ნატოს ანგარიში: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საავიაციო და საჰაერო თავდაცვის სფეროში, კიბერთავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში
ფოტო:shutterstock.com
2019 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის დატვირთული იყო, - ამის შესახებ ნატოს 2019 წლის ანგარიშში წერია.
ანგარიშის თანახმად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული თანამშრომლობა გაიზარდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოსთვის დახმარების გაწევას ნატოში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.
„აღნიშნულის ფარგლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საავიაციო და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შეძენის შესახებ გამჭვირვალე კანონმდებლობის შემუშავებაში, კიბერთავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ნატომ გააძლიერა საქართველოს მხარდაჭერა საზღვაო უსაფრთხოებისა და პორტების დაცვის სფეროში. ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრმა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ მრავალრიცხოვანი სასწავლო ღონისძიებები შესთავაზეს სამხედრო და სამოქალაქო სტუდენტებს.
„2019 წლის მარტში, საქართველოში გაიმართა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები. მასში მონაწილეობდა დაახლოებით 350 მონაწილე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების 24 სახელმწიფოდან. წვრთნების მიზანი იყო საქართველოს ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის პერსონალის მომზადება, ჰუმანიტარული კრიზისისთვის სამხედრო რეაგირების დაგეგმვის, კოორდინირებისა და შესრულების მიზნით. ასევე შემოწმდა ქართული, მოკავშირეთა და სხვა პარტნიორი ძალების ურთიერთთანამშრომლობა, ასევე ქართული სარდლობისა და კონტროლის შესაძლებლობები. საქართველოს სანაპირო დაცვა მჭიდროდ თანამშრომლობდა ნატოს საზღვაო სარდლობასთან. განხორციელდა სანაპირო დაცვის, სამხედრო პოლიციის და სხვა დანაყოფების მომზადება ნატო-ს ხელმძღვანელობით ოპერაციებში სამომავლო მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვია ბათუმს, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სხვა მაღალჩინოსნებთან, პარლამენტარებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრები. ამასთან დაკავშირებით, ნატო-საქართველოს კომისიამ აღნიშნა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღწევები და გამოაცხადა მიღწეული შეთანხმება პაკეტის განახლების შესახებ. საქართველო კვლავ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა ნატოს ოპერაციებსა და სხვა ღონისძიებებზე.
2019 წელს მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, რაც 2008 წლის ბუქარესტისა და სხვა სამიტების გადაწყვეტილებებს შეესაბამება.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 21:57
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ინფლაციამ, ნავთობის გაძვირების გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 4%-ს
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს ახალი მონაცემების თანახმად, მაისში წლიურმა ინფლაციამ ბოლო სამი წლის მაქსიმუმს - 4.2%-ს მიაღწია, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აისახება ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები აშშ-ის ეკონომიკაზე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
10 ივნისი 2026, 21:39
რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 21:34
მსოფლიო
ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
10 ივნისი 2026, 21:17
კულტურა
ორი დღე წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ შოუმდე - 12 ივნისს „დინამო არენაზე“ ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
12 ივნისს, „დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. კონცერტამდე ორი დღით ადრე კულტურის მინისტრი, „სთარინგ ჯორჯიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოებს გაეცნო.
10 ივნისი 2026, 20:51
საზოგადოება
უსაფრთხო და კომფორტული გარემო 44 ოჯახისთვის - დედაქალაქის მერმა დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა
ავარიული შენობიდან ახალ საცხოვრებელ კორპუსში - ყოფილ ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს სივრცეში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. გასაღებები მათ თბილისის მერმა პირადად გადასცა.
10 ივნისი 2026, 20:45
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა - მათ დანაშაული აღიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობა. აღიარება გრძელდება. დანაშაულის დადასტურების შედეგად, საპატიმრო ბრალდებულებმა დღესაც დატოვეს. 4 ოქტომბრის საქმეზე 64 დაკავებულიდან 22 თავისუფალია.
10 ივნისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება - სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაცია ბოლო 48 საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარდა.
10 ივნისი 2026, 20:40
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის საფრთხის შესახებ აფრთხილებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
10 ივნისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ - რჩება თუ არა სააკაშვილის პარტია ოპოზიციურ გაერთიანებაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეასე დღეს დაშლილი ალიანსი და სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები - „ფედერალისტები“ „ნაციონალებს“ წაშლას ლოგოდანაც უპირებენ, „ნაციონალები“ კი გაგდებას არ აღიარებენ. ე.წ. ერთობის შიდა არეულობის ფონზე, მსჯავრდებული სააკაშვილი ციხიდან პარტიულ განახლებას ნანუკა ჟორჟოლიანით იწყებს. მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.
10 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა
„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.
10 ივნისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესი - პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. ალიანსს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტნიორობის სხვაგვარი აღქმა აქვს ოპოზიციას - ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების შინაარსი. როდესაც სხვა ქვეყნის ინტერესი ეროვნულზე უპირატესია, ეს ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას ნიშნავს, - ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის შეფასება.
10 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული როლი ქართულ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადების ინტერპრეტირების მცდელობას უპასუხა.
10 ივნისი 2026, 20:16
პოლიტიკა
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთთან კავშირის ეფექტს აფასებს და ურთიერთობის ახალ, ყოვლისმომცველ ეტაპს განმარტავს.
10 ივნისი 2026, 20:15
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
10 ივნისი 2026, 20:14
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ყველაფერი, რაც მათ მოეთხოვებათ, არის ის, რომ ფურცელზე ხელის მოწერა დაიწყონ - ყველაფერი სრულად შეთანხმებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ირანმა აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად უნდა გააკეთოს, არის „ფურცელზე ხელის მოწერის დაწყება“.
10 ივნისი 2026, 20:12
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
10 ივნისი 2026, 20:08
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს
ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის, პირველ რიგში, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილიყო, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ იყო შეჩერებული.
10 ივნისი 2026, 20:07
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ განაახლებს თავდასხმებს ირანზე, ომის დასასრულებლად წარმოებულ მოლაპარაკებებში არასაკმარისი პროგრესის გამო.
10 ივნისი 2026, 20:02
მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს მოუწოდებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს მოუწოდებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ და ინსპექტორებს მათი შემოწმების უფლება მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 19:43
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირი განიხილავს ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად
ევროკავშირის თავდაცვის ხელმძღვანელი, ანდრიუს კუბილიუსი განიხილავს ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყნების მიერ ისეთი სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივ დაფინანსებას ითვალისწინებს, როგორიცაა ჰაერში საწვავით გამართვა, რასაც ამჟამად აშშ უზრუნველყოფს - განუცხადა ევროპარლამენტის სამმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა POLITICO-ს.


