თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ფარცხალაძის საქმეს განმარტავს
"მიწის მონაცვლეობაზე შეთანხმება ნიკა ალასანიასთან ვერ მოხერხდა, მაგრამ მოხერხდა ოთარ ფარცხალაძის პირობებში. ეს კანონიერი ქმედება იყო, ჯდება კანონის ფარგლებში", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც თბილისის მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწების გადაცემის დროს მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.
"მნიშვნელოვანია არა ის, ვინ იყო კერძო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, არამედ ის, რომ მერიას კომპანიის წინაშე ვალდებულება ჰქონდა. რა სარფიანი გარიგება დადო ნიკა ალასანიასთან ოთარ ფარცხალაძემ, მერიის განსახილველი თემა არ არის, რადგან ეს ორ სუბიექტს შორის კომერციული გარიგებაა.
ჩემს საკურატორო სფეროში არ შედიოდა არც ქონების მართვა და არც არქიტექტურა. ამ თემასთან შეხება მქონდა მხოლოდ მთავრობის სხდომაზე.
ეს მიწები ნიკა ალასანიას ჰქონდა შესყიდული. დააკვირდით, რა დროს შეისყიდა და რა დროს დაიწყო ვერეს ხეობაში გზის გაყვანა. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, ხელოვნური პროცესი რომ ალასანია და მისი გარემოცვა დიდ კომპენსაციას მიიღებდნენ. ეს გიგი უგულავას მერობის პერიოდში ხდება. მაშინ მერიას კომპენსაცია არ მიუცია - ან ვერ მოასწრეს ან ვერ შეთანხმდნენ ან სხვასაც მადა გაუჩნდა.
ჩვენი მმართველობის პერიოდში, როცა კომპანიამ მოგვმართა, მფლობელი უკვე ოთარ ფარცხალაძე იყო. მონაცვლეობას აქვს მეორე მხარე - რას ითხოვენ მონაცვლეობისთვის. ვერავინ იტყვის, რომ ადგილი ჰქონდა უკანონობას, რადგან სახელმწიფო პროექტმა კერძო ნაკვეთზე გაიარა და ან ფულადი კომპენსაცია უნდა გაცემულიყო ან მიწის მონაცვლეობა მომხდარიყო. პროცესი გაჭვირვალე იყო. მერიას ჰქონდა ვალდებულებები კერძო მესაკუთრესთან. ვალდებულებები გაისტუმრეს მიწის მონაცვლეობის გზით.
არ ვიცი, რა დასკვნა აქვს აუდიტის სამსახურს. საინტერესოა, ოპერაციის კანონიერებაზე თუ არის მსჯელობა. მიწა ფარცხალაძის, პეტრიაშვილის თუ პავლიაშვილის კერძო მფობელობაში იყო, მეორეხარისხოვანია.
რატომ არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა ნიკა ალასანიას, გიგი უგულავას მოჰკითხეთ. ჩემი ვარაუდით, გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის გუნდებს შორის განხეთქილება უკვე არსებობდა. იყო კლანებს შორის გადანაწილების თემა.
ჩვენი მმართველობის დროს გადაწყდა, ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები არ გაცემულიყო და გამოიყო მიწის ნაკვეთი. ოთარ ფარცხალაძის ნაცვლად ნებისმიერი სხვა მოქალაქე რომ ყოფილიყო, იგივე პროცედურა განხორციელდებოდა", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ნიკა ალასანია მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილია.
ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
ყველა სიახლე
17 ივნისი 2026, 00:27
მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ იახტასა და რუსულ სამხედრო ხომალდს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები გაასაჯაროვა - უწყების განცხადებით, სამხედრო ხომალდს იახტის მიმართულებით არ უსვრია
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ იახტასა და რუსულ სამხედრო ხომალდს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაასაჯაროვა. უწყების განცხადებით, გამაფრთხილებელი გასროლები უშუალოდ იახტის მიმართულებით არ იყო მიმართული.
17 ივნისი 2026, 00:10
მსოფლიო
ირანის სამხედრო უწყება ისრაელს „მკაცრი პასუხით“ ემუქრება, თუ ლიბანში ომი გაგრძელდება
ირანის სამხედრო შტაბმა სამშაბათს ისრაელი გააფრთხილა, შეწყვიტოს სამხედრო კამპანია ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ - იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.
16 ივნისი 2026, 23:46
მსოფლიო
CNN: ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის გაცნობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო
ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის გაცნობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - განუცხადა ისრაელურმა წყარომ CNN-ს. შედეგად, აშშ-ის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე ინფორმაციის გარეშე დარჩა იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც უკვე ფართო კრიტიკის საგანია.
