არჩილ თალაკვაძე: რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა აგრესიის ნაცნობი სქემის გაგრძელებას წარმოადგენს

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: Facebook
გამოცემა Morning Consult-ი აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის სპიკერის, არჩილ თალაკვაძის სტატიას სათაურით „რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერშეტევის შემდეგ კონგრესმა უნდა იმოქმედოს, რათა მხარი დაუჭიროს მთავარ მოკავშირეს“.
როგორც სტატიაში არჩილ თალაკვაძე წერს, შარშან ოქტომბერში რუსეთმა განახორციელა თავხედური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას.
„ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს დახმარებით საქართველომ ახლახან დადო დასკვნა, რომ ამ შეტევის უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველო, იგივე გრუ - უწყება, რომელსაც ასევე ედება პასუხისმგებლობა 2015-2017 წლებში უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ზიანის მომტანი კიბერშეტევის განხორციელებაზე. სასხელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ დაგმო ხსენებული თავდასხმა და განაცხადა, რომ „ეს მიუთითებს რუსეთის გრუ-ს სისტემატური კიბეროპერაციების სქემის უწყვეტ ხასიათზე“.
ჩემს ქვეყნაზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა, რომელიც მიმართული იყო ონლაინ მომსახურების პროვაიდერების წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა სახელისუფლებლო და კერძო ვებგვერდების, მედიასაშუალებების და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შეფერხება. ეს შეტევა წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნაცნობის სქემის გაგრძელებას. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ (1992 და 2008 წლებში) რუსეთი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციას.
ახლახან რუსმა პრესსპიკერმა რუსეთისთვის არადამახასიათებელი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. თუკი მისი განცხადება ლიტონი სიტყვები არაა, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაგვიბრუნოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, გაიყვანოს თავისი ჯარები ჩვენი რეგიონებიდან, შეწყვიტოს კიბერშეტევები და საქართველოს წინსვლის ჩაგდება საფრთხის ქვეშ.
შარშან შემოდგომაზე წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება. აქტში გაჟღერებულია მოწოდება საქართველოს სუვერენიტეტის წინაშე მდგარი საფრთხეების შეფასებისკენ, განსაკუთრებით კიბერსფეროში ჩარევის მხრივ, და აშშ- ის მხრიდან ამ საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო აქტიური ზომების მიღებისკენ. 2012 წლიდან მოყოლებული ქართველმა ხალხმა განახორციელა რიგი დემოკრატიული რეფორმები. ქართველები დიდად აფასებენ ადმინისტრაციისა და კონგრესის მხრიდან ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ძლიერ საერთაშორისო მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - წერს თალაკვაძე.
ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2023, 10:01
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, ახლახან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს, ეს პოზიტიური ნიშანია
სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, პირველი კონსულტაციები ახლახან გაიმართა საქართველოში- ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს, ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია,- ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 09:52
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში
ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 09:46
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
7 დეკემბერს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

07 დეკემბერი 2023, 09:27
მსოფლიო
პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს განაგრძობს. არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა. ერ-რიადში ის საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. მხარეებმა ჰამას-ისრაელის ომი, ნავთობის ფასები და უკრაინის კონფლიქტი განიხილეს.

07 დეკემბერი 2023, 09:19
LIVE ისრაელი
ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, ხან-იუნისში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეფერხებულია
ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, ხან-იუნისში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეფერხებულია. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა სააგენტოს ცნობით, ერთადერთი პროვინცია, სადაც ამჟამად დახმარების შეტანაა შესაძლებელი, ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰია. ჩრდილოეთ ღაზაში კი ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა 1-ელი დეკემბრიდან მთლიანად არის შეჩერებული.

07 დეკემბერი 2023, 09:00
LIVE ისრაელი
რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 62-ე დღეს
ომის 62-ე დღე. ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ჩრდილოეთ ღაზის პარალელურად, სახმელეთო ოპერაცია ანკლავის სამხრეთ ნაწილშიც ტარდება. ბოლო 4 დღის განმავლობაში „ცაჰალმა“ „ჰამასის“ 800-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა. აღმოჩენილია იარაღის უმსხვილესი საწყობი, რაკეტები, ჭურვები, ნაღმები და უპილოტო საფრენი აპარატები.

