27 თებერვალი 2020, 14:30 / სანდო წყარო

თამარ ჩუგოშვილი: კარგი იქნება თუ ყველა მონაწილე კომპრომისზე წავა, რათა ჯანსაღი საარჩევნო გარემო მივიღოთ

თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

ეს იყო არაფორმალური შეხვედრა და ამ შეხვედრებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ სხვადასხვა ვერსიაზე იყო მსჯელობა და კარგი იქნება თუ ყველა მონაწილე კომპრომისზე წავა, რათა ჯანსაღი საარჩევნო გარემო მივიღოთ“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ამავე შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს - 110-40-ზე, თუმცა „ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით“.

25 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

ხელისუფლებამ ოპონენტებს შერეული საარჩევნო მოდელი 100/50 2019 წლის დეკემბერში შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ პოზიციები არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

07 აპრილი 2020, 18:36

COVID19

ქართველი ექიმი ნიუ-იორკში: ახლა არის დრო, როცა უნდა მოვუსმინოთ ექიმებს და მეცნიერებას

„დამერწმუნეთ, ის, რასაც ახლა გააკეთებს ხალხი, მომდევნო თვის განმავლობაში გადაწყვეტს სიცოცხლისა და სიკვდილის ბედს ძალიან ბევრი ადამიანისთვის. როგორც ექიმი ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველაფერს, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურ, ემოციურ კომფორტს უქმნის, არის ეს რელიგია, იოგა, ვიტამინები, ყველაფერს ძალიან დიდი პატივს ვცემ. მაგრამ ახლა არის დრო, როცა უნდა მოვუსმინოთ ექიმებს, როცა უნდა მოვუსმინოთ მეცნიერებას. ტრამპმა არ მოუსმინა ექიმებს, არ მოუსმინა მეცნიერებას და რა მდგომარეობაშიც ვართ ყველამ კარგად იცის. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში“, - ამბობს ჩხიკვაძე.

07 აპრილი 2020, 18:34

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 11 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 368 449ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 11 008 კი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო

07 აპრილი 2020, 18:22

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 86 წლის ქალია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი მესამე პაციენტი 86 წლის ქალია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ძაღლი

07 აპრილი 2020, 18:22

COVID19

როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს ვირუსის გავრცელების პერიოდში

„როდესაც ძაღლს ქუჩაში გავიყვანთ და შინ დავბრუნდებით, სპირტის გარეშე შესაძლებელია მათი თათები დაიბანოს, კარგი იქნება თუ თათებს ქლორჰექსადინის ხსნარს გავუწმინდავთ, შესაძლებელია ცოტა სველი წესით ბეწვის დამუშავებაც. 2 ძირითადი წესი, რაც ქუჩაში გაყვანის დროს უნდა დავიცვათ ეს არის - ძაღლმა არ შეჭამოს გარეთ გადაგდებული საკვები და არ ქონდეს კონტაქტი სხვა ძაღლებთან“, - აღნიშნა ბიოლოგმა.

07 აპრილი 2020, 18:19

COVID19

ინგლისში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 758 ადამიანი გარდაიცვალა

ინგლისში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 758 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის სხვა ნაწილებს, სიკვდილიანობის მონაცემები შემდეგია: შოტლანდიაში 74 გარდაცლილი, უელსში - 19 და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 3.

07 აპრილი 2020, 18:15

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 18:09

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

07 აპრილი 2020, 18:07

COVID19

8 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს სრულად ჩაკეტავს

8 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს სრულად ჩაკეტავს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

პოლიცია

07 აპრილი 2020, 18:05

სამართალი

იმერეთში დააკავეს 2 პირი, რომლებიც ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს მოგების 30%-ის გადახდას აიძულებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს.

ალექსანდრ ლუკაშენკო

07 აპრილი 2020, 17:57

COVID19

ალექსანდრ ლუკაშენკო: მზად ვარ, კორონავირუსით ინფიცირებულებს პირადად ვუმკურნალო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის, კორონავირუსით ინფიცირებულებს პირადად უმკურნალოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბელარუსის მთავრობის სხდომაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკვე იმსჯელა ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან და უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთად წავიდოდნენ და საავადმყოფოში იმუშავებდნენ, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

ქეთევან ციხელაშვილი

07 აპრილი 2020, 17:49

COVID19

ქეთევან ციხელაშვილი: პანდემიის პირობებში უფრო მეტად გამოიკვეთა სახელმწიფოსა და ოკუპირებულ ტერიტორიულ ერთეულებს შორის კომუნიკაციის პრობლემა

