imedi /  22 მარტი 2020, 10:13 / სანდო წყარო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სოხუმი

სოხუმი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ხმის მიცემის უფლება 128 ათას ადამიანს აქვს. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძვის -
ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია და ყოფილი „შინაგან საქმეთა მინისტრი“ ლეონიდ ძიაფშპა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 13 იანვარს დატოვა. ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.

როგორ გადააყენეს აფხაზებმა რაულ ხაჯიმბა სამ დღეში, წაიკითხეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 15:04

COVID19

გუბერნატორი: ყველას ვთხოვ დაიცვან დადგენილი წესები და ნუ აიძულებენ სახელმწიფოს რადიკალურ ზომებზე წავიდეს

„კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვო, რომ დღეს დაჯარიმება ნამდვილად არ არის თვითმიზანი და სახელმწიფოს ის ღონისძიება, რომელიც ასეთი გაჭირვების ჟამს უნდა ტარდებოდეს, თუმცა ჩვენ ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნები, რაც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინმეს უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად დაირღვეს და საფრთხე შეუქმნას როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვასაც. ყველას ვთხოვ დაიცვან დადგენილი წესები და ნუ აიძულებენ სახელმწიფოს რადიკალურ ზომებზე წავიდეს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

სახის ამოცნობის ტექნოლოგია

30 მარტი 2020, 14:53

ტექნოლოგიები

Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპების დაფინანსება შეწყვიტა

Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპებში ყველა მინორიტარული ინვესტიცია შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TechCrunch-ი ავრცელებს. ასეთი გადაწყვეტილება ისრაელური კომპანია AnyVision-ის გარშემო განვითარებული სკანდალითაა გამოწვეული.

ალექსანდრე გოგინავა

30 მარტი 2020, 14:53

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: აპრილის მესამე, მეოთხე დეკადაში პაციენტების მომართვიანობა განსაკუთრებით გაიზრდება

აპრილის მესამე, მეოთხე კვირის დეკადაში მოხდება პაციენტების მომართვიანობის განსაკუთრებული ზრდა. მართალია, ეს ყველაფერი ვარაუდია, მაგრამ ზრდა იქნება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან საზაოგადოებას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით შეასრულონ სპეციალისტების რეკომენდაციები.

30 მარტი 2020, 14:40

COVID19

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტემპერატურის მაჩვენებელი დაადგინეს, რომლის პირობებშიც კორონავირუსი ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად აქტიურია. მეცნიერების დასკვნით, ახალი კორონავირუსი ყველაზე აქტიურია დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზე, ხოლო დეზინფექციის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ 14 დღის შემდეგ მცირდება მისი აქტიურობა.

30 მარტი 2020, 14:40

საზოგადოება

ცესკოში ჰაკერების მიერ ინტერნეტში ქართველი ამომრჩევლების მონაცემების გამოქვეყნების შესახებ განმარტება გაკეთდა

ჩვენს მონაცემთა ბაზაში 3 500 000 ამომრჩევლის მონაცემებია და ამ მონაცემები არ შედის ის ინფორმაცია, რომლის შესახებაც მედიაში გავრცელდა- ამის შესახებ imedinews ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს. კერძოდ, ცესკოში განმარატავენ, რომ მათ ბაზაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომრები და ასევე, არ არის ასახული გარდაცვლილი მოქალაქეები.

მარნეული ბოლნისი

30 მარტი 2020, 14:33

COVID19

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ მყოფი 9 პაციენტიდან 8-ს კორონავირუსი არ აქვს, ერთის პასუხს კი დღეს ელოდებიან

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ ამ დროისთვის 9 პაციენტია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია. 8 პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, კიდევ 1-ის პასუხი კი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო

30 მარტი 2020, 14:23

COVID19

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო მთავრობას წინადადებებით მიმართავს

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო საქართველოს მთავრობას კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციისა და ასევე ბიზნეს სექტორის მხარდაჭერისათვის წინადადებებით მიმართავს. ამის შესახებ ორგანიზაცია Facebook-ზე წერს.

ჯო დიფი

30 მარტი 2020, 14:23

COVID19

მუსიკოსი ჯო დიფი კორონავირუსით გარდაიცვალა

ამერიკელი მუსიკოსი ჯო დიფი კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. მუსიკოსის ინფიცირების შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. 61 წლის დიფის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ჯო დიფი 90-იანი წლების ქანთრის ცნობილი მომღერალი იყო. კარიერის განმავლობაში მას 13 ალბომი აქვს გამოშვებული.