07 დეკემბერი 2023, 08:50
მსოფლიო
ნევადის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნეს და ის ლიკვიდირებულია. ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, კევინ მაკმაჰილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის მათ მოტივის შესახებ არაფერი იციან. ადგილობრივ პოლიციას გამოძიებაში დახმარებას უწევენ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო (ATF).

07 დეკემბერი 2023, 08:41
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია დამტკიცდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, რათა საქართველო სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის საქართველოს კუთვნილი ადგილი
მოხარული ვარ, რომ საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ეს პოზიტიური რეკომენდაცია იქნება დამტკიცებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ იმისთვის, რომ საქართველო ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს არის საქართველოს კუთვნილი ადგილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საპატრიარქოში ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 08:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უნდა შეიზღუდოს და მინიმუმამდე დავიდეს მოჭარბებული გავლენის მქონე პირების ზემოქმედება საარჩევნო პროცესზე
საკითხი ეხება იმას, რომ შეიზღუდოს, მინიმუმამდე დავიდეს მოჭარბებული გავლენის მქონე პირების ზემოქმედება საარჩევნო პროცესზე, - პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

07 დეკემბერი 2023, 08:18
საზოგადოება
რობინ დანიგანი: ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით
ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საპატრიარქოში ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 08:00
პოლიტიკა
პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ
ცვლილება პარტიების დაფინანსების წესებში - კანონპროექტის ირგვლივ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. ცვლილების მიხედვით პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსურ და მატერიალურ შემოწირულებას ვეღარ მიიღებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციით ხორციელდება და ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის და 2024 წლის არჩევნებისთვის.

07 დეკემბერი 2023, 03:45
მსოფლიო
არესტოვიჩი: ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის
ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი მცირე შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.

07 დეკემბერი 2023, 03:34
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: კონგრესში „რესპუბლიკელები“ იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას - ეს პოლიტიკური შანტაჟია
„პოლიტიკური შანტაჟი“, - ასე შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის სენატში იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანის დაბლოკვა, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა.

07 დეკემბერი 2023, 03:23
მსოფლიო
აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერი: სევდიანი ღამე სენატისა და ამერიკისთვის - „რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს უკრაინისა და ისრაელის დაფინანსება
სევდიანი ღამე სენატისა და ამერიკისთვის, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერი, „დემოკრატი“ სენატორი ჩაკ შუმერი იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანის დაბლოკვას, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა.

07 დეკემბერი 2023, 02:44
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა დაბლოკა იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა
აშშ-ის სენატმა დაბლოკა იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 01:32
მსოფლიო
ბაიდენი: თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება - თუ პუტინი თავს დაესხმება ნატოს წევრ სახელმწიფოს, მაშინ ჩვენ გვექნება ის, რაც დღეს არ გვაქვს: ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან იბრძვიან
თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება, ის გაგრძელებას აპირებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

07 დეკემბერი 2023, 00:42
მსოფლიო
ბლინკენი უკრაინისათვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე: თუ კონგრესი არ დაამტკიცებს უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, ეს დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება
აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 00:29
მსოფლიო
ბაიდენი კონგრესს უკრაინისათვის დაფინანსების დამტკიცებაზე: ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ზურგი აქცია თავისუფლების საქმეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესის მიერ უკრაინისათვის დაფინანსების არდამტკიცება უდიდესი საჩუქარი იქნება ვლადიმირ პუტინისთვის.

07 დეკემბერი 2023, 00:17
პოლიტიკა
დავით მაღრაძე: პრემიერის და ბორელის პრესკონფერენცია იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის, ვინაიდან გაისმა ქართული მკაფიო პოზიცია - თქვენ ან ევროპისთვის და საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ან რუსეთისთვის სასარგებლოს
ვინაიდან ერთმნიშვნელოვნად მკაფიოდ დადებითი რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მხრიდან, ვიმედოვნებ, რომ ამას მოჰყვება ადეკვატური გადაწყვეტილება, რომელიც 1 კვირაში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 00:02
კულტურა
დავით მაღრაძე: ვატიკანის ტერიტორიაზე, ძალიან თვალსაჩინო ადგილას ქართული კულტურის კვალი სამუდამოდ აირეკლა
მისი თქმით, ვატიკანში გამართულ ისტორიულ ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ასევე, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი კარდინალი ფერნანდო ვერჯეს ალძაგა, წმინდა საყდარში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელმაც მოზაიკა აკურთხა.