Imedi /  03 მარტი 2020, 11:24 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტზე: მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უკვე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეორე ოფიციალური ვიზიტი. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი არჩევიდან სწორედ საქართველოში გაიმართა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკის გაღრმავებას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას. კულტურას ხალხთა შორის ურთიერთობას. ასევე, ვისაუბრებთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. სომხეთი და საქართველო ორივე გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები. წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება. მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება, კოორდინაცია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ვიზიტი მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსი ფონზე მიმდინარეობს და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია, იმისთვის, რომ ამ გამოწვევას ერთობლივად გავუმკლავდეთ.

„ეს კოორდინაცია ძალიან ეფექტურად განხორციელდა განვლილი დღეების განმავლობაში, დარწმუნებული ვარ ამ ვიზიტის დროსაც ვისაუბრეთ ერთობლივი ქმედებების ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც დაგვეხმარება ამ პრობლემასთან გამკლავებაში“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომეხ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია მასპინძლობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ყველა სიახლე

20 იანვარი 2021, 20:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.

20 იანვარი 2021, 19:44

პოლიტიკა

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მეჩაიეობის დარგის განვითარების გეგმაზე.

20 იანვარი 2021, 19:43

მსოფლიო

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კაპიტოლიუმში მივიდნენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი კაპიტოლიუმში მივიდნენ, სადაც ინაუგურაციის ცერემონია შედგება.

20 იანვარი 2021, 19:40

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

20 იანვარი 2021, 19:23

სამართალი

კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 19:20

მსოფლიო

ბარაკ ობამა ჯო ბაიდენს: შენი დრო დადგა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ეხმიანება.

ნათია თურნავა ზურაბ პოლოლიკაშვილი

20 იანვარი 2021, 19:19

საზოგადოება

ნათია თურნავა ზურაბ პოლოლიკაშვილს: მინდა ვუსურვო წარმატება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური ტურიზმის აღდგენაში პოსტპანდემიურ პერიოდში

მინდა მივულოცო ზურაბ პოლოლიკაშვილს მეორედ არჩევა ძალიან საპატიო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიცაა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ვუსურვო მას წარმატება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური ტურიზმის აღდგენაში პოსტპანდემიურ პერიოდში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა და ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა

20 იანვარი 2021, 19:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: 2021 წელს, რეკომენდაციების შესრულების ხარჯზე, ქალების სოფლის მეურნეობაში ჩართულობის კუთხით ძალიან კარგი მაჩვენებელი გვექნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემატური მოკვლევის ფარგლებში - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.

20 იანვარი 2021, 19:01

საზოგადოება

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა და კომიტეტის წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე, განიხილეს საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის წესი, მოისმინეს ახალი შემოთავაზებები და მოსაზრებები, ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 19:00

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე კვლევა ჩატარდა და ზუსტად ვიცით, რომელი სამიზნე ჯგუფი, რა განწყობით არის ვაქცინასთან მიმართებაში

ვაქცინაციის საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მესიჯბოქსიც და ასევე ყველა ის საინფორმაციო კომპონენტიც, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობაში განწყობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსზე ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლების კამპანია.

20 იანვარი 2021, 18:47

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

2 დღიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რომელიც ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

20 იანვარი 2021, 18:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ამერიკაში ახალი დღეა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე საკუთარ ინაუგურაციას გამოეხმაურა.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 18:46

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ განვიხილავთ გასხნებს სავაჭრო სექტორსა და განათლების სფეროში, თუმცა არ მინდა ცრუ მოლოდინები შევქმნა

​ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ სავაჭრო სექტორს, როგორც გახსნის ობიექტს, რადგან ჩვენ მათგან დავინახეთ სწორი და კარგი თანამშრომლობა სწორედ საახალწლო პერიოდში. შემდეგ სექტორად განიხილება განათლების სექტორი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში. არ მინდა გავასწრო მოვლენებს და შევქმნა ცრუ მოლოდინები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკსი“ ეთერში ისაუბრა.

20 იანვარი 2021, 18:43

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ იმსჯელეს, მათ შორის, თავდაცვის, უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, განათლების, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში.

20 იანვარი 2021, 18:38

მსოფლიო

მადრიდის ცენტრში აფეთქების შედეგად მრავალსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა

მადრიდის ცენტრი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. კადრებში ჩანს, რომ ტოლედოს ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 18:31

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პირველივე დღიდან, როგორც კი ვაქცინაზე კომუნიკაცია გახდა შესაძლებელი, საქართველო ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში

პირველივე დღიდან, როგორც კი ვაქცინაზე კომუნიკაცია გახდა შესაძლებელი, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ასევე „კოვაქს“ პლატფორმასთან, ასევე ყველა მწარმოებელთან, საქართველო ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ვერ დაეთანხმება ოპონენტებს, რომლებიც იძახიან, რომ ვაქცინაზე კომუნიკაცია დაგვიანებული იყო.

20 იანვარი 2021, 18:29

რეგიონი

თელავში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი იწვის. ქვემო ხოდაშენში 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული, ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ოჯახის წევრებმა სახლის დატოვება დროულად შეძლეს, ამიტომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

20 იანვარი 2021, 18:26

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 332 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 332 ადამიანს გამოუვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 228,028 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,044 ადამიანი. ვირუსისგან 217,617 პაციენტი განიკურნა.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 18:24

COVID19

ჯანდაცვის მინისტრმა ის ჯგუფები დაასახელა, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველ რიგში აიცრებიან

გადაწყვეტილება მიღებულია და პირველ რიგში კორონავირუსის ვაქცინას სამედიცინო სექტორი მიიღებს, პრიორიტეტული ჯგუფები ამ სექტორშიც გამოყოფილია, რომლებიც უშუალოდ შემხებლობაში შეიძელება იყოს ინფექციის გავრცელებასთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

20 იანვარი 2021, 18:18

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური დღეს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი ოთხმეზურს 22 იანვარს, 14:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. პანაშვიდი 21 იანვარს, 17:00 საათიდან გაიმართება.