Imedi /  09 მარტი 2020, 18:22 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: საარჩევნო სისტემა არის იმგვარი, რომ მაქსიმალურად იყოს დაზღვეული ქვეყნის სტაბილური განვითარება

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

რა თქმა უნდა შეთანხმება სჯობს შეუთანხმებლობას. ერთიც და მეორეც უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს. თუ ქვეყნის ინტერესები დგას საფრთხის ქვეშ, შეიძლება ​შეუთანხმებლობასაც ჰქონდეს გამართლება, - ამის შესახებ ფრაქცია, „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„როცა ჩვენ დავინახეთ ეს რისკები, მაჟორიტარებმა და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა, სრულიად შეგნებულად ჩავაგდეთ ის კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა იყო, რა თქმა უნდა ის, რაც ვახსენე, პირველი და მნიშვნელოვანი და მეორე ამომრჩეველი არ უნდა დაშორებოდა უშუალო წარმომადგენელს საკუთარ პარლამენტში, ანუ მას ჰყოლოდა მაჟორიტარი რომელსაც თავად აირჩევდა, პარტიულ კულისებს მიღმა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოთხოვნა, როდესაც დავაყენეთ საკითხი იმ საკონსტიტუციო ჩანაწერის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობდა 2020-ის არჩევნების შემდგომი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით. ეს ჩანაწერი აძლევდა საბაბს დესტრუქციულ ოპოზიციას, რომ ქუჩაში ყოფილიყო. ამიტომ ჩვენი მაშინდელი შეუთანხმებლობა, რომელმაც გარკვეულწილად გამოიწვია ხმაური, ჩვენ ესეც ვთქვით, რომ სჯობს მოკლევადიანი ხმაური და შემდეგ გრძელვადიანი სტაბილურობა ქვეყნისა. დღეს სწორედ ამიტომ გამოვთქვამ კმაყოფილებას, რომ ჩვენ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ. ერთი ის, რომ საარჩევნო სისტემა არის იმგვარი, რომ მაქსიმალურად იყოს დაზღვეული ქვეყნის სტაბილური განვითარება. შეიძლება უკეთ ყოფილიყო დაზღვეული იმ შერეული სისტემით, რაც აქამდე იყო, მაგრამ დღეს ეს მექანიზმები მაინც მაქსიმალურ გარანტიას იძლევა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.

ყველა სიახლე

გია ცაგარეიშვილი

05 დეკემბერი 2023, 10:22

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას

ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა. „აუცილებელია განსხვავებული მოსაზრებების მქონე პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკური ლიდერების როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქვეყნისთვის იქნება კარგი და მათთვისაც კარგია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ბექა დავითულიანი

05 დეკემბერი 2023, 10:17

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველას წყევლიდნენ - დაიშლებიან და უბედურებას მოხდებაო და სინამდვილეში თვითონ დაიშალნენ

„როცა არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აწამონ და დაგესლონ საქართველოს მოსახლეობა, მერე ერთმანეთს აწამებენ და ერთმანეთს ებრძვიან. ებრძოლონ ერთმანეთს, დაიშალონ - ეს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგია, ამით ქართულ პოლიტიკას არაფერი დაუშავდება“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ხათუნა სამნიძე

05 დეკემბერი 2023, 10:17

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია

რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 10:06

საზოგადოება

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

05 დეკემბერი 2023, 09:59

მსოფლიო

ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს, ბოლო მონაცემებით, 63 ადამიანი ემსხვერპლა

სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ კატეშს მიაყენა, სადაც რამდენიმე დასახლება დაიმეწყრა. ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონაში 400 მაშველი გაგზავნა.

05 დეკემბერი 2023, 09:51

მსოფლიო

პარიზის გარეუბანში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.

05 დეკემბერი 2023, 09:37

რეგიონი

„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

მიმდინარე პროექტს ზუგდიდის მერი საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გაეცნო. „მწვანე ბიუჯეტი“ არის პროცესი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებაში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.

მეთიუ მილერი

05 დეკემბერი 2023, 09:24

LIVE ისრაელი

აშშ ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს

შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს. სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ვაშინგტონი ამ საკითხზე ისრაელის მმართველობასთან უწყვეტ მოლაპარაკებას მართავს.

05 დეკემბერი 2023, 09:09

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 დეკემბერს ქუთაისში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2023, 08:55

მსოფლიო

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

გამოცემა იუწყება, რომ ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებს ომში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ ესაუბრება. ვიდეოკონფერენცია სენატში უკრაინისთვის საგანგებო დახმარების საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე შედგება.

05 დეკემბერი 2023, 08:44

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი 2023 წლის სერია A-ს საუკეთესო გოლად დასახელდა

გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 08:25

მსოფლიო

დიდთოვლობამ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს პრობლემები შეუქმნა

უხვი თოვლის გამო გამოწვეულ კრიზისს უმკლავდება ინგლისის სამხრეთით, კამბრიის რაიონიც. ავდარმა იქ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მოყინულია გზები, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. სკოლები დაიხურა შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთითაც. იქ განგაშის ნარინჯისფერი ნიშნულია გამოცხადებული.

05 დეკემბერი 2023, 08:10

რეგიონი

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო

მისივე განცხადებით, წელს ბათუმში 10-ზე მეტი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ახალ რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები, საპარკო ინვენტარი და სპორტული ტრენაჟორები განთავსდება. ასევე იგეგმება ცხოველებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა.

05 დეკემბერი 2023, 08:00

LIVE ისრაელი

რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის მე-60 დღეს

გაეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პალესტინელებისთვის გასახიზნი ადგილი აღარ დარჩა. სექტორში უსაფრთხო ადგილი აღარ არის. საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად ყველგან მიმდინარეობს.

რუსტემ უმეროვი იენს სტოლტენბერგი

05 დეკემბერი 2023, 02:16

მსოფლიო

სტოლტენბერგი უკრაინის თავდაცვის მინისტრს: მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ორშაბათს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯეიკ სალივანი

05 დეკემბერი 2023, 02:06

მსოფლიო

ჯეიკ სალივანი: თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს.

ჯეიკ სალივანი

05 დეკემბერი 2023, 01:51

მსოფლიო

ჯეიკ სალივანი კონგრესს: უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ მიცემული ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციების გასაუმჯობესებლად მიცემული ხმაა.

05 დეკემბერი 2023, 01:29

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ყოფილ ელჩს ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

ბოლივიაში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ვიქტორ მანუელ როჩას, ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანტონიო გუტერეში

05 დეკემბერი 2023, 01:00

LIVE ისრაელი

გაეროს გენერალური მდივანი: ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი ქმედებები, რომელიც გაამწვავებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი ქმედებები, რომელიც გაამწვავებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 00:35

საზოგადოება

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე ლაივ შოუს არსენ გვენეტაძე გამოეთიშა

მეგა-პროექტის, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე ლაივ შოუს რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე გამოეთიშა.