imedi /  14 მარტი 2020, 11:39 / სანდო წყარო

მამუკა ხაზარაძე: პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ზეპარტიული, საერთო ეროვნული საკითხია და ერთიანი ძალისხმევა სჭირდება

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ინტერპარტიული საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, აუცილებელია შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველა გამოწვევის გასამკლავებლად.

,,რადგან კორონავირუსის გლობალურმა გავრცელებამ განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო, მთელი რიგი სახელმწიფოები მიმართავენ სხვადასხვა ზომებს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო’’ გამოდის ინიციატივით - შეიქმნას ინტერპარტიული საბჭო. შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველა გამოწვევის გასამკლავებლად.

„ლელო“ აცხადებს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ზეპარტიული, საერთო ეროვნული საკითხია და ერთიანი ძალისხმევა სჭირდება. ამასთან, მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს გვერდზე გადავდოთ პარტიული განსხვავებები და საზოგადოებასთან ერთად ვიყოთ სოლიდარული, მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ ყველაზე დაუცველი ფენებისადმი.
საერთო საფრთხის წინაშე საზოგადოება ერთად უნდა დადგეს, როგორც არასდროს. მხოლოდ ერთად დავძლევთ საერთო განსაცდელს. დღეს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ამ რთული გამოწვევის გამკლავება უნდა იყოს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სუბიექტის თუ პოლიტიკოსის უპირველესი ამოცანა’’ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2020, 23:26

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 442 ადამიანი გარდაიცვალა.

ემანუელ მაკრონი

01 დეკემბერი 2020, 23:19

COVID19

საფრანგეთში მასიური ვაქცინაციის კამპანია აპრილიდან ივნისამდე პერიოდისთვის იგეგმება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მასიური ვაქცინაციის კამპანია აპრილიდან ივნისამდე პერიოდისთვის იგეგმება.

ამირან გულუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:14

სამართალი

პროკურორი: პირები, რომლებიც შეთანხმებამდე მესაზღვრეებად მუშაობდნენ, ადასტურებენ, რომ მაშინ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო

იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებიც საზღვრის შეთანხმებამდე მესაზღვრეებად მუშაობდნენ, და ისინი ადასტურებენ, რომ მაშინ დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მიერ კონტროლდებოდა, ხოლო შეთანხმების შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილი აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

01 დეკემბერი 2020, 22:58

საზოგადოება

ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ უნივერსიტეტის განვითარების პირველი ეტაპი შეაჯამა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს ის დინამიკა და შედეგები, რაც უნივერსიტეტის განვითარების პირველ ეტაპზე იქნა მიღწეული. სხდომაზე ისაუბრეს KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმებზე, ახალი თანამშრომლობის მიმართულებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

01 დეკემბერი 2020, 22:46

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: წელს შავ ზღვაში მედუზების სიმრავლე აღინიშნება

სპეციალისტების განმარტებით, წელს შავ ზღვაში მედუზების სიმრავლე აღინიშნება. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ეს არის ბიოეკოლოგიური მოვლენა, რომლის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორია, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვედეთი პოლიცია

01 დეკემბერი 2020, 22:44

მსოფლიო

შვედეთში ქალს შვილი 28 წელი სახლში ჰყავდა გამოკეტილი

სტოკჰოლმის პოლიციამ 70 წლის ქალი დააკავა, რომელსაც თავისი ვაჟი 28 წელი სახლში ჰყავდა გამოკეტილი. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

პაატა იმნაძე

01 დეკემბერი 2020, 22:25

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა განიხილავს თუ არა საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შეძენის საკითხს

„არის ქართული რეგულაცია, რომ საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა, აქამდეც და ამის მერეც, უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. იგივე ეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასაც. ყველამ იცით, რომ ვართ კოვიდის პლატფორმაზე (COVAX), გარდა ამისა მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები ვაქცინის გარკვეულ მწარმოებლებთან, იგივე ევროპული თუ ამერიკული მწარმოებლები არიან, რომ კოვიდის პლატფორმის გარეშეც მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა“, - განაცხადა იმნაძემ.

