imedi /  27 თებერვალი 2020, 14:48 / სანდო წყარო

გერმანიის ელჩი: არ მიგვიღწევია შედეგისთვის, თუმცა ყველა მუშაობს ამისთვის, მოთმინებას გთხოვთ

ჰუბერტ ქნირში

ჰუბერტ ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში დიპლომატების, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს გამართულ შეხვედრას წარმატებულს უწოდებს.

გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს კონკრეტული შედეგისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ეს იყო მხოლოდ არაფორმალური შეხვედრა პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის, მაგრამ ყველამ იცის, რა საკითხებია მნიშვნელოვანი. იყო ძალიან კარგი შეხვედრა. შეხედეთ, რა ნათელი და კარგი დღეა. ეს იყო კარგი და წარმატებული შეხვედრა. ჩვენ არ მიგვიღწევია ამ პროცესის შედეგისთვის, თუმცა ყველა აქ მყოფი მუშაობს ამისთვის. ამას დრო სჭირდება და გთხოვთ მოთმინებას. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რა შედეგი გვექნება“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

გერმანიის ელჩის გარდა არაფორმალურ შეხვედრას აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზების შესახებ ინფორმაცია უარყო. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამავე შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს - 110-40-ზე, თუმცა „ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით“.

25 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

ხელისუფლებამ ოპონენტებს შერეული საარჩევნო მოდელი 100/50 2019 წლის დეკემბერში შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ პოზიციები არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

შაკო ჩაჩანიძე

13 სექტემბერი 2026, 18:56

პოლიტიკა

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“ „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, „იმედზე“ გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელშიც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე მოადგილესთან ერთად მონაწილეობდა, ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი

13 სექტემბერი 2026, 18:14

მსოფლიო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

„ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა: „დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს“.

13 სექტემბერი 2026, 17:40

მსოფლიო

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

„გუნტერ ზაუტერი, კანცლერის ოფისის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, შაბათს საღამოს კიევიდან პოლონეთისკენ მიმავალ ღამის მატარებელში იმყოფებოდა. დილის დაახლოებით 5:00 საათზე, მატარებელი პოლონეთის საზღვართან გაჩერდა, სასაზღვრო ზონაში დრონების დარტყმების გამო კი, მატარებლის მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა“, - წერს გამოცემა.

13 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი დანაშაული აღკვეთეს.

13 სექტემბერი 2026, 17:29

მსოფლიო

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე შეთანხმების გაფორმებაც იგეგმება, რომელიც დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა ენდი ბერნემმა, პარლამენტარებს მიანიშნა, რომ შოტლანდიის კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას იმ შემთხვევაში დართავდა ნებას, თუ ამის ირგვლივ „მკაფიო კონსენსუსი“ ჩამოყალიბდებოდა.

ლეო XIV

13 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

„კვლავ აღვავლენ ლოცვებს მათთვის, ვინც დაიღუპა და მათთვის, ვინც იმ ტრაგიკული დღის იარებს დღემდე ატარებს. იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტები და ძალადობა ჩვენს ამდენ ძმასა და დას ეხება, ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს“, - განაცხადა პაპმა.

13 სექტემბერი 2026, 17:09

მსოფლიო

ჰორმუზის სრუტეში ირანულ გემს დაარტყეს

ჰორმუზის სრუტეში ირანულ სატვირთო გემზე თავდასხმა მოხდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანულ კომერციულ გემს კუნძულ ჰენგამის ახლოს, ქეშმის შიბ-დერაზის სანაპიროსთან გამთენიისას დაარტყეს.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

13 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

პოლონეთში განაცხადეს, რომ უკრაინაზე მორიგი იერიშის დროს, რუსულ დრონებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვევია

„მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს; პოლონეთის საჰაერო თავდაცვა მუდმივად საბრძოლო მზადყოფნის მაღალ რეჟიმში იმყოფება“, - დასძინა კოსინიაკ-კამიშმა.

13 სექტემბერი 2026, 16:00

საზოგადოება

ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.

