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

ჯონ ტეილორი

07 აპრილი 2020, 15:31

COVID19

ჯგუფ Duran Duran-ის ბასისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანული ჯგუფის Duran Duran-ის ბასისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად ჯონ ტეილორმა დაწერა. მისი თქმით, მას ვირუსი 3 კვირის წინ აღმოუჩინეს. 59 წლის მუსიკოს თქმით, ის უკვე გამოჯანმრთელდა და ახლა თავს კარგად გრძნობს. „მინდა იცოდეთ, რომ კორონავირუსი ყოველთვის არ არის სასიკვდილო განაჩენი. ჩვენ დავამარცხებთ ამ დაავადებას“, - წერს ტეილორი.

07 აპრილი 2020, 15:18

COVID19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენცია გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რაც სოლიდარობის ნათელი გამოვლინებაა.

07 აპრილი 2020, 15:08

COVID19

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ერთი კვირა იმყოფებოდა

ქობულეთში, სოფელში გვარაში, სადაც 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ერთ-ერთ სახლთან პოლიციაა მობილიზებული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ. გავრცელებული ინფომაციით პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სოფელში სტუმრად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ქობულეთსა და ბათუმში მისი კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

07 აპრილი 2020, 15:04

COVID19

საგარეო საქმეთა სამინისტრო: აზერბაიჯანთან 20 აპრილამდე დაწესებული შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებს არ ეხება

აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან 20 აპრილამდე დაწესებული სატრანსპორტო და საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებს არ ეხება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ქვეყნის საგარეო უწყების ინფორმაციით, 5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ასევე ფიზიკური პირების გადაადგილების ახალი, გამკაცრებული წესები ამოქმედდა.

რომან ბოკერია

07 აპრილი 2020, 15:02

საზოგადოება

თბილისიდან ათენში გაფრენამდე თვითმფრინავის ბორტზე პარაკლისი შესრულდა

პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე ნაკურთხი და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი რომან ბოკერია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს. ვიდეოში ნაჩვენებია, რომ თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით ავიარეისის შესრულებამდე ბოინგზე პარაკლისც შესრულდა.

ნათია თურნავა

07 აპრილი 2020, 14:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების სტრატეგიას ბიზნესთან და საფინანასო ინსტიტუტებთან ერთად ამზადებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ეკონომიკის სტიმულირების პოსტკრიზისულ გეგმაზე განმარტებები გააკეთა.

დავით შერაზადიშვილი

07 აპრილი 2020, 14:51

COVID19

ბოლნისის მერი: კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა

„მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი სამწუხაროდ გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა.

დევიდ კლაკი

07 აპრილი 2020, 14:51

COVID19

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ კარანტინის რეჟიმი ორჯერ დაარღვია

„ნორმალურ პირობებში ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობიდან გადავაყენებდი. ის, რაც მან გააკეთა, არასწორია და არანაირი გამართლება არა აქვს. თუმცა ახლა ჩვენი პრიორიტეტია კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. ჯანდაცვის სექტორში მასობრივ დარღვევებს ვერ დავუშვებთ. სწორედ მხოლოდ ამ მიზეზით, კლარკი თავის პოსტს შეინარჩუნებს“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

07 აპრილი 2020, 14:49

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული 18 კომპანიიდან 11-მა საქმიანობის დაწყების უფლება მიიღო

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა“ საწარმოების და სამშენებლო კომპანიების ინსპექტირების შედეგები შეაფასა.

ნათია თურნავა

07 აპრილი 2020, 14:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე: სანიმუშოდ იცავენ ყველა დადგენილ წესს

უკვე მეორე დღეა ინტენსიურად ვამოწმებთ სხვადასხვა საწარმოს, რომელიც მუშაობს ან უნდა, რომ აღიდგინოს მუშაობის უფლება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შეამოწმეს და იქ დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.

07 აპრილი 2020, 14:31

კულტურა

ქართველი სამედიცინო პერსონალი ეპიდემიის წინა ხაზზე. ფოტოგალერეა

გამოფენა მთლიანად ქართველ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს დაეთმო. ექსპოზიცია ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსების საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად მსოფლიოში. ვირტუალური ექსპოზიცია მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს.

მიტროპოლიტი დავითი

07 აპრილი 2020, 14:23

საზოგადოება

მეუფე დავითი: წესები უნდა დავიცვათ, მაგრამ რწმენას არ უნდა ვუღალატოთ

ალავერდის მამათა მონასტერში ხარების დღესასწაული აღნიშნეს. დილიდან წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხალხმრავლობაა. მომლოცველებს ტაძარში სპეციალური ნიშნები დახვდათ, რომელიც ეპარქიამ დისტანციის დასაცავად გააკეთა. სადღესასწაულო მსახურება ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღავლინა და მრევლი დალოცა. ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება მიეღოთ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან.

