imedi /  20 მარტი 2020, 09:10 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო პროექტის განხილვის საკითხზე შეხვედრები გაიმართება

საკონსტიტუციო განხილვა

საკონსტიტუციო პროექტის განხილვასთან დაკავშირებით, სატელევიზიო ფორმატში, თბილისისა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ორი შეხვედრა გაიმართება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ ამ ფორმატით ექნებათ მათ საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც „ევროპული საქართველოს“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

საქართველოს პარლამენტმა 17 მარტს 114 ხმით მიიღო დადგენილების პროექტი საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ჯეკ გრილიში

30 მარტი 2020, 14:08

სპორტი

„ასტონ ვილას“ კაპიტანი იზოლაციის წესების დარღვევის შემდეგ ავარიაში მოჰყვა

გრილიშმა მთელი ღამე სტუმრად, თავის ნაცნობთან წვეულებაზე გაატარა, ავტოსაგზაო შემთხვევა კი დილის 8 საათზე მოხდა. ფეხბურთელის ავტომობილი „რენჯ როვერი“, რომლის ღირებულებაც 89 ათასი ევროა, პარკირებულ სამ მანქანას დაეჯახა. გრილიში დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს დაპირდა, რომ ზარალს სრულად აუნაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯეკ გრილიშმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 მარტი 2020, 14:07

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს, რივკა პალუხს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 მარტი 2020, 13:58

სამართალი

შსს-ში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ქართველი ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობენ

„ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“- ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში განუცხადეს. მანამდე ვებგვერდმა ZDNet დაწერა, რომ ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემები გამოქვეყნდა.

30 მარტი 2020, 13:55

COVID19

მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პირებს შორის 17 ბავშვია

მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პირებს შორის 17 ბავშვია. ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. ოპერატიულ შტაბში აღნიშნეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ბაშვები ექიმების დაკვირვების ქვშ იმყოფებიან.

ალან მერილი

30 მარტი 2020, 13:48

COVID19

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ალან მერილის შვილის, ლაურას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებამდე ის ჯანმრთელი იყო და რამდენიმე კვირის წინ სხვადასხვა შოუშიც გამოდიოდა.

30 მარტი 2020, 13:48

COVID19

კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ

დღეიდან, კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ. ისინი ქალაქში ავტომანქანებით მოძრაობენ და მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

30 მარტი 2020, 13:47

COVID19

ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფ 4 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ცამეტამდე გაიზარდა. 10 საეჭვო გაგზავნილი ნიმუშიდან ოთხის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ისინი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 6 ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, 4 - მათთან კონტაქტში მყოფი პირი, 3 ინფიცირებული კი, მოგზაურობის ისტორიით ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

დიმიტრი ხუნდაძე

30 მარტი 2020, 13:45

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი რეკომენდაციებს ასრულებს, მაგრამ არის მცირე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არასერიოზულად უყურებს ამ პროცესს და შესაძლოა ეს მცირე ნაწილი იმ დიდი პასუხისმგებლიანი ნაწილისთვის აღმოჩნდეს მიზეზი იმისა, რომ ხიფათი რეალური და მასშტაბური გახდეს.

გიორგი მიქაუტაძე

30 მარტი 2020, 13:44

COVID19

გიორგი მიქაუტაძე: ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა

სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მიუხედავად გლობალური პრობლემისა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა. რისკების შეფასებით და სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს - მზად ვართ მისი მართვისთვის.