ჩვენს სახელმწიფოსა და ოკუპირებულ ტერიტორიულ ერთეულებს შორის კომუნიკაცია არსებობს სხვადასხვა არხებით . კომუნიკაციის გარდა არის გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა და ვაპირებთ რომ გადავდგათ მომავალშიც იმისათვის, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად დავიცვათ მსოფლიო პანდემიისგან - - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ოკუპირებულ ტერიტორიებთან წვდომისა და კომუნიკაციის პრობლემა. „ცხადია ჩვენი მოქმედების ინსტრუმენტები და ფორმები არის შეზღუდული მიმდინარე ოკუპაციის გამო, რომელიც არ შეცვლილა და პირიქით, ქოვიდის გამო კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა რამდენად შეზღუდულია სივრცე და რამდენად უქმნის ეს საფრთხეს იქ მცხოვრებ მოსახლეობას. საფრთხე ძალიან რეალურია, რადგან ბოლო დღეებს ტუ არ ჩავთვლით იქ რაიმე შემზღუდავი ზომები არც იყო მიღებული. ახლა დეფაქტო გადაწყვეტილების მიმღებნი ცდილობენ, რომ გარკვეული ზომები გაატარონ თუმცა, მინიმუმ 28 მარტის ჩათვლით, როდესაც აფხაზეთში ჩატარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რასაც ასევე წინ უძღვოდა ე.წ. კამპანი, ეს მოიცავდა ძალიან ხალხმრავალ შეხვედრებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა. მინისტრმა ასევე ისაუბრა, არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოსუ

მთვარე

07 აპრილი 2020, 17:42

მსოფლიო

რუსეთი აშშ-ს სხვა პლანეტების ტერიტორიების აგრესიული მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მთვარის და სხვა ციური სხეულების კომერციულ ათვისებას უჭერს მხარს. დოკუმენტის ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელებს კოსმოსური რესურსების მოპოვების და გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ, ქვეყნის პოლიტიკა კი კოსმოსის კომერციული ათვისების სტიმულირებას უნდა უწყობდეს ხელს.

კაილი ჯენერი

07 აპრილი 2020, 17:37

ეკონომიკა

Forbes-მა 2020 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა დაასახელა 2020 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები, რომელთა ასაკიც 30 წელს არ აღემატება. პირველ ადგილზე ამერიკელი მოდელი და კოსმეტიკური კომპანია Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი კაილი ჯენერი აღმოჩნდა.

07 აპრილი 2020, 17:21

COVID19

პარიზში დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალა

პარიზის პრეფექტურამ კარანტინის რეჟიმი გაამკაცრა. კერძოდ, დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალება. პარიზის მერიაში ასევე აღნიშნეს, მოსახლეობას ორ მილიონამდე მრავალჯერადი გამოყენების პირბადეს დაურიგებენ.

ლევან დავითაშვილი

07 აპრილი 2020, 17:19

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: პური არ უნდა გაძვირდეს

„ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მინისტრმა.

07 აპრილი 2020, 17:11

რეგიონი

მაშველებმა ცაგერში, წყალში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს

მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პოლონეთი სეიმი

07 აპრილი 2020, 17:08

მსოფლიო

პოლონეთის სეიმმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემას დაუჭირა მხარი

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციურად, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

07 აპრილი 2020, 17:07

COVID19

ლევან დავითაშვილი: თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ს სტანდარტს, გააგრძელებენ მუშაობას

აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ს სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ამ სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

07 აპრილი 2020, 17:04

COVID19

ლევან დავითაშვილი: აგრარული ბაზრები ძირითადად საბითუმო ფორმატში და სტანდარტის დაცვის შემთხვევაში გააგრძელებენ ფუნქციონირებას

იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ შემუშავებულ სტანდარტს, მაშინ ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას. ძირითადად საბითუმო პლატფომის ფორმატში და იმ რეჟიმით, რომელიც სტანდარტშია გაწერილი, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა საზოგადოებას აგრარული ბაზრების ფუნქციონირების ახალი სტანდარტი წარუდგინა.

ეკატერინე ტიკარაძე

07 აპრილი 2020, 16:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სახლში მკურნალობა პაციენტის ბედის ანაბარა დატოვებას არ ნიშნავს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს“ ეთერში კორონავირუსით ინფიცირებულის სახლის პირობებში მკურნალობა განმარტა. მისივე თქმით, სახლში მკურნალობა არ ნიშნავს პაცინეტის ბინაზე დატოვებას და ოჯახის წევრებთან ყოფნას.