16 ივნისი 2026, 23:40
სამართალი
პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 23:35
მსოფლიო
Reuters: აშშ-ირანის ჩარჩო შეთანხმებაში გაწერილია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების კერძო ფონდის შექმნა, რომლის მიზანიც ირანში ინვესტიციების მოზიდვაა - ამ თანხის ნახევარზე მეტი უკვე მობილიზებულია
აშშ-ირანის ჩარჩო შეთანხმებაში გაწერილია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების კერძო ფონდის შექმნა, რომლის მიზანიც ირანში ინვესტიციების მოზიდვაა - ამ თანხის ნახევარზე მეტი უკვე მობილიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 22:40
მსოფლიო
ესპანური გამოცემა El País: ომი ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის ევროკავშირის ისედაც მყიფე დიპლომატიას ძირს უთხრის
ზოგიერთი დიპლომატი ირონიით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ემსგავსება „სამეფო კარის თამაშებს“ - ბრიუსელში სულ უფრო მწვავე და ღია ბრძოლა მიმდინარეობს დიპლომატიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. აქ არ არის სისხლისღვრა და „წითელი ქორწილები“, თუმცა ყველაფერი ძალაუფლების ბერკეტების ხელში ჩაგდების, გავლენისთვის ბრძოლისა და პოლიტიკური ნარატივის შექმნის გარშემო ტრიალებს, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „ომი ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის ევროკავშირის ისედაც მყიფე დიპლომატიას ძირს უთხრის“.
16 ივნისი 2026, 22:39
რეგიონი
ხულოს სახელოვნებო სკოლაში სამხატვრო და მუსიკალური განყოფილებების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ხულოს სახელოვნებო სკოლაში სამხატვრო და მუსიკალური განყოფილებების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 22:33
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ოპოზიციის ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფაქტობრივად ისინი „ალიანსში“ არც არიან და უკვე ორი თვეა, არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.
16 ივნისი 2026, 22:33
რეგიონი
უმაღლესი საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს - ზურაბ პატარაძე დეპუტატების წინაშე გაწეული საქმიანობის, პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციით წარდგა.
16 ივნისი 2026, 22:16
მსოფლიო
The Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
ევროკავშირს 2010 წლიდან აქვს დინამიური სახელწოდების მქონე საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) - ბოლო 18 თვეა, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს უკავია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მნიშვნელოვნად ჟღერადი თანამდებობა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, რასაც იგი საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობებსაც უთავსებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას“.
16 ივნისი 2026, 21:52
მსოფლიო
ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია და მათ საკმაოდ კონკრეტული ფორმა მიიღეს. ამის შესახებ პრემიერმა სამშაბათს, პარლამენტში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
16 ივნისი 2026, 21:37
რეგიონი
რაჭის ტურისტული სეზონი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ტრადიციული მევენახეობა, საუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობა და მზარდი ტურისტული პოტენციალი - რაჭა წლის ნებისმიერ სეზონზე დამსვენებელს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.
16 ივნისი 2026, 21:18
მსოფლიო
ევროპულ საქმეებში პოლონეთის სახელმწიფო მდივანი: უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა მხოლოდ პროცესის დასაწყისია, რომლის დროსაც ვარშავა აქტიურად დაიცავს საკუთარ ინტერესებს
უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა მხოლოდ პროცესის დასაწყისია, რომლის დროსაც ვარშავა აქტიურად დაიცავს საკუთარ ინტერესებს. ამის შესახებ ევროპულ საქმეებში პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, იგნაცი ნემჩიცკიმ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 21:08
მსოფლიო
ბრიტანული მედია: რუსულმა სამხედრო ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში ბრიტანული იახტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა
რუსულმა სამხედრო ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში ბრიტანული იახტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 21:01
პოლიტიკა
მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ვიზიტი და გამოსვლა აზერბაიჯანში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაციის „ვიზიტი აზერბაიჯანში და მნიშვნელოვანი გზავნილები.
16 ივნისი 2026, 20:56
პოლიტიკა
„ნაციონალები“ ალიანსს სამუშაო გარემოს უწუნებენ, „ახლები“ გაერთიანებიდან გასვლას ფიქრობენ. ოპოზიციური ქაოსი გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაპირისპირების მორიგი ფაზა ოპოზიციურ ალიანსში. ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ ყრილობაზე იმ ერთობის დატოვებაზე იმსჯელონ, რომელიც ვერ შედგა.
16 ივნისი 2026, 20:55
პოლიტიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ვალდებულებების სრული დაცვით
გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში, რომლითაც სააგენტო გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს ეხმაურება.
16 ივნისი 2026, 20:48
სამართალი
ფინანსური დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს გამოცდილება ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე ილაპარაკა. პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.
16 ივნისი 2026, 20:48
პოლიტიკა
მახაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე: გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა შესაძლებლობები, რომ აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც განიხილეს, როგორც სახელმწიფოებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გადატვირთვის საკითხიც.
16 ივნისი 2026, 20:44
მსოფლიო
ზელენსკი: ამჟამად უკრაინა რუსეთზე უკეთესად გამოიყურება როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოწინავე შეიარაღების წარმოებაში - აგრესორმა ინიციატივა დაკარგა
ამჟამად უკრაინა რუსეთზე უკეთესად გამოიყურება როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოწინავე შეიარაღების წარმოებაში. აგრესორმა ინიციატივა დაკარგა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე Reuters Next Europe.


