imedi /  12 მარტი 2020, 18:16 / სანდო წყარო

საგარეო: შესაბამისი ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის ლეგალური ჩარჩო არ არსებობს

საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს უკანასკნელ პერიოდში მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გუგლის რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთი გადმოწეულია საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში.

ამასთან დაკავშირებით, უწყება აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და მის სრულ დასრულებამდე და შესაბამისი ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის ლეგალური ჩარჩო არ არსებობს.

„სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია: იგი წარიმართება ორმხრივ დონეზე და საჭიროებს ორი ქვეყნის შეთანხმების მიღწევას საზღვრის მთელ პერიმეტრზე.

დღის საკითხების ძირითადი ნაწილი წარმოიშვა ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამართლებრივი ბაზის წინააღმდეგობრივი ხასიათით, როდესაც საკავშირო რესპუბლიკების ტერიტორიების განსაზღვრა ხშირ შემთხვევაში ხორციელდებოდა ცენტრიდან სათანადო ლეგალური საფუძვლის არარსებობის პირობებში. როგორც შედეგი, არა მარტო საქართველო და აზერბაიჯანი, არამეტ ყოფილი კავშირის 15-ვე რესპუბლიკა, მემკვიდრეობით, დადგა რთული და სენსიტიური პრობლემების მოგვარების აუცილებლობის წინაშე.

საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მხარე მუდამ ხელმძღვანელობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და ორმხრივი შეთანხმების მიღწევის აუცილებლობით.

დავით გარეჯთან არსებული ვითარება საკმაოდ სენსიტიური და ემოციურია საზოგადოებისთვის, თუმცა პოზიტიური შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.

ამ მხრივ ნებისმიერი პროვოკაციული ან თუნდაც ემოციური გარემო ძაბავს ვითარებას და მეტ პრობლემას ქმნის მოლაპარაკებების პროცესში. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებულ მოცემულობაში თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებები [სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე] მიმდინარეობს 1995 წლიდან და მათი დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ცნობილი გახდება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გუგლის რუკებზე საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებს:

გუგლის რუკებზე სახელმწიფო საზღვრები მოცემულია სქემატურად და მათ არ გააჩნიათ რამე სახის ლეგალური ძალა; გუგლის წარმომადგენელთა განმარტებით (საქართველოს დელიმიტაციის საკითხთა კომისიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დროს) საზღვრები მათ რუკებზე არის უფრო ზოგადი - ინფორმაციული ხასიათის (მაგალითად ტურისტული მიზნებისთვის გამოსაყენებლად) და კომპანიის მიზანი არ და ვერ იქნება სახელმწიფო საზღვრის ზუსტი გამავლობის დადგენა/ასახვა; შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია გუგლის რუკის გამოყენება სახელმწიფო საზღვრის გამავლობის იდენტიფიკაციის/განსაზღვრის მიზნით;

გავრცელებული ინფორმაციის შედეგად არ იკვეთება თუ რა რუკას შეადარეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამჟამინდელი ასახვა, შესაბამისად ამ ასპექტში კომენტარი შეუძლებელია; ზემოხსენებულის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კავშირზე არიან გუგლის ადმინისტრაციასთან მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. მათი განმარტებით, შედეგებზე ფართო საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, - აცხადებს საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.

ყველა სიახლე

წმინდა ნინოს ხატი

01 ივნისი 2026, 00:01

საზოგადოება

1 ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა

დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 23:47

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, არა ფაქტების, არამედ აღქმების შექმნა წარმოადგენს იმ ძირითად მიზანს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევრობიუროკრატიის მხრიდან და ეს მიზანი განპირობებულია იმ პოლიტიკური საჭიროებებით, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულების თვალსაზრისით გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით

სამწუხაროდ, არა ფაქტების, არამედ აღქმების შექმნა წარმოადგენს იმ ძირითად მიზანს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევრობიუროკრატიის მხრიდან და ეს მიზანი განპირობებულია იმ პოლიტიკური საჭიროებებით, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულების თვალსაზრისით გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 23:34

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ის რთული ვითარება, რომელიც ევრობიუროკრატიამ თვითონ შექმნა საქართველოსთან მიმართებით, არის მარტივი განსამუხტი, ამას სჭირდება ობიექტური მიდგომა მათი მხრიდან. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ურთიერთობებისთვის, ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომები და ობიექტური დამოკიდებულება

ჩვენ როდესაც კონსტიტუციურ რეფორმას ვახორციელებდით და 78-ე მუხლს ვწერდით, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ არაობიექტურობის ეს მორევი იქნებოდა ჩვენს წინააღმდეგ მომართული ევრო ბიუროკრატიიდან. ეს ყველაფერი ევრო სკეპტიციზმს ძალიან აღრმავებს ჩვენს საზოგადოებაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 23:28

