imedi /  04 მარტი 2020, 19:58 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთავაზებასა და ყველა აქტუალურ თემაზე ვესაუბრეთ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ შევხვდით ევროპარლამენტარებს. გვქონდა ბრიუსელში რამდენიმე შეხვედრა. ვსაუბრობდით საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთავაზებასა და ყველა სხვა თემაზე , რომელიც არის აქტუალური დღეს საქართველოში- ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის ინიციტივებთან დაკავშირებით რეაქციები დადებითი იყო.

„რაც შეეხება რეზოლუციას, არის დაგეგმილი რეზოლუციის პროექტის განხილვა ევროპარლმენტში. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე , რომ შესაძლოა უმჯობესი იყოს დაველოდოთ მოვლენების განვითარებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. დაველოდოთ ფაქტების შემსწავლელ მისიას და მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გამოიკვეთება სრული სურათი, ამის შემდეგ უფრო მიზანშეწონილი იქნება მსჯელობა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ეს იყო ჩვენი არგუმენტი. ეს არგუმენტი ზოგადად გაიზიარეს ჩვენმა კოლეგებმა და ვნახოთ საბოლოო ჯამში რამდენად იქნება გაზიარებული ეს არგუმენტი სხდომაზე. პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როდის რა იქნება, თუმცა დამეთანხმებით, რომ ლოგიკურია ჯერ პროცესი დასრულდეს და შემდეგ შეფასდეს პროცესი. ლოგიკურია და რაციონალური დასრულდეს გარკვეული პროცესები და ამის შემდეგ შეფასდეს. მიმდინარე პროცესების შეფასებას სჯობს, რომ დასრულებული პროცესი შეაფასონ. ამ ლოგიკაში ყველა ევროპარლამენტარი დაგვეთანხმა, რომელსაც დღეს შევხვდით და მათ შორის იყო ბატონი კუბილიუსი. პროექტი მომზადების პროცესშია. ჩართულია ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი. ვიდრე არ იქნება რაიმე დოკუმენტი წარმოდგენილი, მანამდე ნაადრევია შეფასების გაკეთება და მსჯელობა იმაზე, თუ რა შეიძლება ჩაიწეროს. შემდეგისთვის უკვე მოესწრება უკვე ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლაც და მოესწრება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაც . მე ვსაუბრობ უახლოეს სესიაზე. დაველოდოთ პროცესებს და მომდევნო სესიაზე უკვე შესაძლებელი იქნება იმ ვითარების შეფასება, რომელიც დაეფუძნება დასრულებულ პროცესებს“- განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე მომავალ კვირას იმსჯელებენ. თებერვალში სტრასბურგში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა საერთო განცხადების მიღების გარეშე დასრულდა.

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 08:34

მსოფლიო

ღაზის სექტორში ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

პალესტინური სააგენტოს ცნობით, ბეით ლაჰიაში მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში მამაკაცის, 4 ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები იპოვეს. განადგურებულია 500-მდე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, 4 მაღალსართულიანი კორპუსი.

14 მაისი 2021, 08:23

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

14 მაისი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართება

ისინი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წესებზე იმსჯელებენ. მხარეები აცხადებენ, რომ ამ საკითხებზე პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. კანონპროექტს მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გაიტანენ.

ემანუელ მაკრონი

14 მაისი 2021, 02:42

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 მაისი 2021, 02:30

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება

ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

14 მაისი 2021, 02:15

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში: ღაზის სექტორის მიმდებარედ 4 კილომეტრის მანძილზე მცხოვრები მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სავალდებულოდ უნდა დარჩეს თავშესაფრებში

ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

14 მაისი 2021, 02:10

მსოფლიო

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შსახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

14 მაისი 2021, 01:56

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტები: უკრაინელი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კერძო ინტერესების მძევალი გახდა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ტახტზე აყვანამ ჩვენს ქვეყანას სასარგებლო ცვლილებების ბოლო იმედი წაართვა, - აცხადებს Obozrevatel TV-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ვალერი ტოვმაჩი გადაცემაში „სააკაშვილი - უკრაინაში რეფორმების მთავარი უბედურება“.

შალვა ნათელაშვილი

14 მაისი 2021, 00:23

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ქართველი ხალხის ნებას უნდა ასრულებდეს ქართველი პოლიტიკოსი და არა შარლ მიშელი, დიკაპრიო, ანგელა მერკელი და კელი დეგნანი

„ისინი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაგრამ თავის სამსახურებრივი მოვალეობა და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ. ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა შევასრულოთ ქართველი ხალხის ნება. უნდა ქართველ ხალხს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, არ უნდა შევიდეთ, მტკვარში უნდათ რომ გადავხტეთ - გადავხტეთ, უნდათ წავიდეთ პოლიტიკიდან - წავიდეთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

14 მაისი 2021, 00:07

კულტურა

„მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გამოსვლის თარიღი ცნობილია

გავრცელებული ცნობით, 6 მთავარი გმირის გარდა, გადაღებებში მომღერლები ჯასტინ ბიბერი, ლეიდი გაგა, ჯგუფი BTS-ი, მსახიობები კიტ ჰარინგტონი, ასევე მოდელი სინდი კროუფორდი და ფეხბურთელი დევიდ ბექჰემიც მონაწილეობნენ.

14 მაისი 2021, 00:06

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები. საელჩოს ინფორმაციით, ვრცელდება მუქარა თელ ავივის და შესაბამისად, გარშემო ქალაქების მიმართულებაზე.

13 მაისი 2021, 23:57

ეკონომიკა

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა

ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია უკრაინაში, კანადაში, ყაზახეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, ჩეხეთში, თურქეთში, შვედეთში და სხვა ქვეყნებში. საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.

13 მაისი 2021, 23:53

საზოგადოება

დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ოქტომბრის ბოლომდე, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონში ქუჩები, გამზირები და მოედნები მოირეცხება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

13 მაისი 2021, 23:36

COVID19

ამირან გამყრელიძე: პორტალზე 800 ათასამდე შემოსვლის მცდელობა იყო და სისტემამ ამას ვერ გაუძლო

„რამდენიმე საკმაოდ გამოცდილი უწყების IT - სპეციალისტები მუშაობდნენ ჩვენებთან ერთად, რომ ეს ხარვეზი აღმოფხვრილიყო და ასევე, რომ აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

13 მაისი 2021, 23:33

მსოფლიო

„ჰამასმა“ დავიდ ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ დავიდ ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

13 მაისი 2021, 23:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

13 მაისი 2021, 23:03

მსოფლიო

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ადასტურებს.

13 მაისი 2021, 22:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 160 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 160 მილიონს გადააჭარბა.

13 მაისი 2021, 22:33

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ

სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ გაიდლაინშია ნათქვამი.

13 მაისი 2021, 22:14

საზოგადოება

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.