Imedi /  05 მარტი 2020, 13:43 / სანდო წყარო

ბადრი ჯაფარიძე: გიგი უგულავას განცხადება არის სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი მიდგომა

ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გიგი უგულავას განცხადებას სახელმწიფოებრივსა და პასუხისმგებლიანს უწოდებს. მისი თქმით, საქართველოს ახლა მშვიდი გარემო სჭირდება და პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

პარტია „ლელოს“ ლიდერი ასევე პროცესებში საერთაშორისო საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების მაღალი ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ უცხოელი პარტნიორების პოზიცია უნდა გაითვალისწინოს და კომპრომისული პოზიცია დაიკავოს მოლაპარაკებების პროცესებში.

“ეს არის სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი მიდგომა იმიტომ, რომ დღეს ჩვენს ქვეყნას სჭირდება მშვიდი გარემო. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მანდატებით ვაჭრობს, გვჭირდება, რომ მაქსიმალურად მივიღოთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა. ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების მოსაზრებები, მათი რეკომენდაციები, წინადადებები და აქედან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა დაიკავოს მაქსიმალურად კომპრომისული პოზიცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების პოზიციის გათვალისწინებით. ეს ხელისუფლება პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ პარტიებს არ აღიარებს ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ჩართულობა, მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს მიერ მისიის მოვლენა საქართველოში, რომელმაც ამ შემთხვევებზე უნდა შეისწავლოს ყველა გარემოება.” - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ არ სურს მისი გათავისუფლების საკითხი საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებისთვის ბარიერი გახდეს.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

დევიდ კემერონი

07 დეკემბერი 2023, 21:50

მსოფლიო

დევიდ კემერონი: გაყინული რუსული აქტივებიდან ფული უკრაინის აღდგენაზე უნდა იყოს მიმართული

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან ფული უკრაინის აღდგენაზე უნდა იყოს მიმართული.

დავით ქართველიშვილი

07 დეკემბერი 2023, 21:47

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი, პანდემიისა არ იყოს, დასრულდება სწორედ მაშინ, როდესაც ათვისებული და გადამუშავებული იქნება ამ ომისთვის გამოყოფილი უკანასკნელი ცენტი

როგორც დავით ქართველიშვილი განმარტავს, ეს ფენომენი გულისხმობს „შიშებით ვაჭრობას“. მას არცთუ ისე შორეულ წარსულში უკავშირდება - პანდემიის პერიოდი, ახლა - რუსეთ-უკრაინის ომი, ხოლო მომავალში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა დაუკავშირდება.

ბაბი კირკიტაძე

07 დეკემბერი 2023, 21:28

საზოგადოება

ბაბი კირკიტაძე მის შესახებ ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო სასამართლოს მიმართავს

ბაბი კირკიტაძე მის შესახებ სოციალურ ქსელებში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

07 დეკემბერი 2023, 21:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უნგრეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უნგრეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა მელია

07 დეკემბერი 2023, 21:16

პოლიტიკა

ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრობა“ დატოვა. „მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში, - განაცხადა მან საგანგებო ბრიფინგზე.

07 დეკემბერი 2023, 21:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბარნა სჟიგმონდს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბარნა სჟიგმონდს შეხვდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბარნა პალ ჟიგმონდი

07 დეკემბერი 2023, 20:40

პოლიტიკა

ბარნა პალ ჟიგმონდის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის საკითხი დამოუკიდებელი პროცესია

უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, რომ გვჭირდება ახალი სტრატეგია, რადგან ქვეყანა ომია, - ამის შესახებ უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბარნა პალ ჟიგმონდიმ ჟურნალისტებს უკრაინის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

07 დეკემბერი 2023, 20:38

LIVE ისრაელი

ისრაელის მთავრობის მინისტრის, გადი აიზენკოტის შვილი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა

ისრაელის მთავრობის მინისტრისა და ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გადი აიზენკოტის შვილი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

07 დეკემბერი 2023, 20:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უკრაინის გარშემო დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის კავშირი არ არსებობს, სტატუსთან დაკავშირებით განხილვა წელსაც განცალკევებულად მოხდება

შარშან უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, თუმცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა. მაშინ განცალკევებულად განიხილებოდა ეს საკითხი და რა თქმა უნდა, წელსაც სამივე ქვეყნის საკითხი განცალკევებულად განიხილება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კახა კალაძე

07 დეკემბერი 2023, 20:24

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო, მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. „დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო.

ირაკლი კობახიძე

07 დეკემბერი 2023, 20:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ მივიღეთ მყარი მხარდაჭერა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება - ყველა სფეროში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა და ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს

უნგრული მხარისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ მყარი მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 20:19

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ: თუ „ჰეზბოლა“ ფართოსმასშტაბურ ომს დაიწყებს, ბეირუთს ღაზად გადააქცევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ ლიბანური რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ფართოსმასშტაბურ ომს დაიწყებს, ბეირუთს ღაზად გადააქცევს.

ბარნა პალ ჟიგმონდი

07 დეკემბერი 2023, 20:17

პოლიტიკა

ბარნა პალ ჟიგმონდი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. მხარს ვუჭერთ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. მხარს ვუჭერთ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბარნა პალ ჟიგმონდიმ ჟურნალისტებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

07 დეკემბერი 2023, 20:04

კულტურა

IMDb-მ 2023 წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები დაასახელა

ვებგვერდმა IMDb 2023 წლის საუკეთესო ფილმები, სერიალები და ასევე ცნობილი ადამიანები დაასახელა. პლატფორმამ რეიტინგი შოუებისა თუ ფილმების მნახველთა რაოდენობას მიხედვით შეადგინა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი კირიაკოს მიცოტაკისი

07 დეკემბერი 2023, 19:51

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთს სურს ეგეოსის ზღვა მშვიდობისა და მეგობრობის ზღვად აქციოს

ათენში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთს სურს ეგეოსის ზღვა მშვიდობისა და მეგობრობის ზღვად აქციოს.

07 დეკემბერი 2023, 19:44

საზოგადოება

ნინო წილოსანი ჰაიდელბერგის სოციო-სამართლებრივი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ჰაიდელბერგის სოციო-სამართლებრივი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

07 დეკემბერი 2023, 19:18

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

ებრაელები მთელი მსოფლიოს გარშემო დღეს ხანუქას პირველ სანთელს ანთებენ. ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, წლევანდელი ხანუქა ღაზაში ისრაელის მიერ „ჰამასთან“ ბრძოლის გაგრძელების პირობებში დაიწყო.

07 დეკემბერი 2023, 19:15

მსოფლიო

სი ძინპინი: ჩინეთმა და ევროპამ არ უნდა განიხილონ ერთმანეთი, როგორც მეტოქეები და არ უნდა ჩაერთონ კონფრონტაციაში

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ევროპამ არ უნდა განიხილონ ერთმანეთი, როგორც მეტოქეები და არ უნდა ჩაერთონ კონფრონტაციაში განსხვავებული პოლიტიკური სისტემების გამო.

07 დეკემბერი 2023, 18:57

საზოგადოება

უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 18:46

საზოგადოება

TAV Georgia-მ ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მიულოცა

TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ტრადიციულად, საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს TAV-ის სახელობითი სტიპენდია გადასცა.