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატებს არ აინტერესებთ, რეალურად სად დგას ქართული დემოკრატია, არ აინტერესებთ, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ჩვენ ბევრი საფეხურით წინ ვართ - როგორც კი აქაურ მეხუთე კოლონას სჭირდება მაშველი რგოლი, მაშინვე ხდება ევროპარლამენტის რაიმე რეზოლუციის გამოცხობა

ეს ყველაფერი ადასტურებს იმ არაჯანსაღ ინტერესს, რაც სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებით გააჩნიათ ევრობიუროკრატებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროპელი ბიუროკრატების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 23:25

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი სარჩელების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს ავტოქთონური სასამართლო სისტემა მოქმედებს გამართულად

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი სარჩელების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქართველოს ავტოქთონური სასამართლო სისტემა მოქმედებს გამართულად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

31 მაისი 2026, 23:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატს შორის ჩაატარა კვლევა სამართლის უზენაესობის და ინსტიტუტების მდგრადობაზე. აღმოჩნდა, რომ საქართველო მონტენეგროსთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს. უსწრებს უკრაინას, მოლდოვას და ყველა დანარჩენ კანდიდატებს

ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატს შორის ჩაატარა კვლევა, სამართლის უზენაესობის და ინსტიტუტების მდგრადობაზე და აღმოჩნდა, რომ საქართველო მონტენეგროსთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს. უსწრებს უკრაინას, მოლდოვას და ყველა დანარჩენ კანდიდატებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

გიორგი აბაშიშვილი

31 მაისი 2026, 23:10

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: დაბალი საგადასახადო გარემო, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც აჩენს სტაბილურობის განცდას, იძლევა საშუალებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა მასშტაბის პროექტი

დაბალი საგადასახადო გარემო, ბიზნესისთვის მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც აჩენს სტაბილურობის განცდას, იძლევა საშუალებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა მასშტაბის პროექტი, - განუცხადა „იმედის კვირას“ ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

31 მაისი 2026, 22:40

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის არჩევანი ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა. სულხან თამაზაშვილმა მიმართვაში პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად სწორედ სამართალდამცველების თავდადებით შენდება და ძლიერდება.

სულხან თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 22:40

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი სამართალდამცველებს: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მიხეილ დუნდუა

31 მაისი 2026, 22:27

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: წელს, როგორც მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასება მოწმობს, 2020 წელთან შედარებით ერთ მილიონ ადამიანზე მეტი იქნება მაღალი, საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში, ეს მოსახლეობის 60% უნდა იყოს და ბუნებრივია ეს პროცესი ასახავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია

წელს, როგორც მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასება მოწმობს, 2020 წელთან შედარებით ერთ მილიონ ადამიანზე მეტი იქნება მაღალი, საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში, ეს მოსახლეობის 60% უნდა იყოს და ბუნებრივია ეს პროცესი ასახავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია, მოსახლეობის შემოსავლის დონის გაუმჯობესებას ხმარდება და შესაბამისად საშუალო ფენა ყალიბდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

კახა კალაძე

31 მაისი 2026, 22:06

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა

ძვირფასო პოლიციელებო, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ თარიღს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

31 მაისი 2026, 21:51

მსოფლიო

იარაღი დიპლომატიის ნაცვლად. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ეტაპზე გადავიდა - მაშინ, როცა უკრაინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აძლიერებს, კრემლი ახალი შეტევებისთვის ემზადება და ბირთვული რიტორიკაც სულ უფრო ხშირად ისმის.

მამუკა მდინარაძე

31 მაისი 2026, 21:46

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე პოლიციელებს: თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა

მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეული დღისთვის, რომელიც საქმეს და საქმისათვის თავგანწირვას დაუთმეთ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

31 მაისი 2026, 21:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით. იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც. თქვენი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება

პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა მდინარაძე

31 მაისი 2026, 21:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია

პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

31 მაისი 2026, 21:33

ეკონომიკა

სიღარიბიდან კეთილდღეობისკენ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

სახელმწიფო ვითარდება, ძლიერდება და სიღარიბიდან კეთილდღეობისკენ უფრო სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. როცა ბიზნესი არ განიცდის ტერორს, არ არეკეტებს სახელმწიფო, გარემო არის ინვესტორზე მორგებული, სოციალური პროექტებისთვის ბიუჯეტიდან თანხა წლიდან წლამდე იზრდება და ადამიანებს აქვთ ცხოვრების უკეთესი პირობები, ვიდრე გუშინ ან გუშინწინ ჰქონდათ.

შალვა პაპუაშვილი

31 მაისი 2026, 21:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე

პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ ყაველაშვილი

31 მაისი 2026, 21:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ

თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2026, 21:29

პოლიტიკა

პრემიერი: გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის

გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2026, 21:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება

დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენად. მათი თავდადება სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.