Imedi /  16 მაისი 2017, 15:57 / სანდო წყარო

კობახიძე: რუსი ტურისტების ნაკადს ხელს არაფერი შეუშლის

"რუსი ტურისტების ნაკადს ხელს არაფერი შეუშლის", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ.

"რუსი ტურისტების ინტერესი დიდია და ამ ინტერესს საფრთხეს არაფერი შეუქმნის. მთავარია, პრაგმატული პოლიტიკა გავაგრძელოთ, რომელსაც საყოველთაო მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება ხალხებს შორის ურთიერთობას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ტურისტული ნაკადები იზრდება. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

სერგეი ლავროვის უწყებამ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება ურჩია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს შსს-ს მიერ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანას თბილისის მორიგი პროვოკაცია უწოდა.

იური ლუჟკოვი მეუღლე ელენა ბატურინასთან და მეგობრებთან ერთად საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. მოსკოვის ყოფილი მერისთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა შავ სიაში. იური ლუჟკოვი საქართველოში ჩამოსვლას სექტემბერშიც გეგმავს.

მოსკოვის ყოფილი მერი მის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაზე ამბობს, რომ კანონი არ იცის და არც აინტერესებს - "რა კანონი?! მიმიფურთხებია ოფიციოზებისთვის და ამ ყველაფრისთვის".

იური ლუჟკოვი საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს ურთიერთობების დალაგებისკენ, რუს ტურისტებს კი, საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

ყველა სიახლე

08 ივნისი 2026, 11:15

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მორიგი საპროცესო შეთანხმებები გაფორმდება. დამატებით 4-მა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული.

08 ივნისი 2026, 11:10

პოლიტიკა

სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა, 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 68.7% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიცია დაიკავა. ამასთან, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.

08 ივნისი 2026, 11:05

მსოფლიო

ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების ფონზე ნავთობი ისევ გაძვირდა

Reuters-ის ცნობით, ​Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 3,20 დოლარით, ანუ 3,39%-ით გაიზარდა და ბარელზე 96,24 დოლარი შეადგინა. ამერიკული WTI-ის ფასი კი 2,87 დოლარით, ანუ 3,17%-ით გაიზარდა და ბარელზე 93,41 დოლარი გახდა.

ბაჩო ოდიშარია

08 ივნისი 2026, 11:03

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ ფილმზე: შეუძლებელი იქნებოდა ეს ფილმი გამოსულიყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“. მათ ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილია, რომელიც ქართული სპორტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის გააჩნია

კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ, ქართულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრობს, რომლის ჩვენებაც 11 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება.

08 ივნისი 2026, 10:58

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

08 ივნისი 2026, 10:56

მსოფლიო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა - ცესკო ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგებს აქვეყნებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც 8 ივნისს დილით ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგად განაცხადა, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,81% მიიღო.

08 ივნისი 2026, 10:54

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

08 ივნისი 2026, 10:53

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მორიგი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 ივნისი 2026, 10:36

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

08 ივნისი 2026, 10:30

სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 ივნისი 2026, 10:28

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი

08 ივნისი 2026, 10:25

მსოფლიო

სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით ფხენიანში ჩავიდა

ბოლოს სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეას 2019 წელს, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე ეწვია. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც პირისპირ მოლაპარაკებები, ისე დელეგაციების შეხვედრები.

08 ივნისი 2026, 10:06

საზოგადოება

სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს სრულდება

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.

კრისტიან ერიქსენი

08 ივნისი 2026, 10:06

სპორტი

ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ამხანაგური მატჩის დროს გონება დაკარგა, თუმცა მოგვიანებით მოედანი დამოუკიდებლად დატოვა

„კრისტიანი თავს კარგად გრძნობს და მოედანი დამოუკიდებლად დატოვა. კარდიოსტიმულატორმა ზუსტად ისე იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა. ის მცირე ხნით უგონოდ იყო, მაგრამ გონება ძალიან სწრაფად დაუბრუნდა და მასთან კონტაქტზე მალევე გავედით. ახლა ის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს ინციდენტი. თუმცა ახლა გონზეა, აცხადებს დანიის ფეხბურთის ასოციაცია.„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ მასთან და საავადმყოფოს ექიმებთან“, - განაცხადა ბოესენმა.

08 ივნისი 2026, 10:00

მსოფლიო

ბიულეტენების 94%-ის დამუშავების შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი მიიღო

ამ მონაცემების მიხედვით, 50,07%-ით (689 675 ხმა) მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა პარტიათა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც 23,35% (321 597 ხმა) მოიპოვა. მესამე პოზიციას იკავებს პარტიათა ბლოკი „სომხეთი“, ხმათა 9,96%-ით (135 808 ხმა).

ნიკოლ ფაშინიანი

08 ივნისი 2026, 09:49

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანნა მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ გაიმეორა მუქარა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ალიანს „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა, ალიანს „სომხეთის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარემ“ გაგიკ ცარუკიანმა პასუხი უნდა აგონ.

08 ივნისი 2026, 09:40

მსოფლიო

ფილიპინებზე ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ფილიპინებში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ფილიპინების მთავარი სამხრეთ კუნძულის, მინდანაოს ქალაქ გენერალ-სანტოსის სანაპიროსთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

კირ სტარმერი და ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ივნისი 2026, 09:34

მსოფლიო

სტარმერმა, ზელენსკიმ, მაკრონმა და მერცმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად 5 პირობა ჩამოაყალიბეს

პირობები მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების დაწყებას ფრონტზე არსებული მიმდინარე პოზიციებიდან, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების „მყარი“ გარანტიების შექმნას.

08 ივნისი 2026, 09:34

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთმა „გემოფესტს“ უმასპინძლა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთმა 6-7 ივნისს გემოფესტს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ტრადიციული კერძები, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას და ისიამოვნეს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით.

08 ივნისი 2026, 09:27

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.