ზაურ დარგალი

30 მარტი 2020, 13:37

COVID19

ზაურ დარგალი მარნეულის მერიასთან შეკრებილებს: გთხოვთ ისე, როგორც სამი კვირის წინ იტალიის მერები ითხოვდნენ

გთხოვთ ისე, როგორც სამი კვირის წინ ითხოვდნენ იტალიის მერები, დარჩით სახლებში, არ დატრიალდეს ის, რაც მოხდა იტალიაში, - ასე მიმართა მოსახლეობას მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა. „ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს, მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება. ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის, სიები შედგენილია, მოვალთ ყველა ყველა ოჯახში, თქვენ კი სახლში დარჩით“, - განაცხადა მერმა. მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა, ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი, რომელმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

30 მარტი 2020, 13:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა. როგორც ოპერატიულ შტაბში აღნიშნეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 302 შემთხვევა დაფიქსირდა. „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირების 1836 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის 71 რეგიონში. ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში კი - 66. ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ეპიდემიის პერიოდში კი სულ 9 ადამიანი“, - განაცხადეს კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

30 მარტი 2020, 13:32

სამართალი

ZDNet: ჰაკერებმა 5 მილიონამდე ქართველი ამომრჩევლის მონაცემები ინტერნეტში გამოაქვეყნეს

ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემები გამოქვეყნდა. ამის შესახებ ZDNet-ი წერს. საუბარია ისეთ მონაცემებზე, როგორებიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი მისამართი, საიდენტიფიკაციო და ტელეფონის ნომრები. ეს ფაქტი მონაცემთა ბაზის მონიტორინგისა და პრევენციის სამსახურმა Under the Breach-მა აღმოაჩინა და ZDNet-ს შეატყობინა.

ჩინეთი ავარია

30 მარტი 2020, 13:29

ტაბლოიდი

ჩინეთში მამამ შვილი ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილის ქვეშ მოყოლას გადაარჩინა. ვიდეო

ჩინეთის ქალაქ ცზინჰუაში მამამ შვილი ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილის ქვეშ მოყოლას გადაარჩინა. გარე სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები YouTube-ზე გამოქვეყნდა.

30 მარტი 2020, 13:21

რეგიონი

შუახევის სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სურსათი მიუტანეს

შუახევის სოფლებში, მაღალ რისკ ჯგუფში შემავალ პირებს სასურსათო კალათა მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ მიუტანეს. სურსათის დარიგების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 775 მოქალაქეს გადაეცემა. დარიგების პროცესს ორგანიზებას უწევენ მოხალისეთა ჯგუფები, რათა უსაფრთხოების წესები დაცული იყოს.

30 მარტი 2020, 13:19

COVID19

,,გორმედის“ კლინიკაში მყოფ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

,,გორმედის“ ქსელის გორის კლინიკიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილ ერთ საეჭვო შემთხვევაზე, ნიმუში, ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, პასუხი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა.

30 მარტი 2020, 13:18

COVID19

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ საავადმყოფოებში უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ქლოროქსინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისას, საავადმყოფოებში უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ქლოროქსინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაუშვა. აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო აღნიშნული პრეპარატების გამოყენებას საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მკურნალობისთვის.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

30 მარტი 2020, 13:14

COVID19

აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურში გადაყვანილ პაციენტს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს

„განყოფილებაში აჟამად მოთავსებულია სამი პაციენტი, მათგან ერთი კორონავირუსის დადასტურებეული შემთხვევაა, რომლის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი კი დაკვირვების ქვეშაა და მის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ასევე ერთი ახალი შემთხვევაა, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია. შემოყვანილია აფხაზეთიდან. აქვს ცხელება, ხველა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევის მიზნით ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაშია გაგზავნილი“, - განაცხადა დარახველიძემ.

დარღვევა ჯარიმა

30 მარტი 2020, 13:10

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

30 მარტი 2020, 13:01

სამართალი

სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

30 მარტი 2020, 12:54

COVID19

კორონავირუსის გამო 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის

კორონავირუსის გამო მსოფლიოში მილიარდნახევარზე მეტი ადამიანი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის. ამის შესახებ იუნესკო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესი COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 160-ზე მეტმა ქვეყანამ სრულად, 24-მა ქვეყანამ კი ნაწილობრივ შეაჩერა. ჯამში გადაწყვეტილება მოსწავლეთა და სტუდენტთა 87%-ს შეეხო.