imedi /  23 მარტი 2020, 16:12 / სანდო წყარო

ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს

ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი

ნატო არ ცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ.

„ნატო არ ცნობს ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც გუშინ საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა. ალიანსი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

16 მაისი 2026, 15:05

მსოფლიო

მედია: გერმანიაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს მმართველი კოალიციის დაშლა სურს

გერმანიის მოსახლეობის 47%-ს მმართველი კოალიციის დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სურს. გამოკითხვის შედეგებს გერმანული მედია ავრცელებს.

გიორგი სოსიაშვილი

16 მაისი 2026, 15:00

პოლიტიკა

სოსიაშვილი: მსოფლიომ ნახა, დანიაში როგორ დაერივნენ მომიტინგეებს - მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს და თურმე, საქართველოში უნდა მივუშვათ ყველაფერი და ჩვენ თვალწინ უნდა ჩამოიშალოს ინსტიტუტები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი დანიაში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს გამოეხმაურა.

16 მაისი 2026, 14:57

მსოფლიო

სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი აცხადებს, რომ ანდრეი ერმაკისთვის გირაოს ნაწილის გადახდის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

უკრაინელი ჟურნალისტის, დარინა ჩიჟის განცხადებით, ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკისთვის გირაოთი განსაზღვრული თანხის ნაწილი გადაიხადა.

16 მაისი 2026, 14:47

საზოგადოება

საპატრიარქო: 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად საყოველთაო შეკრება საქართველოს 10 ქალაქში 10:00 საათზე, მსვლელობა კი 11:00 საათზე დაიწყება

საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში. ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება. „17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა 🔸 წელს აღნიშნულ დღესასწაულს პირველად აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მეთაურობით. 🔸 ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებშიც აღინიშნება სასულიერო პირებისა და მრევლის ერთობლივი ლოცვითი მსვლელობით. 🔸 ეს დღე იქნება სახე ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ეზ ად-დინ ალ-ჰადადი

16 მაისი 2026, 14:40

მსოფლიო

„ცაჰალი“ ღაზაში „ჰამასის“ მეთაურის ეზ ად-დინ ალ-ჰადადის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, დაჯგუფება „ჰამასის“ საველე მეთაური ეზ ად-დინ ალ-ჰადადი ლიკვიდირებულია.

დეკანოზი შალვა (კეკელია)

16 მაისი 2026, 14:35

საზოგადოება

დეკანოზი შალვა (კეკელია) 17 მაისზე: ჩვენი პატრიარქისთვის პირველი დიდი წირვა იქნება, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პირველად აღასრულებს ამ წირვას და ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი ერი იმ დღეს ერთად ვიყოთ

თუ სახელმწიფოში არის მტკიცე და მყარი ოჯახები, მაშინ სახელმწიფო არის მტკიცე და ძლიერი. მისმა უწმინდესობამ ეს ყოველთვის იცოდა, - განაცხადა დეკანოზმა შალვამ. მისივე თქმით, სახელმწიფო ოჯახებზე დგას და ამიტომ პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღის დამკვიდრებაზე ყურადღება გაამახვილა.

16 მაისი 2026, 14:29

სამართალი

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. შეხვედრები ზუგდიდის, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის, მესტიის, ლენტეხის, სენაკის, ჯვარის, ფოთის საჯარო სკოლებში და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

16 მაისი 2026, 14:26

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ იმერეთსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

სამსახურის უფროსმა ინფრასტრუქტურა და სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე, თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობას გაეცნო. შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებთან, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ მეტრეველი

16 მაისი 2026, 14:12

პოლიტიკა

მეტრეველი რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნაზე: საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას პროცესების პროვოცირება, რომლებმაც შეიძლება ქვეყანა სამხედრო ესკალაციის ან ჰიბრიდული ზეწოლის ახალ ეტაპზე გადაიყვანოს

„საქართველომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას არ შეუერთდა არა იმიტომ, რომ უკრაინის ტკივილს ან საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობას არ აღიარებს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია პირველ რიგში საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური სტაბილურობის რეალური რისკები გაითვალისწინოს“- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მარკ რუტე

16 მაისი 2026, 14:11

მსოფლიო

Financial Times: ნატო შეიარაღების ევროპელ მწარმოებლებზე ინვესტიციებისა და წარმადობის გაზრდის მიზნით ზეწოლას მოახდენს

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მომავალ კვირას შეიარაღების მწარმოებელ ევროპული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება და ინვესტიციებისა და წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს, რადგან ალიანსი კონტინენტის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებასა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაშოშმინებას ცდილობს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

16 მაისი 2026, 13:42

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინას 500-ზე მეტი დაღუპული უკრაინელის ცხედარი გადასცა

რუსულმა მხარემ უკრაინას 500-ზე მეტი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, ინფორმაციას უკრაინის ტყვეთა მიმართ მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

16 მაისი 2026, 13:05

სპორტი

პარატაეკვონდოს ნაკრები მიუნხენში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოში დაბრუნდა - ნაკრებმა ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა

ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და მათგან 12-მა მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი ანა ჯაფარიძე გახდა.

16 მაისი 2026, 13:00

მსოფლიო

The New York Times: აშშ ირანზე თავადსხმის განახლებისთვის ემზადება

აშშ-მა უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ირანზე სამხედრო იერიშები განაახლოს. ინფორმაციას The New York Times-ი ამერიკელ და ახლო აღმოსავლეთში მოღვაწე ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 მაისი 2026, 12:57

ჯანდაცვა

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ვახტანგ ჟვანია
მარიამ კობიაშვილი 

16 მაისი 2026, 12:56

საზოგადოება

იუსტიციის სახლსა და „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სახლსა და სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

16 მაისი 2026, 12:49

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მიმდინარე წლის 1-13 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა.

რატი იონათამიშვილი

16 მაისი 2026, 12:44

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ისინი მიიჩნევენ, რომ საკუთარ ქვეყანაში ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ სხვა ქვეყნებს არაფრის უფლება არ გააჩნიათ. ასეთი მიდგომები კიდევ უფრო მეტად აკნინებს ევროპული ქვეყნების იმიჯს

ევროპული ბიუროკრატია იმდენად ჩაიძირა ორმაგ სტანდარტში, რომ მათ საერთოდ დაავიწყდათ ის ღირებულებები, რომლებზეც ევროპა თავის დროზე იდგა, - ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენები.

გურამ მაჭარაშვილი

16 მაისი 2026, 12:35

პოლიტიკა

მაჭარაშვილი: როდესაც ამბობ, დანიაში შეგიძლია, ხელკეტებით დაულეწო თავ-პირი აქციის მონაწილეს, ხოლო როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამ შემთხვევაში საყვედურობ სახელმწიფოს, ეს ევროპული ღირებულების შეურაცხყოფაა

როდესაც ამბობ, რომ დანიაში, თურმე შეგიძლია, ხელკეტებით დაულეწო თავ-პირი აქციის მონაწილეს, ხოლო როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამ შემთხვევაში შენ მაინც საყვედურობ სახელმწიფოს, ეს ევროპული ღირებულების შეურაცხყოფა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

ვლადიმერ პუტინი

16 მაისი 2026, 12:25

მსოფლიო

პუტინმა დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების ბრძანებულებას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში მცხოვრებლებისთვის გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების ბრძანებულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თეონა აქუბარდია

16 მაისი 2026, 12:17

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია ოპოზიციაზე: ყველა დიდ ქაქში ვართ

ყველა დიდ ქაქში ვართ, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია, რითაც აფასებს ოპოზიციის მდგომარეობას.