imedi /  29 თებერვალი 2020, 01:51 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, პოლიტიკური ძალები ახლოს ვართ კომპრომისულ შეთანხმებასთან

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ციფრებსა და პროცენტებზე კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა. ოპოზიციამ იცის მოლაპარაკების რა პირობები არის მაგიდაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ჩვენი პირობა შემდეგ დიალოგზე, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია დღეს. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად აღარ რჩება საფუძველი, რომელიც შეიძლება გახდეს არსებული პირობების და მოლაპარაკების გარშემო შეთანხმების ჩაშლის. და რა თქმა უნდა, შემდეგ დიალოგზე, მოლაპარაკებებზე როცა ოპოზიცია და მმართველი ძალა შეხვდება ერთმანეთს, ვინც უარს განაცხადებს შეთანხმებაზე და ჩაშლის დიალოგს ან არ დაეთანხმება საბოლოო წესებზე, რა თქმა უნდა მას მოუწევს საზოგადოებას აუხსნას თუ რა იყო მისი რეალური მოტივაცია.

ამ რამდენიმე შეხვედრით, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ არგუმენტები გაგვეცვალა და მაქსიმალურად გამოვიყენეთ შესაძლებლობა განგვეხილა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც შეთანხმებისთვის არის აუცილებელი. უკვე დაგვჭირდება გარკვეული დრო, სანამ შემდეგი შეხვედრა შედგება და სანამ შესაძლებელია, რომ შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებულია. „ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ძალები ახლოს ვართ შეთანხმებასთან რომელიც ყველასთვის იქნება კომპრომისული“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, პარტნიორების სურვილია, რომ დიალოგი შეთანხმებით დასრულდეს. „ეს იყო მეგობრული შეხვედრა ჩვენი პარტნიორების და ელჩების ინიციატივით. ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენი და პარტნიორების სურვილი არის, რომ დიალოგი დასრულდეს პოზიტიური შედეგით. ვნახოთ უახლოეს პერიოდში როგორ განვითარდება მოვლენები.

ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებს, როგორც ხელისუფლება, ჩავატარებთ დემოკრატიულად, სამართლიანად. ჩვენი სურვილი არის რომ მაქსიმალურად დამკვირვებლების მიერ მოხდეს ობიექტური შეფასებები, თუ როგორი არჩევნები ექნება საქართველოს 2020 წლის შემოდგომაზე. რა თქმა უნდა კარგი იქნება, შედგეს შეთანხმება გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ჩვენს არჩევნებს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

27 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზების შესახებ ინფორმაცია უარყო. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამავე შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს - 110-40-ზე, თუმცა „ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით“.

25 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

ხელისუფლებამ ოპონენტებს შერეული საარჩევნო მოდელი 100/50 2019 წლის დეკემბერში შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ პოზიციები არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი მიზანი ყოველთვის იქნება ადამიანი

„ჩვენი ძირითადი მიზანი ყოველთვის იქნება ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს პირველადი მოვალეობა, აუცილებლობა, პირველადი ფუნქციები არის ბავშვი, ჩვენი ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები“.

გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2020, 21:31

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ დღეს ვიბრძვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ

ჩვენ დღეს ვიბრძვით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნათესავების, მეზობლების, მშობლების, შვილების ჯანმრთელობისთვის და ასევე ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ, კიდევ უფერო მეტი შევქმნათ.

18 სექტემბერი 2020, 21:22

პოლიტიკა

გაეროს მდგრადი თანამშრომლობის​ ჩარჩო-დოკუმენტი დამტკიცდა

გაეროს მდგრადი თანამშრომლობის​ ჩარჩო-დოკუმენტი დამტკიცდა. გაეროს მდგრადი თანამშრომლობის ახალი ჩარჩო-დოკუმენტი ​ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიულ სფეროებს განსაზღვრავს. 2020 წლის 18 სექტემბერის შეხვედრაზე ერთხმად იქნა მიღებული 2021-2025 წწ. გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი (UNSDCF) და მისი შესაბამისობა მთავრობის პრიორიტეტებთან და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან. ონლაინ განხილვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით შედგა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

18 სექტემბერი 2020, 21:19

პოლიტიკა

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ასევე მესამე მოსმენით 79 ხმით დამტკიცდა საარჩევნო კოდექსი.

18 სექტემბერი 2020, 21:08

COVID19

ბათუმში შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას ძალოვანი უწყება თავად ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.

გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2020, 21:03

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი: რიკოთის უღელტეხილი თბილისსა და ქუთაისს შეაერთებს ინფრასტრუქტურულად ისე, რომ ხარისხობრივად შეცვლის საქართველოს განვითარების სისწრაფეს

რიკოთის უღელტეხილი არის ის, რაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისსა და ქუთაისს შეაერთებს ინფრასტრუქტურულად ისე, რომ ხარისხობრივად შეცვლის საქართველოს განვითარების სისწრაფეს, ყველა განზომილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, ქუთაისში, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 20:58

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 90 ადამიანი გარდაიცვალა.

18 სექტემბერი 2020, 20:55

სამართალი

შსს-მ თამაზ მეჭიაურის მძღოლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1997 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა გ.ხ.-ს დედისა და სხვა მოწმეთა გამოკითხვები. პოლიცია განაგრძობს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს“ - აცხადებენ უწყებაში.

18 სექტემბერი 2020, 20:50

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ბელარუსის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ბელარუსის ხელისუფლებას ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოსთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

18 სექტემბერი 2020, 20:49

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები წარუდგინა

ქუთაისში, მმართველმა პარტიამ მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2020, 20:40

რეგიონი

კახა კალაძე: ქუთაისი საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს

ქუთაისში თავმოყრილნი იქნებიან საუკეთესო ახალგაზრდები მთელი ქვეყნიდან და აქ განათლებამიღებული ახალგაზრდები სხვა სიმაღლეზე აიყვანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 20:40

COVID19

კლინიკა „ბომონდში“ ერთი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში” 66 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. პაციენტებს შორის 14 ბავშვი, 4 ორსულია. სტაციონარში მოთავსებულ პირებს შორისაა ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული რამდენიმე პირი.

18 სექტემბერი 2020, 20:39

სამართალი

თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა

თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა. ახალგაზრდა კაცის ოჯახი მომხდარში ხევსურთსოფლის რწმუნებულს ადანაშაულებს, რომელიც ასევე მეჭიაურის თანაგუნდელია. დაზარალებული კრიტიკული მდგომარეობით რეანიმაციაშია.

18 სექტემბერი 2020, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში ​ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ალეხანდრო ხიამატეი

18 სექტემბერი 2020, 20:25

COVID19

გვატემალის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გვატემალის პრეზიდენტს, ალეხანდრო ხიამატეის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ არ გვინდა წარსულზე საუბარი, რადგან არავის ვეჯიბრებით და ვედრებით

ჩვენ არ გვინდა საუბარი წარსულზე, რადგან არავის ვეჯიბრებით და ვედრებით. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გვაქვს ძალიან ბევრი და ამას წყნარად, მშვიდად ვაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 20:14

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 907 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 907 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

18 სექტემბერი 2020, 20:13

COVID19

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევა ოზურგეთს უკავშირდება.

18 სექტემბერი 2020, 20:08

COVID19

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 8 მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

18 სექტემბერი 2020, 20:01

სპორტი

რაგბის კავშირი: 16 სექტემბერს მომხდარი ფაქტი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს

საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა განცხადება, სადაც 16 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებასა და ნაკრების 8 ერში ჩართვის საკითხებზეა ლაპარაკი.