01 დეკემბერი 2020, 22:23

ტექნოლოგიები

ხვალ საქართველოში ინტერნეტმმართველობის ფორუმი გაიხსნება

GeoIGF 2020 - ში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები; ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი...

იენს სტოლტენბერგი

01 დეკემბერი 2020, 22:19

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით რუსეთი მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით რუსეთი მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

01 დეკემბერი 2020, 22:08

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

რუსთავში, ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს, 60 წელს გადაცილებულ ქალს შეეჯახა. ადგილზე მობოლიზებულია პოლიცია. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

ეიფელიკს კოშკი კიბე

01 დეკემბერი 2020, 21:59

ტაბლოიდი

ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი 274,4 ათას ევროდ გაიყიდა

ლოტის საწყისი ფასი 40 ათას ევროს არ აღემატებოდა. სპირალური კიბის ფრაგმენტი 3 მეტრის სიმაღლისაა და წარსულში ის ეიფელის კოშკის მეორე და მესამე სართულებს აკავშირებდა.

01 დეკემბერი 2020, 21:50

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 287 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 21 138 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 287 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 6 335 878 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 173 120 ადამიანი გარდაიცვალა.

მაიკ პომპეო

01 დეკემბერი 2020, 21:48

მსოფლიო

ბერძნული მედია: მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის. ინფორმაციას ამის შსახებ ბერძნული მედია ბერძნულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკა მელია

01 დეკემბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

ნიკა მელია დიალოგზე: გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა

„ჩვენი გეგმა არის ცნობილი, ჩვენი შეფასება არჩევნების მიმართაც ცნობილია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა საარჩევნო დღეს და მანამდეც მომხდარი. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო დღეს არ ყალბდება, მანამდეც. გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს“.

ეიფელის კოშკი

01 დეკემბერი 2020, 21:32

მსოფლიო

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ ღირსშესანიშნაობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

მამუკა ხაზარაძე

01 დეკემბერი 2020, 21:29

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ოპოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით ერთიანია

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი ბოიკოტთან დაკავშირებით, ვიდრე არ შეიცვლება და არ მოხდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელზეც ახლა მიმდინარეობს ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკებები, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რადიოტელესკოპი არესიბო

01 დეკემბერი 2020, 21:25

ტექნოლოგიები

პუერტო-რიკოში მსოფლიოში სიდიდით მეორე რადიოტელესკოპი ჩამოინგრა

წელს ტელესკოპზე კიდევ ორი ავარია მოხდა - აგვისტოსა და ნოემბერში. ორივე შემთხვევაში გასკდა ტროსები, რომლებიც მოწყობილობის პლატფორმას აკავებდა. ბოლო ინციდენტის დროს აღჭურვილობა დაზიანდა. NSF-ი „არესიბოს“ კონტროლირებულ განადგურებას გეგმავს, რადგან ობსერვატორიის დანგრევის უსაფრთხო გზა არ არსებობს.

01 დეკემბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

ნატოს ექსპერტთა ჯგუფი: ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა

ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის“, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.

01 დეკემბერი 2020, 21:14

სპორტი

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან“ ერთად ივარჯიშა

​​​​​​​კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს „რუბინთან“ ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. „ბოლო ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ის ყაზანში დაბრუნდა და გუნდს შეუერთდა,“-ნათქვამია განცხადებაში.

01 დეკემბერი 2020, 21:10

ტექნოლოგიები

ჩინეთის ხომალდი მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა

მისიის მიზანი მთვარის გრუნტის მოგვარებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად მოდულს 48 საათი აქვს. ამ დროის გასვლის შემდეგ აპარატი კაფსულას, სადაც დაახლოებით 2 კილოგრამი გრუნტი მოთავსდება, ორბიტალურ მოდულზე მოათავსებს, რომელიც დედამიწაზე დაბრუნდება.