30 მარტი 2020, 14:21

COVID19

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 812 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 812 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 7 340-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Mundo ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 398 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 85 195 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით კი, სულ 16 780 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ზაურ დარგალი

30 მარტი 2020, 14:20

COVID19

ზაურ დარგალი: როცა ჩვენ ვცდილობთ ხალხი სახლში დარჩეს და პროცესი შევაჩეროთ, სხვადასხვა ძალა პირიქით ცდილობს

„1350 ოჯახს უკვე დავეხმარეთ, თუმცა აქ გარკვეული სირთულეები დაკავშირებულია იმასთან, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ასეთი ფაქტი იყო გუშინ ერთ-ერთ სოფელში, სადაც მოსახლოება გარეთ გამოვიდა. მართული პროცესი იყო. უთხრეს, რომ აი, მერია ფულს არიგებს და მოსახლეობაში გარკვეული პროტესტი შეიქმნა. როცა ჩვენ ვცდილობთ, ხალხი სახლში დარჩეს და ეს პროცესი შევაჩეროთ, სხვადასხვა ძალები პირიქით ცდილობენ, ხალხი გარეთ გამოვიდეს და გარკვეული ფონი შექმნან, რომ მთავარობა, ადგილობრივი ხელისუფლება კარგად ვერ მუშაობს, რაც ძალიან სამწუხაროა. სჯობს ყველა ერთად ვიყოთ და დავეხმაროთ მარნეულის მოსახლეობას“, - განაცხადა მერმა.

დიმიტრი ხუნდაძე

30 მარტი 2020, 14:18

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: კომენდანტის საათის შემოღების საჭიროება ნამდვილად არ არის

ამ ეტაპზე საქართველოში კომენდანტის საათის შემოღების აუცილებლობა ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ პარლამენტარმა დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდაინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მან მოსახლოებას რეკომენდაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „თითოეულმა მოქალაქემ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას არ ვავნოთ, არამედ არ ვავნოთ მთლიანად საზოგადოებას და ქვეყანაც კი რისკის ქვეშ არ დავაყენოთ. სოციალური განშლილობა არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისათვის, რომ კორონავირუსი დავამარცხოთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ჯეკ გრილიში

30 მარტი 2020, 14:08

სპორტი

„ასტონ ვილას“ კაპიტანი იზოლაციის წესების დარღვევის შემდეგ ავარიაში მოჰყვა

გრილიშმა მთელი ღამე სტუმრად, თავის ნაცნობთან წვეულებაზე გაატარა, ავტოსაგზაო შემთხვევა კი დილის 8 საათზე მოხდა. ფეხბურთელის ავტომობილი „რენჯ როვერი“, რომლის ღირებულებაც 89 ათასი ევროა, პარკირებულ სამ მანქანას დაეჯახა. გრილიში დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს დაპირდა, რომ ზარალს სრულად აუნაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯეკ გრილიშმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 მარტი 2020, 14:07

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს, რივკა პალუხს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 მარტი 2020, 13:58

სამართალი

შსს-ში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ქართველი ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობენ

„ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“- ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში განუცხადეს. მანამდე ვებგვერდმა ZDNet დაწერა, რომ ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემები გამოქვეყნდა.

30 მარტი 2020, 13:55

COVID19

მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პირებს შორის 17 ბავშვია

მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პირებს შორის 17 ბავშვია. ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. ოპერატიულ შტაბში აღნიშნეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ბაშვები ექიმების დაკვირვების ქვშ იმყოფებიან.

ალან მერილი

30 მარტი 2020, 13:48

COVID19

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ალან მერილის შვილის, ლაურას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებამდე ის ჯანმრთელი იყო და რამდენიმე კვირის წინ სხვადასხვა შოუშიც გამოდიოდა.

30 მარტი 2020, 13:48

COVID19

კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ

დღეიდან, კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ. ისინი ქალაქში ავტომანქანებით მოძრაობენ და მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

30 მარტი 2020, 13:47

COVID19

ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფ 4 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ცამეტამდე გაიზარდა. 10 საეჭვო გაგზავნილი ნიმუშიდან ოთხის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ისინი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 6 ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, 4 - მათთან კონტაქტში მყოფი პირი, 3 ინფიცირებული კი, მოგზაურობის ისტორიით ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

დიმიტრი ხუნდაძე

30 მარტი 2020, 13:45

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი რეკომენდაციებს ასრულებს, მაგრამ არის მცირე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არასერიოზულად უყურებს ამ პროცესს და შესაძლოა ეს მცირე ნაწილი იმ დიდი პასუხისმგებლიანი ნაწილისთვის აღმოჩნდეს მიზეზი იმისა, რომ ხიფათი რეალური და მასშტაბური გახდეს.

გიორგი მიქაუტაძე

30 მარტი 2020, 13:44

COVID19

გიორგი მიქაუტაძე: ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა

სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მიუხედავად გლობალური პრობლემისა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა. რისკების შეფასებით და სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს - მზად ვართ მისი მართვისთვის.