07 აპრილი 2020, 14:20

COVID19

დანიაში 15 აპრილიდან ბაღებსა და დაწყებით სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

15 აპრილიდან დანიაში ბაღებსა და დაწყებით სკოლებში სწავლა დაიწყება, დანარჩენი მოსწავლეები კი სკოლაში 10 მაისიდან დაბრუნდებიან. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სფეროში ექსპერტები „გონივრულს“ უწოდებენ. ამასთან, ქვეყანაში ბარები, რესტორნები, კლუბები, სალონები და სავაჭრო ცენტრები კვლავ დახურული იქნება.

07 აპრილი 2020, 14:10

COVID19

ბათუმში კლინიკა „მედინადან“ კარანტინში ათამდე მედიკოსი გადაიყვანეს

ბათუმში კლინიკა „მედინადან“ კარანტინში 10-მდე მედიკოსია გადაყვანილი. მათ შეხება ჰქონდათ იმ პაციენტთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, შემოყვანისას პაციენტს არ ჰქონდა ცხელება, თუმცა მალევე ივარაუდეს რომ მას შესაძლოა კორინავირუსი ჰქონოდა. პირველადი კვლევების ჩატარების შემდეგ კი „ცხელების ცენტრში“ გადაამისამართეს.

რესპუბლიკური საავადმყოფო

07 აპრილი 2020, 13:57

COVID19

რესპუბლიკური საავადმყოფოს 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 51 პაციენტი იმყოფება. მისივე თქმით, გუშინ გამოკვლეული 16 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

07 აპრილი 2020, 13:52

სპორტი

აშშ-მა ფიფას მაღალჩინოსნები რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში დაადანაშაულა

ამ დასკვნის თანახმად, ჯეკ უორენმა, რომელიც ფიფაში ტრინიდადი და ტობაგოს წარმოადგენს, 2020 წლის ნოემბერსა და 2011 წლის აპრილში ქრთამი აიღო იმისთვის, რომ 2018 წელს რუსეთში ჩემპიონატის ჩატარებისთვის მხარი დაეჭირა. კომიტეტის კიდევ 1 წევრს, რაფაელო სალგეროს ამისთვის 1 მილიონ დოლარს შეჰპირდნენ.

პატრიარქი

07 აპრილი 2020, 13:49

მსოფლიო

ექიმი: უწმინდესს ოდნავ მაღალი წნევა ჰქონდა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია

„რადგან წინ საეკლესიო მსახურებით დატვირთული დღეებია, ამიტომ ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ დღეს მას დაესვენა. საპატრიარქოში დილით, 7 საათზე მსახურებას უწმინდესი დაესწრო, გუშინ საღამოს ლოცვაზეც ბრძანდებოდა“, - განაცხადა პატრიარქის ექიმმა.

07 აპრილი 2020, 13:41

COVID19

ბრიტანეთში 99 წლის ქალმა კორონავირუსი 5 დღეში დაამარცხა

ბრიტანეთში 99 წლის ქალი კორონავირუსისგან 5 დღეში განიკურნა. ამის შესახებ Daily Mail წერს. ქალი განკურნების მიზეზად ტკბილეულის სიყვარულს ასახელებს.

07 აპრილი 2020, 13:40

COVID19

მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას გორის მარკეტები შეუერთდნენ

შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ,,წითელი ჯვრის“ ორგანიზებით გორში მდებარე მარკეტებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა კამპანიას შეუერთდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ თანამოქალაქეების დახმარებაში. კერძოდ, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, შეიძინოს ის პროდუქტი, რომელსაც ,,წითელი ჯვრის“ მოხალისეები ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციას. სუპერმრკეტების ქსელებში მომხმარებელი ნახავენ „წითელ ჯვრის“ კუთხეს, სადაც პროდუქტის დატოვებას შეძლებენ. მოგროვილი პროდუქტები მოხალისეების დახმარებით დაფასოვდება და სამიზნე ოჯახებს გადაეცემათ.

მეუფე შიო

07 აპრილი 2020, 13:37

საზოგადოება

მეუფე შიო: დიდი განსაცდელები იმიტომ ხდება, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში

სამების საპატრიარქო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. მეუფემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ლოცვა კურთხევა და მილოცვა გადასცა. „გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევას, მოლოცვას. ჩვენც ჩვენი მხრიდან მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული. ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ შესწირა, დაუთმო და დღესასც აგრძელებს იმას, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი. ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და უფლის გზას“, - განაცხადა მეუფფე შიომ.