13 სექტემბერი 2026, 15:38

მსოფლიო

დრონის სავარაუდო გამოჩენის გამო ​ლიეტუვამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა, ნატომ კი ჰაერში ავიაცია აწია

უწყების განმარტებით, თვითმფრინავი ჩრდილოეთ ლიეტუვაში მდებარე შიაულიაის ავიაბაზიდან აფრინდა, სადაც ნატოს ბალტიის საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში, ამჟამად იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებია განთავსებული.

დმიტრი პესკოვი

13 სექტემბერი 2026, 15:07

მსოფლიო

პესკოვმა უკრაინასა და აშშ-სთან სამმხრივი მოლაპარაკებების ოქტომბერში განახლება არ გამორიცხა

„დიახ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ შესაძლებლობას. ჩვენ სწორედ უახლოეს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. ანუ, ოქტომბრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ინდოეთში გამართული BRICS-ის სამიტის შემდეგ.

13 სექტემბერი 2026, 14:58

სპორტი

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა.

13 სექტემბერი 2026, 14:51

ტექნოლოგიები

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

შედეგად კომპანიებიდან რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი წავიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც AI-ინდუსტრიის წარმომადგენლები ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან. 2023 წელს მასკი და ათასზე მეტი სპეციალისტი გამოდიოდნენ მოწოდებით, GPT-4-ზე უფრო მძლავრი სისტემების სწავლება სულ მცირე ნახევარი წლით შეჩერებულიყო. მოგვიანებით ალტმანმა, ამოდეიმ და სხვა მკვლევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, სადაც AI-ისგან კაცობრიობის წინაშე არსებული რისკი პანდემიებისა და ბირთვული ომის საფრთხეების გვერდით დააყენეს.

13 სექტემბერი 2026, 14:47

საზოგადოება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით, დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

დავით მათიკაშვილი

13 სექტემბერი 2026, 14:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები

ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

13 სექტემბერი 2026, 14:20

მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარ „ლუკასის“ ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი ტყის მასივში მძვინვარებს, სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს სავალდებულო ევაკუაცია შეეხო.

13 სექტემბერი 2026, 14:17

მსოფლიო

გერმანული მედია: ლაიპციგის აეროპორტზე აგვისტოს დასაწყისში ჩაშლილი თავდასხმის უკან რუსეთი დგას

ამავე წყაროების ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ კავშირების შესახებ იცოდა მაშინ, როდესაც დამნაშავე თურქეთიდან ქვეყანაში შევიდა, თუმცა ჩასვლის შემდეგ მასზე თვალთვალი არ განხორციელებულა. ინციდენტი ლაიპციგ-ჰალეს აეროპორტში, უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების გამანაწილებელ ცენტრში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა.

კირილ ბუდანოვი

13 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოქტომბერში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება

„ვემზადებით. ოქტომბრისთვის“, - ასე უპასუხა ბუდანოვმა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას.

ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი

13 სექტემბერი 2026, 14:03

მსოფლიო

ჯარედ კუშნერი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორიებს ასახელებს

„პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რის მიღწევა სურს. უკრაინას ამ საკითხში დათმობაზე წასვლა რომ ნდომებოდა, შეთანხმების დანარჩენ პუნქტებს უკვე შევათანხმებდით. თუმცა უკრაინას ახლა ეს არ სურს. ჩვენი, როგორც შუამავლების ამოცანა კი ისეთი კრეატიული გამოსავლის პოვნაა, რომელიც არ შევა წინააღმდეგობაში მათ [უკრაინის] სურვილებთან, დაეხმარება მიზნის მიღწევაში და ამასთან, აიძულებს რუსეთს დაასრულოს კონფლიქტი ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს წინსვლა იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც მსგავსი მოვლენების განმეორებას გამორიცხავს“, - განაცხადა კუშნერმა.

13 სექტემბერი 2026, 14:00

სპორტი

გიორგი კვერნაძე „ჯენოასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

გიორგი კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. სერია ა-ს მეოთხე ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად „ჯენოასთან“ ფრედ 1-1 ითამაშა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. კვერნაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.